x
ბურჩინ თერზიოლუ - ჟურნალი საბაჰი ჰაბერ პლიუსი 2011

image

წარმოგიდგენთ ბურჩინის ინტერვიუს - ჟურნალი საბაჰი ჰაბერ პლიუსი 2011
ბურჩინ ტერზიოღლუ 4 წლიდან მოყოლებული თმამაშობს ფილმებსა და სერიალებში, თითქმის არასოდეს ყოფილა ისეთი სეზონი რომ მას არ ეთამაშა. ჩვენ ბურჩინს დავუსვით შეკითხვები მის როლზე ეზელში, ის აზადის ანსახიერებს, რომელსაც დედას უკლავენ, მან ეს სცენა საოცრად ემოციურად შეასრულა, მისი ცრემლები, სევდა იმდენად რეალური იყო რომ ბოლომდე მოიტანა ემოციები მაყურებლებამდე. ეზელის ფანებმა იციან რომ დრო და დრო გმირების ხასიათები იცვლება, აზადის ხასიათი კი ყურადღების ცენტრში ექცევა. ბურჩინ ტერზიოღლუ რეგულარულად არის სერიალებში, ის 4 წლიდან ჩართულია ამ სფეროში და დაახლოებით 42 სერიალში აქვს მონაწილეობა მიგებული ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული დაახლოებით 10-მდე ფილმში. ჩვენ ბურჩინს დავუსვით შეკითხვები თუ როგორი იყო მისი თამაში4 წლის ასაკში, როგორია იყო პატარა მსახიობი, როგორი გავლენა იქონია ამ ყველაფერმა მასზე, როგორია მისი ცხოვრება მურატ ილდირიმთან და როგორია მისი აზრით აზადი და სერიალი ეზელი.
ჟ: 4 წლის ასაკიდან თამაშობ რა გახსოვს ამ წლებიდან?
B: ფოტოები მაქვს ამ პერიოდის და როცა მათ ვუყურებ რაღაცეები მახსენდება თუმცა ბევრი არაფერი მახსოვს. მახსოვს პირველად რომ დამაყენეს გადასაღებ მოედანზე განათებამ შემომანათა შემდეგ კამარა ჩემსკენ წამოვიდა შემეშინდა და ტირილი მოვრთე ჩემი ხმა მამამ იცნო მოვიდა და დამამშვიდა, შემდგე მახსოვს ვიღაც კაცმა ხელში ამიტაცა და კარიდან კარში გავედით ტაში დამიკრეს ეს ემოცია არასდროს დამავიწყდება. უფრო მეტად კი ყველაფერი 12 წლის ზემოთ მახსოვს
ჟ: გამოდის შენ მშობლებს არ სურდათ რომ მარტო ბავშვობაში გეთამაშათ ისინი კარიერას გიკეთებდნენ?
B: კი მამაჩემი. მე ბედისწერის მჯერა, ასეთია ჩემი ოჯახიც. ჩვენ არ ვიცით რას გვიმზადებს მომავალი, რაც მოსახდენია ის აუცილებლად მოხდება. გარკვეული დროის განმავლობაში ამას რეგულარულად ვაკეთებდი. მაგრამ შემდეგ გარკვეული დროით ავიღე პაუზა სწავლის გაგრძელების მიზნით, ყოველთვის ვსწავლობდი. სახლში ჩემი მომავალი პროფესია არ განიხილებოდა ეს ავტომატურად მოხდა.
ჟ: როგორ ფიქრობ დღევანდელ ბავშვ მსახიობებზეც ასე აისახება ყველაფერი მათ ცხოვრებაშიც?
B: პატარ-პატარა რაღაცეები დაამახსოვრდებათ, როგორიცაა მათი დაბადების დრის წვეულებები მათ სახლში. სახლში მოვდიოდი სანთლებს ვაქრობდი და გადაღებაზე მივდიოდი, ყველა ჩემი მეგობარი ჩემ სახლში იყო მე კი გადაღებაზე ვიყავი. ეს დაუვიწყარი მოგონებებია. არა ცუდად არ გამიგოთ გთხოვთ მე ბედნიერი ვარ ჩემი კარიერით, მე მჯერა, რომ კარგი იყო ასეთ პატარა ასაკში დავიწყე ეს ყველაფერი, მაგრამ მე რომ შვილი მეყოლება, მას არასსდროს წავიყვან ჩემთან ერთად გადაღებაზე რადგან არ მინდა ჩემი შვილი ამ პროფესიის იყოს. მე ვუყურებ დღევანდელ პატარა მსახიობებს, ისინი ისეთი საყვარლები არიან, მაგრამ გადაღებების სირთულეები გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, არის ისეთი დროც დაღლილობისგან შეიძლება დაეცე, შეიძლება ნერვებმა გიმტყუნოს, მოგიწიოს დიეტა რაც ორგანიზმს ანადგურებს და ხშირად ავადმყოფობის მიზეზიც ხდება. როცა ავად ხდები და ადგომის თავი რ გაქვს ცხარე ცრემლით ტირი და იძულებული ხარ გადაღებაზე წახვიდე ეს ყველაფერი დიდი ფისქოლოგიურ გავლენას ახდენს ბავშვზე ამიტომ ბავშვი სახლში უნდა იზრდებოდეს, გადაღებების პირობები რთულია, მართალია გადამღები ჯგუფი ცდილობს ხელი შეიგიწყოს მაგრამ მაინც რთულია სწორედ ამიტომ არ შემიძლია ჩემი შვილი წავიყვანო გადასარებ მოედანზე, არ შემიძლია.
ჟ: რატომ არ აძლევთ საერთო ინტერვიუს შენ და შენი მეუღლე მურატი?
B: ჩვენი ცხოვრება რთულია ორივეს დიდი დროის გატარება გვიწევს გადასარებ მოედანზე სახლში კი იშვიათად ვართ ხან მე ვარ გადარებაზე ხან კი ის. რაზე უნდა მივცეთ ინტერვიუ? იმაზე თუ რას მივირთმევთ ვახშამზე ან რას ვაკეთებთ ღამით? (იცინის) ჩვენ გვაქვს სახლი, გვაქვს ოჯახური ცხოვრება, პირადი ცხოვრება, ჩვენ ორივე ვფიქრობთ რომ, სასაცილოა ასეთი დეტალების განხილვა საზოგადოებასთან.
ჟ:თქვენ ოირვე ცნობილი ადამინი ხართ, არ გიქმნით ეს პრობლემას ქორწინებაში?
B: სრულებითაც არა. რაც დრო გადის ჩვენ უფრო და უფრო კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ის(მურატი) დილით გადის სახლიდან გადაღებეზე და ზოგჯერ შეიძლება მეორე დილით დაბრუნდეს შინ. ეს სფერო კარგად ვიცი, ვიცი გადაღებების სირთულეები, მოწყენილობა, ბედნიერება, ასევე ვიცი მისი ხასიათის თვისებები. მან(მურატმა) ყველაფერი ის იცის ჩემზე რაც უნდა იცოდეს, იცის რა ხდება ჩემ ცხოვრებაში, სულ ჩემ გვერდითაა ბენიებაშიც და მაშინაც როდესაც ცუდად ვარ ან უბრალოდ მოწყენილი ვარ, რთულ მომენტებში ერთმანეთს გვერდით ვიდაგვართ, ორივემ ვიცით ჩვენი პროფესიის სირთულეები და ეს ჩვენს ცხოვრებას უფრო მშვიდს ხდის, ჩვენ რომ განსხვავებული პროფესიის ვიყოთ ალაბთ გაგვიჭირდებოდა ერთმანეთის გაგება.
ჟ: სადღაც წავიკითხე რომ, როდესაც რომელიმე თქვენგანს გიწევთ სასივარულო სცენის თამაში, ამასაც უგებთ ერთმანეთს და ისე აკეთებთ ტიტქოს და ამას არავინ ნახავს?
B: ჩვენ ამის შესახებ გაზეთებში ვკითხულობთ მაგრამ, ამაზე არც ვსაუბრობთ და მითუმეტეს არც ვკამათობთ . ისინი ზოგჯერ ისე წერენ თითქოსდა თვად იყვნენ რამის მოწმე ეს ცოტა გვაბრაზებს ხოლმე. არ გვაქვს იმის მიზეზი რომ რამაზე ვიკამათოთ. ერთადერთი რაზეც ჩვენს სახლში დისკუსია იმართება ხოლმე არის თუ რას წერენ პრესაში ვარჩევთ საგაზეთო სტატიებს.
ჟ: რა სახის სირთულეებს აწყდებიტ ერტად?
B: ძირითადად სამუშო გარაფიკის პრობლემა გვაქვს ორივეს დღისით იშივიათად ვახერხებთ შინ ყოფნას ხანდახნ ნახევარ დღიანი სამუშო გრაფიკი მაქვს მას(მურატს) კიდევ უფრო რტული გრაფიკი აქვს თუმცა საღამოობIტ ერთმანეთს სახლში ვხვდებით ხოლმე.
ჟ: რამე გეგმები გააქვს ოჯახის გაფაროებაზე?
B: ჯერ მზად არ ვარ, სულ ცოტა დრო კიდევ მჭირდება
ჟ: სერიალმა ეზლიმ ფენომენალური სენსაცია მოახდინა დუბაიში, ამიტომ სერიალის გუნდი დუბაში გაემგზავრა როგორც ვიცით შენც იმყოფებოდი იქ მათთან ერთად როგრი იყო შენი შეგრძნებები იქ?
B: დიახ, სერიალი მართლაც ძალიან პოპულარულია დუბაიში, მე არ ველოდი ასეთ დიდ ყურადღებას მათ წითელი ხალიჩის ცერემონიაც კი მოგვიწყვეს, აღფრთოვანებულები ვიყავიტ და იქაური სიტუაციიტ ვტკბებოდით, იქაური ხალხი ისეთი ლამაზი და გულწრთფელია რომ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
ჟ: ამ სეზონზე სერიალი სრულდება როგორ გრძნობს თავს სერიალის გუნდი?
B: ჩვენ უკეთ გავაცნობიერებთ ყველაფერს როდესაც მოვრჩებით ბოლო ეპიზოდის გადაღებას, მე დარწმუნებული ვარ რომ ბოლო 2 ეპიზოდი ყველას მტკივნეულად დაგვამახსოვრდება.
ჟ: ეზელი განსხვავებული ტიპის სერიალია, როგორ ფიქრობ ამან აწია სერიალის მარკა?
B: სერიალის დაწყებამდე გადავწყვიტეტ არ გვესაუბრა ასეთი ტერმინოლოგიით, მე სერიალს 20 სერიიდან შევუერთდი, მანამდე მე მაყურებლის როლში ვიყავი და დიდ სიამოვნებას ვირებდი სერიალის ყურებით. ეს სერიალი ფენომენად იქცა თავისი მწერლებით, მსახიობებით, რეჯისორით. საბოლოოდ თურქეთმა მიიღო ისეთი ტიპის განსხვავებული სერიალი, ორშაბათი დღე ჩემი ეზელის დღეა აქამდე არცერთი სერიალისთვის ასე ერთგულად არ მიდევნებია თვალი.
ჟ: მე ვფიქრობ რომ თუკი შენ პროექთი მოგეწონება შენთვის არ ექნება მნიშვნელობა იქნები მთვარ როლში თუ ეპიზოდებში მაინც დათანხმდები?
B: რათქმაუდა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე
როდესაც შემომთავაზე მეც მეთამაშა ეზელში, მაშინ სხვა შემოთავაზებაც მქონდა, მაგრამ ვგრძნობდი რომ ეს სერიოზული და მნიშვნელოვანი პროექტი იყო . ძალიან მიყვარს სახასიათო როლები, კარგს სერილაში შეგიძლია 20-ე სერიიდანაც შეუერთდე. სცენარისტებმა იმდენად კარგ სცენარი დაწერეს რომ, მთავარი როლიც რომ მეთამაშა 50 -ე სერიიდან სხვა სერიალში ისეთ სიამოვნებას ვერ მივიღებდი ჩემი მუშობით როგორც ამ შემთხვევაში მივიღე.
ჟ: აზადი ბევრს იტანჯება კიდევ რამდენი უნდა იტანჯოს მან? შენი თამაში მაშინ როდესაც აზადმა დაკარგა დედა- სელმა იმდენად ემოციური და ესტეთიური იყო რომ მაყურებელს ძალიან დიდხანს გაყვა ეს ემოცია, შენზე იქონია ამ ყველაფერმა გავლენა?
B: როდესაც თემა დედაა, მნიშვნელობა არ აქვს სცენარის მიხედვით თამაშობ თუ შენი პერფორმანისთ მაინც ემოციურად გამოგდის. დედა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველას ცხოვრებაში, მათშორის ჩემ ცხოვრებაშიც, როდესაც დედაზე ვსაუბრობ აღელვებისგან გული მტკივდება..... ეს ეპიზოდი კი ისეთი სცენარით იყო დაწერილი, ჩემ ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი როდესაც სცენარს ვკითხულობდი, ეს იყო ავტომატური რეაქციები. მე ბედნიერი ვარ როცა ვიგებ რომ მაყურებლეს ჩემი ასეთი ემოციური თამაში მოსწონთ. თქვენ მკითხეთ რა ელის აზადს ახლა და მომავალში ამაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ აზადს წინ ბევრი ტანჟვა ელის ძალიან ბავრი .
ჟურნალსტი : შემდეგ ჩვენ ბილიც შეკითხვებზე გადავედით :
* რომელი წიგნი წაიკითხე ბოლოს?
B: ისევ კლასიკის კითხვას დავუბრუნდი ბოლოს წავიკითხე ინკების მემედი
* ბოლო ფილმი რომელსაც ყურე?
B: ნეიტრალური ზონა
* ადგილი რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს?
B: ჰისარი
* საჭმელი რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს?
B: წვნიანი
* ხასიათის თვისება რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს?
B: მლიქვნელობა
* რა გაიძულებს რომ კამათში შეხვიდე?
B: არაგულწრთფელობა
* ბოლო ნივითი რომელიც შეიძინე?
B: კაბა ჩემთვის
* საყვარელი მოგზაურობის ტიპი?
B : ყველანარი განსაკუთრებით, კაიაკით სეირნობა.

imageimage

1
76
1-ს მოსწონს
ავტორი:სპრინგ სთარ
სპრინგ სთარ
76
  
2021, 5 აპრილი, 4:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1