x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
NASA–ს მეცნიერებმა დედამიწაზე სიცოცხლის გაქრობის თარიღი გამოთვალეს

ნაციონალური აეროკოსმოსური სააგენტოს (NASA) სპეციალისტებმა დაადგინეს დრო, როდესაც მზირ გაზრდილი აქტივობა, დედამიწის ატმოსფეროს დაარღვევს და მას სიცოცხლისთვის გამოუსადეგარ პლანეტად აქცევს. კარგი ახალი ამბავი ის არის, რომ ეს მალე არ მოხდება.


image


კომპიუტერულმა მოდელირებამ, რომელიც NASA-ს მეცნიერებმა ჩაატარეს, მათ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ზუსტი წლის განსაზღვრის შესაძლებლობა მისცა. შედეგი კი, ასეთია: დედამიწის ატმოსფერო სიცოცხლისთვის გამოუსადეგარი (იმ სახით, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ) 1 000 002 021 წელს გახდება — ანუ, ზუსტად, 1 მლნ. წლის შემდეგ.

აქ საუბარი ჟანგბადის დაკარგვაზეა, რომელსაც ადგილი მომავალში ექნება. მზარდი მზის რადიაცია (ამჟამად არსებული ნორმალური პროცესი მზის ევოლუციამ განაპირობა) ატმოსფეროში ჟანგბადის დონის რამდენიმე ათასწლეულში შეამცირებს, ხოლო შედეგად, ჩვენი პლანეტა მხოლოდ ჟანგბადს კი არა, ბიოსფეროსაც დაკარგავს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჟანგბადის დონე დედამიწის ატმოსფეროში ყოველთვის ასეთი არ იყო. პლანეტის ევოლუციის ადრეულ სტადიაზე ჟანგბადის დონე მინიმალური იყო, რაც ბიოსფეროს განვითარების შეფერხებას იწვევდა. 2 მლრდ. 500 მლნ. წლის წინ, როდესაც მსოფლიო ოკეანე ციონობაქტერიებით აივსო, ე. წ. ჟანგბადის კატასტროფა მოხდა, — O2-ის დონე მკვეთრად გაიზარდა, რამაც პლანეტაზე რთული ორგანიზმების განვითარების ციკლი აამოქმედა. გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimage





0
643
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0