x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იშვიათი ფოტოები და საინტერესო ფაქტები მშვენიერი მონიკა ბელუჩის ცხოვრებიდან

image


მონიკა ბელუჩი... რა ეპითეტებით აღარ მოიხსენიებენ ამ ნიჭიერ მსახიობს: "საოცარი", "დახვეწილი", "ეკრანის ქალღმერთი", ყველა ამ შეფასებას დამეთანხმებით, რომ ეს შეუდარებელი ქალბატონი ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს. შავგვრემანი, ტემპერამენტიანი იტალიელი 56 წლის ასაკშიც კი, კვლავინდებურად "სტილის ხატად" და მილიონობით ადამიანისთვის სილამაზის ეტალონად რჩება.


image


პირველად, მონიკამ მოდელის ამპლუა ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მოირგო, თუმცა გოგონა ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას არ აპირებდა, ვინაიდან მას იურისტობა სურდა, უნივერსიტეტში ჩაბარება კი გარკვეულ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ფულის შოვნის მიზნით მონიკამ გადაწყვიტა დროებით კვლავ მოდელის კარიერას დაბრუნებოდა რათა სწავლის საფასურის გადახდა შეძლებოდა. გოგონას ცხოვრებაში გარდამტეხ მომენტად სწორედ ეს პერიოდი იქცა.


imageimage


ახალბედა მოდელის წარმატება მართლაც რომ განსცვიფრებელი იყო. ახალგაზრდა მონიკას მოდის მაშინდელი ყველაზე ცნობილი და პოპულარული გამოცემები თავიანთი გარეკანის დასამშვენებლად ერთმანეთის მიყოლებით იწვევდნენ. მომავალმა კინოვარსკვლავმა გადაწყვიტა იურისტის კარიერა საბოლოოდ მიეტოვებინა და კვლავ მოდის სფეროს დაბრუნებოდა.


imageimage


თუმცა ფაქტია, რომ მაყურებელი მონიკა ბელუჩის უფრო როგორც მსახიობს ისე იცნობს, ვიდრე ფოტომოდელს. მას კინემატოგრაფმა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა. დღემდე, მსახიობმა 50-ზე მეტ ფილმში ყველაზე დასამახსოვრებელი არაერთი სახე შექმნა. დღეს რთული წარმოსადგენია თანამედროვე ფილმები მისი უბადლოდ შესრულებული საეტაპო როლების გარეშე. მსახიობის კინემატოგრაფიული სახეები ყოველთვის უნიკალურობით, ორიგინალურობითა და თვითმყოფადობით გამოირჩეოდა.


imageimageimage


მონიკა ტაბლოიდური ჟურნალებისთვის ორსულობის პერიოდშიც პოზირებდა და ბავშვების დაბადებიდან მალევე არაერთი ცნობილი გამოცემის ყდაც დაამშვენა.


imageimage


1997 წლიდან დღემდე იტალიელი ლამაზმანი საიუველირო კომპანია "Cartier"-სთან თანამშრომლობს და მის სარეკლამო სახედ ოფიციალურად ითვლება.


imageimage






0
892
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
892