x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გოგონას სანაპიროზე ცელულიტის გამო დასცინეს, აი, რა პასუხი გასცა მან გაბოროტებულ კრიტიკოსებს

image


29 წლის ცნობილი ბრიტანელი პლუს ზომის მოდელი - ფელისიტი ჰეივორდი "ბოდიპოზიტივის" იდეის ერთ - ერთი პირველი გულმხურვალე მხარდამჭერი გახლავთ, რომელიც ყოველდღიურად, საკუთარ მაგალითზე ამტკიცებს რომ ჭარბი წონის მქონე გოგონები გამხდრებთან შედარებით არანაკლებ მიმზიდველები და ეშხიანები არიან.


image


ფელისიტი ბლოგს აწარმოებს, სადაც თავის ერთულ თაყვანისმცემლებს სისტემატურად უზიარებს პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველ ფოტოებს. სოციალური ქსელის მომხმარებლების უმეტესობა გოგონას ყველაფერში მხარს უჭერს, მაგრამ არიან ისეთებიც ვინც მისი ჭარბი წონის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავს და ამას კომენტარებშიც საკმაოდ უხეში ფორმით გამოხატავს.


image


მაგალითად, ცოტა ხნის წინ, როცა გოგონა სანაპიროზე თამამი საცურაო კოსტიუმით პოზირებდა მას ერთმა წყვილმა მწარედ დასცინა.


image


მოდელმა ეს შეამჩნია და გესლიან კრიტიკოსებს დაბნევის გარეშე უპასუხა. ფელისიტი განზრახ დადგა მათ წინაშე და 15 წუთის განმავლობაში პოზირებდა, რათა წყვილს მაქსიმალურად კარგად დაენახა მისი სხეული.


image


"მე ვაჩვენე მათ, რომ ჩემი სხეულიც ისეთივე ლამაზია, როგორც სხვების. გარუჯული და ნავარჯიშები სხეული მეტი პატივისცემის ღირსად არ გაქცევს", - განმარტა ბრიტანელმა პლუს ზომის მოდელმა ფელისიტი ჰეივორდიმ.



imageimageimage














0
720
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
720