x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გიგანტურმა პითონმა ირემი გადაყლაპა - ნახეთ, როგორ მოიქცა პარკის ხელმძღვანელობა

image





გიგანტურმა პითონმა ირემი გადაყლაპა. ეს მოხდა ფლორიდის შტატში, ევერგლეიდსის ეროვნულ პარკში. ნაციონალური პარკის ხელმძღვანელობამ დაიჭირა და მოკლა 16-ფუტიანი (დაახლოებით 5 მეტრი სიგრძის) ბირმული პითონი. ამის შესახებ ინფორმაციას "იაჰუ" ავრცელებდა. დაჭერამდე რამდენიმე წუთით ადრე პითონმა პარკში მოსეირნე მოზრდილი ირემი გადასანსლა.

პითონის სიგრძე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5 მეტრამდე, უფრო ზუსტად კი 4.8 მეტრი იყო და იწონიდა თითქმის 100 კილოგრამს.

image

ფლორიდის ველური ბუნების იშვიათი სახეობების დეპარტამენტის სპეციალისტის, სკოტ ჰარდინის ცნობით, პარკის თანამშრომლების მიერ დაჭერილი გველი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეწარმავალი, რომელიც ოდესმე კი უპოვიათ სამხრეთ ფლორიდაში.

image

გიგანტურმა პითონმა დაჭერამდე რამდენიმე წუთის წინ "მიირთვა" 35-კილოგრამიანი ფურ-ირემი. ჰარდინის თქმით, პითონის დაჭერა გარდაუვალი, აუცილებელი ნაბიჯი იყო იმისათვის, რათა პითონების გავრცელების საფრთხე შემცირდეს.

0
1256
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
1256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0