x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიკვდილის ღიმილი: უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული ფოტოები
რა მოუვიდა ხალხს ფოტოების გადაღებიდან რამდენიმე წამში? ამ ფოტოებზე ხალხი აბსოლუტურად ჩვეულებრივად გამოიყურება - ასეთი სურათის განთავსება ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ინსტაგრამზე. ტრაგედიამდე სულ რამდენიმე წუთია ან წამია დარჩენილი ...
image

გაუჩინარება ჯუნგლებში


ფოტო გადაღებულია 2014 წლის 1 აპრილს. სურათზე გამოსახულია 21 წლის კრის კრემერსი და 22 წლის ლისანე ფრუნი. მათ ეს სურათი გადაიღეს პანამის ჯუნგლებში ლაშქრობამდე. გოგონების გაუჩინარებიდან ათი კვირის შემდეგ, ადგილობრივმა ქალბატონმა ლისანას კუთვნილი ლურჯი ზურგჩანთა იპოვა. ზურგჩანთის შიგთავსი უცვლელი იყო!. იქვე აღმოაჩინეს მობილური ტელეფონები და გოგონების ვიდეოკამერა. აღმოჩნდა, რომ ამ სურათის გადაღების შემდეგ მეგობრებს პრობლემა შეექმნათ. ორივე გოგომ ბევრჯერ სცადა ჰოლანდიისა და პანამის პოლიციაში დარეკვა, მაგრამ სუსტი სიგნალის გამო მათ არ გამოუვიდათ. ლიზანას ტელეფონის ბატარეა 5 აპრილს ამოიწურა, კრისის - 11 აპრილს. ნაპოვნია 33 ძვალი, მათ შორის, კრისის მენჯის და ლიზანას ფეხების ჩექმაში. სამწუხაროდ, ის, თუ ზუსტად რა დაემართათ გოგონებს, დღემდე უცნობია.


image

მოზარდების სასტიკი მკვლელობის წინ გადაღებული ფოტოები



2017 წლის 13 თებერვალს 13 და 14 წლის მოზარდები ლიბერთი ჯერმანი და აბიგაილ უილიამსი სასტიკად მოკლეს დელფოში, ინდიანაა მთვარის ხიდზე გასეირნებისას. მათი ცხედრები მეორე დღეს ხიდიდან კილომეტრში იპოვნეს.


image

ლიბერთის მობილურში იპოვეს კადრები. მან გადაიღო უცნაური მამაკაცი ლიანდაგზე და ჩაწერა მისი ხმა, რომელიც მკაფიოდ გამოხატავდა: "გორაკის ძირას". სექტემბერში დააკავეს კაცი, რომელიც პარკში ნაჯახით ხალხს ემუქრებოდა. დაკავებულის გარეგნობა ზუსტად ჰგავს მამაკაცს ლიბერთის ფოტოდან. დამნაშავე ახლა ციხეში იმყოფება და პოლიცია მას კვლავ თინეიჯერი გოგონების მკვლელობაში ეჭვმიტანილად განიხილავს.


image


სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ფოტო საშხაპეში


2008 წლის 4 ივნისს ტრევის ალექსანდრე ბანაობდა, როდესაც შეყვარებულმა ჯოდი ენ არიასმა გადაუღო ფოტოები. ხუთი დღის შემდეგ, ტრევისის სისხლიანი სხეული, რომელსაც 29 ჭრილობა ჰქონდა, საშხაპეში იპოვეს.მას ყელი გამოჭრილი ჰქონდა. გარდა ამისა, ჯოდიმ მას თავშიც ესროლა. 2014 წელს ქალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.


image


სკოლის ფოტო


თითოეულ ჩვენგანს აქვს საერთო სასკოლო ფოტო. ეს ზუსტად იმის წინ გადაიღეს, რაც 1991 წელს ამერიკის კოლუმბინის სკოლაში მოხდა. 20 აპრილს ერიკ ჰარისმა და დილან კლებოლდმა სასტიკად მოკლეს 12 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ისინი ასევე არიან ფოტოზე: ზედა მარცხენა კუთხეში ბიჭები აკეთებენ ჟესტს, თითქოს იარაღს უმიზნებენ კამერას. როგორც შემდგომში გაირკვა, ამ ბიჭებს თანაკლასელები დასცინოდნენ. ბიჭებში ამ დაცინვამ ჯერ ფრიუსტრაცია, ხოლო მოგვიანებით აგრესია გამოიწვია.



image


სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს ...


ახალდაქორწინებულებმა გაბ და თინა უოტსონმა საქორწილო მოგზაურობისთვის ავსტრალიის ქუინზლენდის სანაპიროზე იმოგზაურეს 2003 წელს. მათ გადაწყვიტეს ჩაძირული სამგზავრო გემის SS Yongala- სკენ გაეცურათ. ორი წუთის შემდეგ თინამ თავი ცუდად იგრძნო. გონება დაკარგა, ქმრის ნიღაბს სწვდა. როდესაც გაბმა ნიღაბი სახეზე დაიბრუნა და ხედვაც შეძლო, ქრისტინა უკვე 30 მეტრის სიღრმეზე იწვა. დინები საკმაოდ ძლიერი იყო და ყურის პრობლემები ხელს უშლიდა გაბეს ამ სიღრმეში ჩაეყვინთა. წყლის ზედაპირზე ამოსვლისთანავემან დარეკა პოლიციაში, რომ უბედურება დაემართა მის მეუღლეს, მაგრამ ქრისტინას გადარჩენა აღარ იყო შესაძლებელი.


რაც გაბმა პოლიციას უთხრა, დაუჯერებდნენ, რომ არა "მაგრამ". გაბი პროფესიონალი მაშველი მყვინთავი იყო. უცნაურია, რომ ქორწილამდე მან თინას სიცოცხლის დაზღვევის გაზრდა სთხოვა, თან დაჟინებით, რომ ერთადერთი ბენეფიციარი თვითონ ყოფილიყო. ტრაგედიის მომენტში კიდევ ერთი მყვინთავი წყვილი აღმოჩნდა მათ მახლობლად - ის, ვინც მეუღლეს ფოტო გადაუღო და კრისტინა უოტსონი, რომელიც ფონზე იწვა, მოულოდნელად მოექცა ფოტოზე. მოწმე ამტკიცებდა, რომ გაბმა ცოლი ჩაიხუტა და კოცნით მოგუდა, შუწყვიტა რა ჟანგბადი. გაათავისუფლა მხოლოდ მაშინ, როდესაც მიხვდა, რომ მან გონება დაკარგა.


გაბი გაამართლეს მტკიცებულებების არქონის გამო. იგი მატკიცებდა, რომ შეეშინდა და ცოლს ვერ დაეხმარა. რა ბედი ეწია დაზღვავის თანხას, ვერსად ვიპოვეთ.

0
1021
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
1021
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0