x
მეტი
  • 02.10.2022
  • სტატია:122696
  • ვიდეო:355137
  • სურათი:494964
ღალატის საფასური: სხვადასხვა ქვეყანაში ღალატის ყველაზე მკაცრი სასჯელები

image


მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელმა შეგნებულმა სამყარომ ცოლ - ქმრული ღალატის კრიმინალიზაციაზე უარი განაცხადა, ზოგიერთ ქვეყანაში ამ მხრივ კვლავაც უმკაცრესი კანონები მოქმედებს. თქვენ წინაშეა 10 ქვეყანა, სადაც პარტნიორებს შორის მრუშობა იმაზე მკაცრად ისჯება ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ.




პაპუა - ახალი გვინეა


image


ჩვენი საშინელი რეიტინგის პირველ ადგილზე - პაპუა-ახალი გვინეაა, სადაც ცოლის საყვარელს აქ უბრალოდ - თავს ჰკვეთენ, თუმცა მანამდე მან საყვარლის თითი უნდა "მიირთვას". აი, ასეთები არიან პაპუასები ...






შუა საუკუნეების რუსეთი


image


ევროპის შუა საუკუნეების დროინდელ საშინელ ტრადიციებს დიდწილად არც რუსეთი ჩამორჩებოდა. მაგალითად, 1550 წელს იქ მრუშობა იმ დანაშაულთა სიაში შევიდა, რომლისთვისაც სიკვდილით დასჯა იყო გათვალისწინებული.




ირანი


image


ოდესღაც ცივილიზებული ირანი - სულ უფრო ღრმად ჩაეფლო სისასტიკესა და გენდერულ უთანასწორობაში. 1990 წლიდან ირანში დისკრიმინაციული კანონი მოქმედებს, რომლის თანახმადაც ღალატისთვის ქალი შეუძლია ქმრის ნებისმიერმა ნათესავმა (იგულისხმება, მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელი) სიკვდილით დასაჯოს. აი, რაც შეეხება მამაკაცებს, მათ ღალატისთვის იქ მხოლოდ საზოგადოებრივი გაკიცხვა ელოდებათ.




აფრიკული ტომები


image


აქ მოქმედი სასტიკი კანონები, ყოველგვარ სამართლებლივ ჩარჩოს სცდება. ასე, მაგალითად, ზოგიერთ ტომში გოგონებს ღალატისთვის თქვენ წარმოიდგინეთ და, ქალის ორგანოებსაც კი აჭრიან.



ინდონეზია



image


კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც სრულიად გამაოგნებელი კანონმდებლობა აქვს. აქ, მრუშობისთვის შესაძლოა ორივე სქესის პარტნიორს არც მეტი, არც ნაკლები 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.




თურქეთი


image


თურქეთი ინდონეზიიდან არც თუ ისე შორს წავიდა. ევროინტეგრაციისა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში თურქებმა გადაწყვიტეს ორივე სქესის მეუღლეების უფლებების გათანაბრება. 1996 წლიდან ღალატისთვის აქ უკვე ორივე სქესის წარმომადგენელს - 5 წლით ვადით აპატიმრებენ.






ჩინეთი


image


აი, რაც შეეხება კომუნისტურ ჩინეთს ის ამ რეიტინგში მხოლოდ მე -7 ადგილს იკავებს. აქ მრუშობისთვის როგორც ქალებს, ასევე კაცებსაც სჯიან. მოღალატეებს ციურ იმპერიაში 2 წლით არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, არამედ ნახევარი ქონების კონფისკაციაც.




შვეიცარია

image


ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქვეყანა - შვეიცარია. სხვათა შორის, აქ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა შეიარაღებულია, ამიტომ მსგავსს ქმედებას ქვეყნის ამ ტერიტორიაზე ვინმე ძნელად თუ გაბედავს, თუმცა მათ ერთი ფრიად საინტერესო კანონიც აქვთ - მოღალატეს 3 წლის განმავლობაში ხელახლა დაქორწინება ეკრძალება.





ვიეტნამი


image


ვიეტნამი, რომელმაც ინდოჩინეთის მეორე ომი (ის გახლდათ XX- ის მეორე ნახევრის ერთ - ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება) უკან მოიტოვა, ახლა ბიუჯეტს მთელი ძალით ავსებს. გამონაკლისს არც მოღალატე მეუღლეები წარმოადგენენ. ღალატისთვის აქ ჯარიმა 1-დან 3 მილიონამდე ვიეტნამურ დონგს შეადგენს, რაც დაახლოებით 50-150 დოლარია (სხვათა შორის, ეს თანხა ქვეყანაში საშუალო თვიურ ხელფასს უტოლდება).





მალი


image


ვინ იფიქრებდა რომ მალი ღალატისადმი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანა აღმოჩნდებოდა. აფრიკის სახელმწიფოს ამ ტერიტორიაზე არაერთი ტომი ცხოვრობს, რომელსაც მეტისმეტად თავისებური სამართლის კოდექსი გააჩნია, თუმცა ამჯერად, მსურს თქვენი ყურადღება ლიბერალურ დოგონთა ტომზე გავამახვილო. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მათ ღალატის სრული უფლება აქვთ, მხოლოდ არა - ინცესტის, თუმცა მრუშობის შემთხვევაშიც კი, მოღალატეს აქ მხოლოდ ტომიდან განდევნა ემუქრება.











0
1349
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1349