x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოგზაურობა დროში?-ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ 1917 წლის ფოტოს
image


ინტერნეტში განიხილავენ 1917 წლის ფოტოს, რომელიც კანადაში, პლაჟზე არის გადაღებული.

მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო გრძელთმიანმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ფოტოგრაფის ობიექტივის წინ, შორტებით და მაისურით პოზირებს, მის გვერდით კი ადამიანები იმ დროისთვის ტრადიციულ სამოსში არიან აგმოწყობილები:გრძელი მაქმანებიან კაბებში და მამაკაცები ცილინდრიანი ქუდებით.

გარდა ამისა, ახალგაზრდას სველი აწეწილი აქვს, რითაც მისი მთლიანი გარეგნობა უფრო თანამედროვე სერფერებს წააგავს.


ასევე, მომხმარებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ იდუმალ ახალგაზრდასთან იქვე შორიახლოს, ჩამომჯდარია მამაკაცი რომელსაც აშკარად უკვირს ბიჭის გარეგნობა.

image

ფოტო გადაღებულია პიკნიკზე, სან-ჯოზეფის ყურეში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. ფოტოსურათი გამოქვეყნდა 1974 წელს გამოშვებულ ლესტერ რეი პეტერსონის წიგნში.

ინტერნეტმომხარებლებს მიაჩნიათ, რომ ეს მისტიური ბიჭი "დროში მოგზაურია", მაგრამ მოდის ისტორიკოსებმა მალევე გააქარწყლეს მისტიკის მოყვარულები და აღნიშნეს, რომ მაისურები და შორტები დაახლოებით 1917 წელს უკვე ეცვათ.

თავად სიტყვა "მაისური" ლექსიკონებში შევიდა XX საუკუნის 20-იან წლებში, თუმცა შეერთებულ შტატებში მეზღვაურებმა გარდერობის ამ ელემენტების ტარება დაიწყეს ჯერ კიდევ 1913 წელს.

image

0
897
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
897
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0