x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მაია ასათიანი შორენა ბეგაშვილის გამო „რუსთავი“ 2-დან წავიდა
image


ცნობილმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა „რუსთავი 2“ დატოვა და მიანიშნა, რომ არხზე თავისუფლების ხარისხს ვეღარ ხედავს, მის ამ პოზიციას ტელეკომპანია არ იზიარებს. საგანგებო განცხადება გაავრცელა არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ, მისი მტკიცებით, მაია ასათიანმა რუსთავი 2 მხოლოდ შორენა ბეგაშვილის გამო დატოვა. სალიას მტკიცებით ახალი სეზონიდან პროფილის გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა შორენას ეფექტი საეთერო ბადეში აღარ მოხვდა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა პროფილის გუნდის წევრებისთვის და მათ არხის დატოვების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღეს.


შორენა ბეგაშვილის საავტორო გადაცემა „შორენას ეფექტი“ ეთერში რამდენიმე თვეა გადის, თუმცა, როგორც არხის მენეჯმენტი განმარტავს, მათი მოლოდინი ამ პროექტთან დაკავშირებით უფრო მეტი იყო და მან ვერ გაამართლა იმედი, რის გამოც გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა პროფილის დახურვას არავინ გეგმავდა და მაიამ ეს თავად ისურვა.

.

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის განცხადება
25-03-2021 21:12
16336

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,

"თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა - "პროფილის" ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს.

,

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

,

"პროფილის" დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა - "შორენას ეფექტი".

,

მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

,

"რუსთავი 2" წარმატებას უსურვებს "პროფილის" შემოქმედებით ჯგუფს.

,

ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი"., “ - ნათქვამია განცხადებაში. მეგა პროექტებში მუსიკალური პროექტების ჩაშვება იგულისხმება. ცნობილია, რომ პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია რუსთავი 2-ზე ბრუნდებიან და ნიჭერსა და სხვა პოპულარულ მუსიკალურ კონკურსებს კვლავაც რუსთავი 2-ის ეთერში დააბრუნებენ.

.

მაია ასათიანი, “პროფილის” ბოლო გადაცემისას მონოლოგში აღნიშნავდა:

.

“მე აქ მასწავლეს, როგორ გავხდე ტყვიაგაუმტარი და მე გავხდი ჟურნალისტი. დღემდე ის 20 წლის წინანდელი გოგო ვარ, რომელიც სიბნელიდან ანთებულ რუსთავი2-ში მივიდა.


როცა ეს ტელევიზია ინგრეოდა, ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ ვიქნებოდი ბოლო, ვინც იმ ფასეულობისთვის იბრძოლებდა, რასაც რუსთავი2 ჰქვია და თუ ეს ბრძოლა შეუძლებელი გახდებოდა, მხოლოდ მაშინ, ბოლო გავიდოდი ამ შენობიდან. რუსთავი 2 კედლები არ არის, ეს არის ფასეულობები.

პირობა შევასრულე, ბოლო გავდივარ ამ შენობიდან და ამ არხზე 20 წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, რადგან აქ იმ სინათლეს, მთელი საქართველოს იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია. იძულებული ვარ წავიდა, საბრძოლველი აღარაფერია.


ყველა აქ არის, ყველა ვისთან ერთადაც ეთერში ის სასწაული ხდებოდა. მიყვარხართ ყველა. მადლობა, რომ ჩემთვის ასეთ რთულ დღეს ჩემთან ერთად ხართ. პროფილი ამ არხზე დღემდე ყველაზე რეიტინგულია. ის იყო პირველი არაპოლიტიკური თოქ-შოუ საქართველოში. მეამაყება რომ პირველები ვართ და ამ გზას გავაგრძელებთ. ეს დასასრული არ არის.”

,

0
1855
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1855
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0