x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
კლიფტონ კოლინზი მსოფლიოში ალბათ ერთერთი ყველაზე უიღბლო ადამიანი, მულტიმილიონერი რომელიც რამდენიმე წუთში გაღარიბდა

image ირლანდიელი კლიფტონ კოლინზი დუბლინიდან ალბათ ერთერთი ყველაზე უიღბლო ადამიანია მსოფლიოში. კლიფტონი ზრდიდა და ადგილობრივ ნარკოკარტელზე ყიდდა მარიხუანას. მისი საერთო შემოსავალი რომელიც ბიტკოინების სახით ჰქონდა შენახული 12 ბიტკოინ საფულეში, ევროში გადაყვანით 53, 6 მილიონ დოლარს შეადგენდა.
კოლინზი გაქურდვის ალბათობას არ გამორიცხავდა და ნარკოტიკების გაყიდვით მიღებულ ფულს სხვადასხვა ანგარიშზე ანაწილებდა, რომელ ანგარიშებზე დაშვების კოდებსაც ქაღალდის პატარა ნაჭერზე წერდა და ძველი ანკესის ფსკერში არსებულ ნემსკავების შესანახ ნაწილში ინახავდა.
ერთხელაც როცა ანკესი მოიძია აღმოჩნდა, რომ დამლაგებელმა რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა მის სამალავზე ძველი ანკესი სხვა უსარგებლო ნივთთან ერთად ნაგავზე გადააგდო.
კლიფტონმა რომელიც მულტიმილიონერი გახლდათ ასეთ კურიოზულ ვითარებაში დაკარგა კოლოსალურ თანხასთან დაშვების კოდები.
დღეისათვის კოლინზი 5 წლიან სასჯელს იხდის ნარკოტიკების გაყიდვის გამო. მისი ბიტკოინ-საფულეების კონფისკაცია ირლანდიის პოლიციამ მოახდინა, თუმცა მასზე წვდომა არა აქვთ დაცვის მაღალი ხარისხის გამო.
ერთი სიტყვით უზარმაზარი თანხა კოლინზისათვის სამუდამოდ დაიკარგა, ამავე დროს ვერც ირლანდიის პოლიციის ნარკოკარტელებთან ბრძოლის ბიუროს აქვს მასთან წვდომა.
კოლინზის თქმით მომხდარი მისი სასჯელია მისი უგუნური ქმედების გამო.
მისი თქმით მისი ერთადერთი შემოსავალი ნარკოტიკების მოყვანა-გაყიდვა იყო, კოლინზი მარიხუანას ცნობილ ირლანდიელ განგსტერზე ლიამ ბირნის დაჯგუფებაზე ჰყიდდა კილოგრამს 7 000 ევროდ.
კოლინზი არენდით იღებდა სახლებს მიწასთან ერთად, რომელსაც ამუშავებდა და მოჰყავდა მარიხუანა.
ერთერთი ასეთი ადგილი გადაიღო ირლანდიელმა რეპორტიორმა ქალმა.
image

კოლინზის ციხეში მოხვედრიდან მალევე მის სახლში გაქურდვის მიზნით შევიდნენ, მაგრამ წაღებით არაფერი წაუღიათ.
პოლიციის თქმით ქურდები დიდი ალბათობით ფიქრობდნენ, რომ კოლინზს ბიტკოინ-საფულეებზე წვდომის კოდები სხვაგანაც ექნებოდა ჩაწერილი და შენახული. თავის მხრივ პოლიციის გამომძიებელს ნაგავზე მომუშავე კომპანიაში უთხრეს, რომ ნახეს ნაგავის დახარისხებისას ძველებური ყაიდის ანკესი. ირლანდიიდან ნაგავს სხვაგან აგზავნიან დასაწვავად კრემატორიუმში, ასე რომ ბოლო ძაფიც გაწყდა ბიტკოინ-საფულეებთან წვდომის მისაღებად.
49 წლის ყოფილმა მცველმა კოლინზმა გამოძიებას განუცხადა: "ვერ ვიხსენებ ბიტკოინ-საფულეებზე წვდომის კოდებს, რადგან დიდი ხნის ნარკოდამოკიდებულებამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში, განსაკუთრებით კი მახსოვრობა".
რამდენიმე წელიწადში კოლინზი დატოვებს ციხეს და თუ მას ახსოვს ან გაიხსენებს თუნდაც ერთ ბიტკოინ-საფულეზე წვდომის კოდს, ის ისევ მილიონერი გახდება და შეეძლება რომელიმე ლათინური ამერიკის ქვეყანაში თავისუფლად, მდიდტულად გააგრძელოს ცხოვრება.
imageimage






0
223
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
223