სხვა პირდაპირ ეთერში რუმინელ ტელეწამყვანს შიშველი ქალი დაესხა თავს(ვიდეო) 2021, 22 მარტი, 17:42
რუმინეთში, გადაცემა Acces Direct- ის პირდაპირი ეთერის დროს, წამყვან მირელა ვაიდას თავს დაესხა სრულიად შიშველი ქალი, რომელსაც ქვა ეჭირა ხელში. ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა YouTube არხზე.
მაუწყებლობა სწრაფად შეწყდა, თუმცა ტელემაყურებელმა მაინც მოახერხა ნაწყვეტის ნახვა. აღინიშნა, რომ ტელეწამყვანი მას ადრე არ იცნობდა. სტუდიაში შევარდნილმა ქალმა წამოიძახა, რომ ვაიდას ვალი ჰქონდა და უნდა დაებრუნებინა. თავდამსხმელის ხელში საკმაოდ დიდი ქვა ეჭირა. ჟურნალისტი თვლის, რომ მომხდარს შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს მის პროფესიულ საქმიანობასთან. Acces Direct(პირდაპირი წვდომა) არის ტაბლოიდური თოქ-შოუ რომელიც რუმინეთის ტელეკომპანია Antena 1-ზე 2008 წლიდან გადის. 2019 წლიდან დღემდე შოუს წამყვანია მირელა ვაიდა; ტელე-შოუ Acces Direct ცნობილია სადავო საქმეების განხილვით; 523 4-ს მოსწონს
|