x
image
თორ ნიკე
Mediator image
სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები
სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები


ევრაზიულ სტეპში სკვითური ერა მოიცავს ძვ.წ. 700 - ძვ.წ. 200 წლებს. სკვითები აქამდე მიიჩნეოდნენ მხოლოდ მესაქონლე, მეომარ და მომთაბარე ტომებად, რომლებიც მობილურ ცხოვრებას ეწეოდნენ გამუდმებით, ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ სეზონურად და უდიდეს ტერიტორიებზე ცხენებით გადაადგილდებოდნენ. ეს არ იყო ამ ხალხის თვითწოდება, ასე არ ეძახდნენ თავს და არც ერთიანი თვითაღქმა ჰქონდათ, როგორც ერთ ხალხს. ანტიკურ სამყაროში სკვითებად იწოდებოდნენ ის ხალხები და ტომთა ის დიდი რაოდენობა, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ სამხრეთ და ცენტრალური უკრაინის ტერიტორიიდან მოყოლებული, მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში, სამხრეთ რუსეთსა და შუა აზიაში. ასე რომ სახელწოდება "სკვითი და სკვითები" აერთიანებდა არა ერთ ან ორ ხალხს, არამედ მრავალ ათეულობით სხვადასხვა ტომს. მათი დიდი ნაწილი იყო ინდო-ევროპული, კერძოდ ირანიდული ხალხები და ამიტომ სკვითებიც საერთო ჯამში მიჩნეულია ინდო-ევროპული, ირანიდული ტომების ერთობლიობად, მაგრამ სინამდვილეში ამ საერთო სახელწოდებაში ანტიკურ სამყაროში მოიხსენიებდნენ მრავალ კავკასიურ ტომსაც, რომლებიც არ იყვნენ ინდო-ევროპელები და მით უმეტეს არც ირანიდები. მაგალითად საინტერესოა, რომ ლეჩხუმს ანტიკურ ხანაში ერქვა "სკვიმნია". სკვითინები კი ერქვა დიდ კოლხურ, ლაზურ ტომს. ასევე აღსანიშნავია, რომ ძალიან ჰგავს ერთმანეთს სკვითური და კოლხური, შემდგომ კი ლაზიკას სამეფოს ნაკეთობები და არქეოლოგიური მასალა, თითქმის სრულად იდენტურია. აღსანიშნავია, რომ ბერძნები ლაზებს ინდო-სკვითებად მოიხსენიებდნენ. მაგალითად ბერძენი მწერლის, ლიკოფრონ ქალკიდიკელის (ძ.წ. მე-4-მე-3 საუკუნეების) პოემის "ალექსანდრას" კომენტირებისას იოანე ცეცე (ახ.წ. 1110-1180 წწ.) გადმოგვცემს: "კოლხები ინდო-სკვითები არიან, მათ ლაზებიც ეწოდებათ". შკვითი მეგრულ ენაზე ნიშნავს შვიდს. შესაძლოა სხვადასხვა ტომთა ერთობის გამო ეძახდნენ კოლხები ჩრდილოეთის ხალხებს შვიდ ტომთა ერთობას ანუ შკვითებს და შემდგომში ანტიკურ სამყაროშიც ასე დამკვიდრდა მათი სახელწოდება. ლინგვისტ ოსვალდ სზემერენილის აზრით კი სახელი სკვითი წარმოდგება პროტო-ინდოევროპული სიტყვიდან "კევდ", რაც ნიშნავს სროლას. ეს ვერსია რატომღაც მეტად სანდოდ მიიჩნევა. აქამდე არასწორად იყო მიჩნეული, რომ სკვითები მხოლოდ მეომარი მომთაბარე ტომები იყვნენ და არ ეწეოდნენ მიწაზე დაფუძნებულ ცხოვრებას და მიწათმოქმედებას, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. დოქტორ ალისია ვენტრესკა მილერის (Dr. Alecia Ventresca Miller) მკვლევართა გუნდმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან დაამტკიცა, რომ სკვითებში შემავალი მრავალი ტომი უმეტესად სამხრეთ უკრაინაში, დასავლეთ კავკასიაში და კიდევ მრავალ ადგილას, ეწეოდა სამიწათმოქმედო კულტურას, ჰქონდა თავისი სოფლები და დაბები, სადაც ფუძნდებოდნენ და ცხოვრობდნენ მრავალი თაობის განმავლობაში. სკვითების მრავალი ტომი თავს ანებებდა ხოლმე მომთაბარე ცხოვრებას.

აქვე წარმოგიდგენთ მხატვარ ევგენი კრაის ნახატებს, რომლებიც აღწერენ სკვითებად წოდებულ, სხვადასხვა ტომს ციმბირიდან უკრაინამდე:


1) დაჭრილი სკვითი მეომარი. ძვ.წ. მე-4 საუკუნე. შავი ზღვის ჩრდილოეთი.

სკვითი



2) სკვითი მეფე ძვ.წ. მე-7 საუკუნეში. ალდი-ბელის კულტურიდან. სამხრეთ ციმბირი. ტუვას რესპუბლიკა.


სკვითი



3) სკვითი მეომარი. ყორღანი არჟან 2. ტუვას რესპუბლიკა რუსეთში. ძვ.წ. მე-7 საუკუნე.

სკვითი



4) მოხუცი, დაწინაურებული სკვითი, პაზირიკის კულტურა. ალტაი. ძვ.წ. მე-6 - ძვ.წ. მე-5 საუკუნეები.

სკვითი



5) სკვითი ამაზონი - ქალი მეომარი. ძვ.წ. მე-4 საუკუნე.

სკვითი მეომარი ქალი



6) სკვითი პაზირიკის კულტურიდან. ძვ.წ. მე-5 - ძვ.წ. მე-4 საუკუნე. ალტაი.

სკვითი



7) სკვითი მეომარი. სამხრეთ ციმბირი. ძვ.წ. მე-7 - ძვ.წ. მე-6 საუკუნეები. ნახატიდაფუძნებულია გილიოვო 10, კიჩიგინო 1-ის და ალტაიში ჩატარებულ სხვა გათხრებზე. ჩელიაბინსკის რაიონი, რუსეთი.

სკვითი



8) სკვითი მამაკაცი. ციმბირი. კამენსკის კულტურა. ძვ.წ. მე-5 საუკუნე.

სკვითი



9) სკვითი მეომარი ძვ.წ. მე-6 საუკუნეში. ალტაის მთები ყაზახეთში.

სკვითი მეომარი



10) სკვითები. ძვ.წ. მე-4 საუკუნე. ჩრდილოეთ კავკასია.

სკვითები



11) სკვითი მეომარი ქალი. პაზირიკის კულტურა. ძვ.წ. მე-4 საუკუნე.

სკვითი მეომარი ქალი



12) სკვითი მეომარი. პაზირიკის კულტურა. ალტაი. ძვ.წ. მე-4 საუკუნე.

სკვითი მეომარი



13) სკვითები. ჩრდილოეთ კავკასია. ძვ.წ. მე-5 - ძვ.წ. მე-4 საუკუნეები.

სკვითები



14) სკვითი მეომარი. ჩრდილოეთ კავკასია. კელერმესკოიეს ყორღანი ადიღეაში. ძვ.წ. მე-7 საუკუნე.

სკვითი მეომარი



15) სკვითი მეომარი. უკრაინა. ძვ.წ. მე-3 საუკუნე.

სკვითი მეომარი



16) სკვითი. ციმბირი, ალტაი. ძვ.წ. მე-5 - ძვ.წ. მე-4 საუკუნე.

სკვითი



17) სკვითები. ყაზახეთი. ძვ.წ. მე-6 - ძვ.წ. მე-5 საუკუნეები.

სკვითები



18) სკვითი მეომარი. ალტაი. ძვ.წ. მე-8 - ძვ.წ. მე-7 საუკუნეები.

სკვითი მეომარი



19) მძიმედ შეჭურვილი სკვითი მეომარი. ძვ.წ. მე-7 - ძვ.წ. მე-6 საუკუნეები.

სკვითი მეომარი



20) სკვითი მეომარი. ჩრდილოეთ კავკასია. ძვ.წ. მე-5 საუკუნე.

სკვითი მეომარი




21) სკვითების ქეიფი. ჩრდილო-დასავლეთ კავკასია. ძვ.წ. მე-5 - ძვ.წ. მე-4 საუკუნეები.

სკვითების ქეიფი




22) სკვითი მეომარი. ჩრდილო-დასავლეთ კავკასია. ძვ.წ. მე-5 საუკუნე.

სკვითი მეომარი



23) სკვითი მეომარი. კამენსკოის კულტურა. ციმბირი. ძვ.წ. მე-5 საუკუნე.

სკვითი მეომარი



24) სკვითები. ჩრდილოეთ კავკასია. ძვ.წ. მე-7 საუკუნე.

სკვითები




25) სკვითი მეომარი. პაზირიკის კულტურა. ალტაი. ძვ.წ. მე-5 საუკუნე.

სკვითი მეომარი




26) სკვითი მეომარი. ჩრდილო-დასავლეთ კავკასია - სამხრეთ უკრაინა.

სკვითი მეომარი




27) სკვითი მეომარი. ალტაი. პაზირიკის კულტურა. ძვ.წ. მე- - ძვ.წ. მე-4 საუკუნეებში.

სკვითი მეომარი




28) სკვითის და მეოტის ბრძოლა. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი. ძვ.წ. მე-4 საუკუნე.

სკვითი და მეოტი




29) სკვითი მეომარი. ძვ.წ. 700 წლიდან ძვ.წ. 200 წლამდე.

სკვითი მეომარი




30) სკვითი მეომარი ქალი. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი. ძვ.წ. მე-4 საუკუნე.

სკვითი მეომარი ქალი



31) არქეოლოგიურად აღმოჩენილი სკვითური ნივთები.

არქეოლოგიურად აღმოჩენილი სკვითური ნივთები




32) საკას ტომის წარმომადგენელი ირანიდი. სამხრეთ არალის ზღვა. ძვ.წ. მე-6 საუკუნე.

საკას ტომის მეომარი



33) სკვითი და კიმერიელი მეომარების ბრძოლა. ძვ.წ. მე-7 საუკუნე. ჩრდილოეთ კავკასია, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი.

სკვითი და კიმერიელი




34) მეოტი მეომარი. ყობანის კულტურა. ძვ.წ. მე-3 - ძვ.წ. მე-2 საუკუნეები.

მეოტი მეომარი




35) სარმატი მეომრები. ყირიმი. ბოსფორის სამეფო. ძვ.წ. მე-3 საუკუნე.

სარმატი მეომრები




36) კიმერიელი მეომარი. ძვ.წ. მე-7 საუკუნე.

კიმერიელი მეომარი




37) სარმატი მეომარი. ძვ.წ. მე-4 - ძვ.წ. მე-2 საუკუნეები.

სარმატი მეომარი




38) სკვითების და სარმატების ბრძოლა. ჩრდილო-დასავლეთ კავკასია. ძვ.წ. მე-5 საუკუნე.

სკვითები და სარმატები




39) ანთროპოლოგ ალექსეი ნეჩვალადის მიერ აღდგენილი სკვითის სახე ფილიპოვკის ყორღანიდან.

სკვითი მეომრის აღდგენილი სახე




40) სარმატი მეომარი. ჩრდილო-დასავლეთ კავკასია.

სარმატი მეომარი




41) სკვითო-მეოტი ლიდერი. ყორღანი სტანიცა იელისავეტისკაიასთან ახლოს. ყობანის მდინარე. კრასნოდარი. ძვ.წ. მე-5 ძვ.წ. მე-4 საუკუნეები.

სკვითო-მეოტი მეომარი



42) კიმერიელი მეომარი. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი.

კიმერიელი მეომარი




43) კიმერიელი მეომრები. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი.

კიმერიელები



44) სარმატი მეომარი. ჩრდილოეთ კავკასია.

სარმატი მეომარი



45) სარმატი მეომრები. ჩრდილოეთ კავკასია.

სარმატები



46) კიმერიელი მეომრები ძვ.წ. მე-8 - ძვ.წ. მე-7 საუკუნეები. ჩრდილოეთ კავკასია.

კიმერიელი მეომრები



47) სარმატი მეომარი. კრასნოდარის მხარე. ძვ.წ. მე-3 - ძვ.წ. მე-2 საუკუნეები. მდინარე ყობანის რეგიონი.

სარმატი მეომარი




კრებულები:

1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. მეცნიერება (ნაწილი მესამე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
665
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
665
  
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
0 1 1