x
image
melody_inside
„იცხოვრა ერთხელ, დაასაფლავეს ორჯერ“. მკვდრეთით აღმდგარი ქალის დაუჯერებელი ისტორია  
image



მეთვრამეტე საუკუნეში ირლანდიაში ერთ ყველაზე ჩვეულებრივ ქალს მარჯორი მაკოლს დაუჯერებელი ამბავი შეემთხვა.



ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ თავგადასავლებისა და უჩვეულო სიტუაციების გარეშე რუტინულ ცხოვრებას, რომ ნებისმიერი უჩვეულო ამბავი ეჭვს ბადებს. თუმცა ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს ფანტასტიკური შემთხვევა. მაჯორი მაკოლის ისტორია ნამდვილად გამოიყურება, როგორც არარეალური, თუმცა ეს დადასტურებული ფაქტია.




1705 წელს, როდესაც მედიცინა არ იყო განვითრებული და ცნებაც კი -მორგი, არ არსებობდა, ციებცხელებისგან გარდაიცვალა ექიმ ჯონ მაკოლის მეუღლე. ინფექციის გავრცელების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით ის სასწრაფოდ დაასაფლავეს. წინა დღით ჯონმა მეუღლეს ძვირფასი ბეჭედი აჩუქა. ამ ძვირფასი ნივთით დაკრძალვა მას არ სურდა, მაგრამ თითების შეშუპების გამო, ბეჭდის მოხსნა ვერ მოახერხეს. იძულებულ გახდნენ მაჯორი ძალიან ძვირფასი ბეჭდით დაესაფლავებინათ.



image





დაკრძალვისთანავე საფლავზე გამოჩნდენენ მიცვალებულის ოქროზე მონადირე ყაჩაღები. საფლავი გათხარეს, მაგრამ ბეჭდის მოხსნა ვერ შეძლეს. მაშინ გადაწყვიტეს თითი მოეჭრათ. როგორც კი ბასრმა სამართებელმა კანი გაუჭრა, მარჯორი გამოფხიზლლდა კომიდან, წამოჯდა და ხმამაღლა დაიყვირა. ბოროტმოქმედებს რა დაემართათ, უცნობია.




Fishki.net მიუთითებს, რომ ზოგის აზრით საქმის ასეთ მოულოდნელ გაგრძელებას მათმა სუსტმა გულებმა ვერ გაუძლეს და წამბილწველები სიცოცხლეს პირდაპირ გაცოცხლებული ქალის საფლავთან გამოემშვიდობნენ. ზოგის თქმით- ყველა უკანმოუხედავად გაიქცა.



მკვდრეთით აღმდგარი ქალბატონი გაჭირვებით ამოძვრა საფლავიდან და სახლისკენ წალასლასდა.


ჯონ მაკოლი, მაჯორის მეუღლე, ბავშვებთან იყო სახლში, როდესაც კარებზე კაკუნის ხმა გაიგონა. მამაკაცმა ბავშვებს უთხრა: „დედათქვენი რომ ცოცხალი ყოფილიყო, დავიფიცებდი რომ ეს მისი დაკაკუნებაა“. კარების გაღებისას, მან მარჯორი დაინახა გასისხლიანებული ხელით და იქვე დაეცა მკვდარი. დაასაფლავეს იმავე საფლავში, რომელიც ცოლისთვის იყო განკუთვნილი.




მარჯორიმ კიდევ მრავალი წელი იცოცხლა, კვლავ გათხოვდა და შეეძინა შვილები. და როდესაც გარდაიცვალა იმავე საფლავზე დაასაფლავეს შენკილში (ლურგანი, ირლანდია ). მისი საფლავის ქვა ახლაც არსებობს. მასზე აწერია: „იცხოვრა ერთხელ, დაასაფლავეს ორჯერ“.


image



თანამედროვე მედიცინაში ასეთი ფენომენი ცნობილია სახელწოდებით „ლაზარეს სინდრომი“ ან თვითრეანიმაცია, რაშიც იგულისხმება სამედიცინო რეანიმაციის უშედეგო მცდელობების და პაციენტის გარდაცვლილად ცნობის შემდეგ გულის ნორმალური რიტმის სპონტანური აღდგენა.


სახელწოდება კი, როგორც სჩანს, წარმოდგება ბიბლიიდან - იესო ქრისტემ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა.


პირველად, „ლაზარეს სინდრომი“ აღწერეს 1982 წელს. მას შემდეგ კი ეს ფენომენი ოცდათვრამეტჯერ იქნა დაფიქსირებული.

იხილეთ ასევე:


image



როდესაც ადამიანი მნიშვნელოვან საქმეზე მიდის, ხშირად ვეუბნებით: წარმატებები!. მაგრამ, ჩვენმა კეთილმა სურვილებმა შეიძლება ის გაანაწყენოს. ცრუმორწმუნე ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თავაზიანობის ეს ფორმულირება არც თუ ისე უწყინარია, როგორც ერთი შეხედვით გვგონია. რატომ არ შეიძლებ...



image


ადამიანის სხეული შედგება 200-ზე მეტი ძვლისგან, რამდენიმე ტრილიონი მიკრობისგან და 37 ტრილიონი უჯრედისგან. და მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი განიხილება, როგორც დასასრული, სხეულს წინ კიდევ გრძელი გზა ელოდება - წერს Business Insider. სიკვდილიდან რამდენიმე წუთში კვდება ტვინი. როდესაც გული ჩერდება, ...


image


საოცარი რამ ხდება: როდესაც ჩვენი ლოცვების პასუხად სასურველს მივიღებთ, გვიხარია და ვთვლით, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობაა. დაფიქრებულხათ ოდესმე, თუ რატომ არ ახდა თქვენი სურვილი? რატომ არ შეისმინეს თქვენი ლოცვა? თქვენ ცდებით. სამყარო რომ არ პასუხობდეს ჩვენს ლოცვებს, მაშინ დიდი ხნის წინ აღარ ვიქნებოდით ცოცხლები...



image


ცეროდენა. გიუსტავ დორეს გრავიურა წითელქუდა, კონკია, ცეროდენა, ჩექმებიანი კატა და დედა ბატის ზღაპრები-ს კრებულში შესული სხვა ნაწარმოებები, თითქმის ყველამ იცის ბავშვობიდან. უკვე რამოდენიმე ასწლეულია, რაც შარლ პერო (1628 1703 ) ყველაზე პოპულარულ მწერალ-მეზღაპრედ რჩება მთელს მსოფლიოში. მაგრამ, ცოტამ თუ



image


ადრე თუ გვიან ყველა ჩვენთაგანი ცხოვრებაში ვინმეს ვკარგავთ _ ჩვენგან მიდიან ბებიები და ბაბუები, ახლობელი ადამიანები. ყველა ამ ტკივილის და ცერემონიალების შემდეგ პირისპირ ვრჩებით მრავალ კითხვასთან: რა ვუყოთ ყველაფერ იმას, რაც ამ ადამიანს ეკუთვნოდა, შეიძლება თუ არა ამ ნივთების სახლში შე...

0
183
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0