საზოგადოება საქართველო იმ ადამიანებისაა, რომელსაც მშვიდობა, ჯანმრთელობა და სიყვარული უნდათ და რომელიც თქვენ, საუბედუროდ, არ გაგაჩნიათ 2021, 9 აპრილი, 12:02
"გუშინაც დავწერე და დღეს განვმეორდები, ვის რა უფლება აქვს აუკრძალოს დღევანდელ დღეს ხალხს გასვლა, არადა განსაკუთრებით ვხედავ ნაცსექტანტურ აკრძალვებს, შემოთვლილ წყევლებს, ოჰ. უკან დაგიბრუნდებათ იცოდეთ, ან ვინ ხართ თქვენ, რომ საზოგადოებამ თქვენი აზრი გაითვალისწინოს, ეი, თქვენ უკუღმა დაბადებულო ნაცსაფანჩატურეთო, თქვენ მართლა საქართველო საკუთრება ხომ არ გგონიათ, ხომ არ გგონიათ რომ თქვენ ყველაფრის უფლება გაქვთ და ჩვენ- არა.
ხომ არ გგონიათ, რომ დღეს რიყეზე თქვენნარი ბრბო საზოგადოება მიდის, 30 ლარზე დახარბებული. დღეს თუ ” უცნობი” ატარებს აქციას, ხვალ მარტო ხალხი ჩავატარებთ, მომავალში თუ დაგვჭირდა უფრო მრავალრიცხოვანს, იცოდეთ ძალიან ბევრი ვართ ის ხალხი, რომელსაც თქვენი, მარგინალურ-ბოროტი გაერთიანების მოცილება გვინდა კანონიერი გზით და არა იმ თქვენს მიერ ჩაფიქრებული სისხლიანი რევოლუციებით. იცოდეთ, საქართველო იმ ადამიანებისაა, რომელსაც მშვიდობა, ჯანმრთელობა და სიყვარული უნდათ და რომელიც თქვენ, საუბედუროდ, არ გაგაჩნიათ. ამიტომ თქვენს “მამიდებს” მიხედეთ, -წერს ნინო გელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. შეგახსნებთ, დღეს 9 აპრილს 13:00 საათზე მომღერალ გია გაჩეჩილაძის(უცნობი) ინიციატივით, რიყეზე გაიმართება ხალხის მდუმარე აქცია და დაფუძნდება “საქართველოს მარადისობის დღე“. 44 2-ს მოსწონს
|