x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
ვინ არის ასმათ დვალიშვილი, ვისზეც სავარაუდოდ გოგი წულაიამ იძალადა
image

ასმათ დვალიშვილი ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია" პროგრესული თაობის" პრეზიდენტია 2015 წლიდან დღემდე, რომელიც ძირითადად თავდაცვის და საქართველოს შეიარაღებული ძალები მხარდაჭერით არის დაკავებული.


ამასთანავე, ასმათ დვალიშვილი მისი ფოტოებიდან თუ ვიმსჯელებთ ოპოზიციის და კერძოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია. აქტიურად იღებდა მონაწილეობას მათ მიერ ორგანიზებულ აქციებშიც.

image


image


image

შეგახსენებთ ოპოზოციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში, ასმათ დვავლიშვილზე განხორცეილებული ძალადობის ბრალდებით დააკავეს.


image

ასმათ დვალიშვილმა განაცხადა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ გოგი წულაიას მასზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მცდელობა ჰქონდა.

image
image

ასმათ დვალიშვილის თქმით, წულაიამ, რომელსაც წლებია იცნობს, ორი დღის წინ მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით თბილისში გაყოლა სთხოვა.

„შეხვედრა, რომელზე გაყოლაც გოგი წულაიამ მთხოვა, გადაიდო. მე ახლობელთან ვაპირებდი წასვლას. გოგიმ მითხრა, მაქვს ბინა თბილისში ნაქირავები და იქ წავიდეთო. მეც წავყევი, ცუდი არაფერი მიფიქრია. ნასვამი იყო გოგი. მერე მითხრა, რომ მოვწიო, შენ ხომ არ გეწყინებაო, არა-მეთქი, აივანზე გავიდა და მოსწია. შემობრუნდა, დაჯდა და ცოტა ხნის მერე შეუფერებელი ქმედებები დაიწყო. ცდილობდა ჩემზე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას. საპატრულო პოლიცია გამოვიძახე. ვერაფრით ვერ ვაპატიებ, რაც გააკეთა, მამის ტოლაა, ამას როგორ ვიფიქრებდი. დაზიანებული მაქვს ორივე ხელი, კისერი, ზურგი“, - თქვა დვალიშვილმა, რომელიც ამ წუთებში ექსპერტიზაზე იმყოფება.

image

გუშინ 18 მარტს გოგი წულაის ბრალი დაუმძიმდა.

გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს.

1
2409
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2409
  
2021, 19 მარტი, 16:45
ქუთაისში ადამიანს ვერ იპოვით, ვისაც სჯერა, რომ გოგი ქულაიამ იძალადა ქალზე! მიუხედავად იმისა, რომ გოგის ბინძური და საშინელი ენა აქვს და ამაზრზენი გამოსვლები, მოძალადე ნამდვილად არ არის! ქუთაისიდან გწერთ ამას. იცინის და ტირის ერთდროულად სრულიად ქუთაისი, თვალებდასისხლიანებული და ტვინდაბინდული პარტიული ფანატიკოსების გარდა, რომელთაც ყევლაფერზე შეუძლიათ თქვან შავზე თეთრიაო, თუ პარტიას აწყობს და თან მარტო კი არ თქვან, საკუთარი თავიც დააჯერონ შავის სითეთრეში! ამიტომ ვერ ვიტან ამ პარიულ ფანატიკოსებს! თვალები აქვთ დაბრმავებული და ტვინები დაყინული. ფსიქიკა მოშლილი - ნამდვილი კერპთაყვანისმცემლები არიან
0 1 1