x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
პოპულარული მსახიობები, რომლებმაც კარიერა ჩვეულებრივი პროფესიებით დაიწყეს

image


მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლები ვარსკვლავებად არ დაბადებულან. ახალგაზრდობაში ისინიც რიგითი ადამიანების მსგავსად ფულს ისე შოულობდნენ როგორც შეეძლოთ, და აქ გასაკვირი არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი საგულისხმო დეტალი, თქვენ წარმოიდგინეთ და, ზოგიერთი მათგანი თავის შესანახად ფულს მორგში, გარდაცვლილების ვარცხნილობაზე ზრუნვით გამოიმუშავებდა, ზოგი ლომების მომთვინიერებლად მუშობდა, აი, ზოგს კი თვიდან თვემდე თავი მესაფლავეობით გაჰქონდა. გაინტერესებთ კიდევ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებული ცნობილი სელებრითები სანამ პოპულარულები გახდებოდნენ? მაშ ასე, წარმოგიდგენთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის ვარსკვლავებს, ვისთვისაც ჩვეულებრივი პროფესიები უცხო არ არის.



სტივ ბუშემი მეხანძრედ მუშაობდა. სხვათა შორის, 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს, ის კვლავ დაუბრუნდა თავის ადგილს და დაზარალებულებს ეხმარებოდა!


image



16 წლის ასაკში კრისტოფერ უოკენი ლომების მომთვინიერებლად მუშაობდა და ერთ - ერთ წარმოდგენაში ლომთან, სახელად შებასთან ერთადაც კი მონაწილეობდა.



image


რაც შეეხება დენი დე ვიტოს, ის არც მეტი, არც ნაკლები მორგში სტილისტად მუშაობდა, სადაც მიცვალებულებს ბოლო გზაზე გასამგზავრებლად საგულდაგულოდ ამზადებდა.



image



სხვათა შორის, იგივე საქმიანობას ეწეოდა ვუპი გოლდბერგიც.



image


ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჰარისონ ფორდმა მუშაობა დურგლადაც მოასწრო.




image


ჯონი დეპმა ერთხელ აღირა, რომ ის ტელემაღაზიაში მუშაობდა, და სამსახურიდან წასვლამდე მხოლოდ ერთი პროდუქტის გაყიდვა შეძლო.


image



ჯიმ ქერი იმისთვის რომ ოჯახს დახმარებოდა ერთი პერიოდი მეეზოვედაც კი მუშაობდა.



image


ვიღაცას ძალიან გაუმართლა ყოფილიყო ახალგაზრდა ფიზკულტურის მასწავლების ჰიუ ჯეკმანის აღსაზრდელი.



image



ბილ მიურეი ცოტა ხანი ჩიკაგოს სასურსათო მაღაზიის გასასვლელში წაბლს ყიდდა.



image


ჯონ ჰემი ზრდასრულთა ფილმების კოსტიუმების დიზაინერი გახლდათ.



image


გალ გადოტი ისრაელის არმიაში მსახურობდა.



image


ხოლო აი, რაც შეეხება კრის პრატს ის ბევრად უფრო საინტერესო საქმით იყო დაკავებული: პრატი სტრიპტიზიორად მუშაობდა, ცდილობდა რა ფულის შეგროვებას ჰავაიში წასასვლელად.


image



იგივე საქმიანობით იყო დაკავებული ჩენინგ ტატუმიც.


image


ტომ ჰენქსი ბატი-ბუტის (პოპკორნი) გამყიდველი გახლდათ.



image


ქეით უინსლეტი თავს სენდვიჩების გაყიდვით ირჩედა.


image


ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი როდ სტიუარტი კი თქვენ წარმოიდგინეთ და, ახალგაზრდობაში მესაფლავედ მუშაობდა.


image











0
483
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
483