x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უნიკალური საარქივო ფოტოები, რომლებიც იშვიათ ისტორიულ მომენტებს ასახავს

image


წარსული ჩვენს მომავალთან განუყოფლად არის დაკავშირებული, და რომ არა ის მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, სამყარო რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, სულ სხვანაირი იქნებოდა. დღევანდელ პოსტში საინტერესო ისტორიულ კადრებსა და ცნობილი ადამიანების უნიკალურ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც აქამდე ჯერ არსად გინახავთ.



"ატარე ნიღაბი ან წადი ციხეში", ესპანური გრიპის პანდემია, ამერიკა, 1920-იანი წლები


image


ელვის პრესლი კაფეში - კვერცხისა და ბეკონის მოლოდინში, მაშინ როდესაც ფერადკანიანი ქალბატონი საკუთარ სენდვიჩს ფეხზემდგომი ელის, მოგეხსენებათ, შავკანიანებს მსგავსს ადგილებში ჯდომა კანონით ეკრძალებოდათ, ტენესი, 1956 წელი


image


2003 წელს ცნობილი ამერიკული მეტალ ჯგუფი "Metallica" სან -კვენტინის ციხეს ესტუმრა, რათა პატიმრებისთვის უფასო კონცერტი გაემართა, და ასევე ბეისბოლის სათამაშო მოედნისთვის 10 000 დოლარი შეეწირა. სწორედ მაშინ იქნა მათი ცნობილი მუსიკალური ვიდეორგოლი - "St. Anger" -ი გადაღებული.


image


ქალს ფეხები და ხელები წყლიან ვედროში აქვს ჩაყოფილი, რომელშიც ელექტრული დენი გადის. 1930-იან წლებში ეს მეთოდი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ერთ - ერთ საშუალებად ითვლებოდა.


image


ამერიკული როკ-ჯგუფი "ნირვანა", 1992 წლის თებერვალი




image


ნაპოლეონის ოქროს კბილის ჯაგრისი, 1795 წელი



image



ასე ემზადებოდნენ მოდელი გოგონები "pin-up" სესიისთვის



image


ადოლფ ჰიტლერი - 1930 წელი - გერმანიის ფიურერმა და რაიხსკანცლერმა ეს და კიდევ რამდენიმე ფოტო აკრძალა, რადგან ისინი მის ღირსებას ლახავდნენ - ფოტოებმა დღის სინათლე მხოლოდ მას შემდეგ იხილეს, რაც მოკავშირეთა ჯარისკაცმა მათი ასლები მის სახლში 1945 წელს ოპოვა.


image


ვარდისფერი "კადილაკი" - 1950-იანი წლების ამერიკული ოცნება



image


ფლამინგოები ქარიშხალ "ენდრიუს" თავს მაიამის ზოოპარკის საპირფარეშოში აფარებენ, 1992 წელი, ამერიკა


image


ილონ მასკი თავისი პირველი ავტომობილით "BMW" 320i, 1995 წელი


image


ავსტრალიელი ჯარისკაცები სინგაპურში იაპონელთა ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, 1945 წელი


image


"სამეფო აფრიკის მსროლელები" ავტომობილის მართვის სწავლისას (King's African Rifles), 1943 წელი. თავზე ქვის დადება მოსწავლეებს აჩვევს მუდმივად გზას უყურონ და თავი ქვემოთ არ დასწიონ. "KAR"- ში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მამა, ჰუსეინ ობამაც მსახურობდა.


image


"კოკა-კოლას" პირველი, ორიგინალური ბოთლი, ატლანტა, ჯორჯია, 1894 წელი



image









0
1466
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1466