x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116452
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490308
რა გელით მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მთვარის კალენდროს მიხედვით? - პროგნოზი ყველა ნიშნისთის
image


მარტის ახალმთვარეობაზე სტატია უკვე მოგიმზადეთ. ახლა კი გაეცანით ახალმთვარეობის პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთის. რა გელით მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მთვარის კალენდროს მიხედვით? პირველ რიგში, წაიკითხეთ პროგნოზი თქვენი მზისა და ასცენდენტისა ნიშნის მიხედვით. დამატებით შეგიძლიათ წაიკითხოთ მთვარის ნიშნის მიხედვითაც.


ვერძი


მოგინდებათ განმარტოება, დასვენება და საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენა. კარგი პერიოდია მედიტაციისა და ლოცვისთვის. ზოგიერთი შეიძლება საზღვარგარეთ გაემგზავროს საცხოვრებლად და ან სამკურნალოდ. საქმეებს შეასრულებთ ჯერ ყველასგან ფარულად, რათა უკეთ გაერკვეთ რა გსურთ და როგორ უნდა მიაღწიოთ მას. გამორიცხული არაა, რომ შემოქმედებით პროექტებზე იმუშაოთ და მომდევნო თვეში, ვერძში, თქვენს ნიშანში, ახალმთვარეობის შემდეგ გამოამზეუროთ.



კურო


გამარჯვება, აღიარება და მოგება გელით. ეს თქვენი საქმიანობით დაიმსახურეთ. მიიღებთ პასუხს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. გაგიუმჯობესდებათ სამუშაო პირობები. განსაკუთრებით, თუ დიდ კოლექტივთან ან თანამოაზრეებთან ერთად გიწევთ პროექტზე მუშაობა. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტერნეტმუშაობა, ონლაინმაღაზიის გახსნა. აგრეთვე, სხვადასხვა სასწავლო ვებინარზე დასწრება. გირჩევთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი, ითნამშრომლეთ საინტერესო ადამიანებთან.


ტყუპი


კარიერული საკითხები გახდება მნიშვნელოვანი. დაგავიწყდებათ ნებისმიერი დეპრესია და უხასიათობა, მოგემატებათ ამბიცია, რომ წარმატებული გახდეთ. მოგინდებათ, იდეების განახორციელება. ზოგიერთმა შეიძლება პირადი ბიზნესიც კი დაიწყოს. გამორიცხული არაა, რომ ოჯახი შექმნათ. ზოგი პრესტიჟულ უბანში გადავა საცხოვრებლად ან ოფისს უფრო პრესტიჟულ ადგილას გადაიტანთ. გაგიმართლებთ სამსახურში. შეიძლება უფროსი შეგეცვალოთ, რაც თქვენთვის უკეთესი გახდება. იაქტიურეთ, გეძლევათ ყველა შანსი, რომ მწვერვალი დაიპყროთ.


კირჩხიბი


მოაგვარებთ იურიდიულ, სასამართლო საქმეებს, თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება უმაღლეს სასწავლებლებში, დოკუმენტებთან დაკავშირებული თემები. თუ პედაგოგი ხართ, შეიძლება ლექციების ჩატარება დაიწყოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან (შეიძლება ახლა გაიჩინოთ), გადაწყვიტოთ უცხო ენის შესწავლა ან საზღვარგარეთ გამგზავრება.


ლომი


სხვების, თუნდაც პარტნიორის ფული გახდება თქვენთვის მნიშვნელოვანი. შეიძლება დაგჭირდეთ ბანკიდან სესხის აღება. ან მიიღოთ ფული ადრე შესრულებული სამუშაოსთვის, დაზღვევისგან, ალიმენტი, დივიდენდი. გამორიცხული არაა, რომ მიიღოთ მემკვიდრეობა. ზოგიერთი გადაწყვეტს, მეტი დრო დაუთმოს ეზოტერიკულ განათლებას, ჩასწვდეს საიდუმლოებებს. დააკვირდით სიზმრებს.


ქალწული


13 მარტის შემდეგ გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება პარტნიორებთან. თუ აქამდე ვერ ახერხებდით მათთან საერთო ენის გამონახვას, გამონახავთ. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. გამონახეთ კომპრომისი, იყავით დიპლომატიური. გაერკვიეთ საკუთარ თავშიც, ვისი პარტნიორობა გსურთ, ვინაა თქვენით სერიოზულად დაინტერესებული. თუ ადრე ადამიანთან კონფლიქტი გქონდათ, ახლა შერიგდებით. ერთი სიტყვით, პირად და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა დაგირეგულირდებათ.


სასწორი


ყოველდღიური ვალდებულებების მიმართ მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ. ცვლილებები გელით სამსახურში, შეიძლება ან თავად შეიცვალოთ (გადახვიდეთ სხვა სამსახურში) ან ახალი კოლეგები გამოგიჩნდნენ. შეიძლება ძველი სამსახური იმის გამო მიატოვოთ, რომ სხვა, ახალ სფეროში რეალიზდეთ. გამორიცხული არაა, რომ შეგეცვალოთ მკურნალობის კურსი, მკურნალი ექიმი ან მოგინდეთ სრული სამედიცინო კვლევის ჩატარება. კარგი თვეა შინაური ცხოველის გაჩენითვის. კარგი იქნება თუ სასარგებლო თვისებებს დანერგავთ თქვენს ცხოვრებაში: დილაობით ვარჯიში, ზომიერება კვებაში.


მორიელი


გართობის, მხიარულების, სიყვარულის დრო დაგიდგათ. აკეთეთ მხოლოდ თქვენთვის სასიამოვნო საქმე. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის. შეიძლება მათ გაგახარონ სასიამოვნო სიახლეებით. თუ არ გყავთ, შეიძლება დაფიქრდეთ, რომ დროა, იყოლიოთ. მარტოხელებს გელით რომანტიკული შეხვედრები. უკვე შეყვარებულებს - რომანტიკული თავგადასვლები. კარგ შედეგს მოგიტანთ ჰობი, მეგობრებთან შეხვედრები, ბუნებაში სეირნობა. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები.


მშვილდოსანი


გააქტიურდება საბინაო საკითხები: ყიდვა, გაყიდვა, ახალ ბინაში გადასვლა ან სახლის რემონტი, ავეჯის განახლება. ყველაფერი მარტივად მოგვარდება. ზოგიერთი შეიძლება მშობლიურ ადგილებს დაუბრუნდეს. მეტი დრო დაუთმეთ მშობლებს, დედას. ზოგიერთმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად გადაწყვიტოთ ცხოვრება.


თხის რქა


გახშირდება კონტაქტები: მიმოწერა, შეხვედრები, ზარები, მიმოსვლები. მიიღებთ საჭირო ინფორმაციებს, გააფორმებთ თქვენსთვის საჭირო საბუთებს. მოაწესრიგებთ საბუღალტრო დოკუმენტებს. შეიძლება ახალ მეზობლებს დაუმეგობრდეთ. ან და-ძმებთან ერთად დაიწყოთ ახალი საქმეები. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს ავტომობილისთვის: პროფილაქტიკა, ყიდვა ან გაყიდვა. თუ კერძო ბიზნესი გაქვთ, კარგ შედეგს მოგიტანთ სარეკლამო საქმიანობა.


მერწყული


თვის მთავარი თემა ფული გახდება. უფრო სწორად, მიიღებთ ნაყოფს ადრე შესრულებული თქვენი საქმიანობიდან. შეიძლება მოგემატოთ ხელფასი, ან გააფორმოთ ხელშეკრულება, რაც ფულს მოგიტანთ. დაფაროთ ვალი. მოიმატებს თქვენი თვითშეფასება და საკუთარ თავს უფრო ძვირად დააფასებთ. გამორიცხული არაა, რომ მიიღოთ ძვირად ღირებული საჩუქარი ან საკუთარი თავისთვის შეიძინოთ რამე ძვირფასი.


თევზები


გილოცავთ, ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია გამზევდებით. მოიმატებს საკუთარი თავით კმაყოფილება. გარშემო მყოფებს შეიძლება სრულიად ახალ ამპლუაში წარუდგეთ. შეიცავლოთ იმიჯი, მიიღოთ ახალი სტატუსი. კარგია შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ხელოვნების სფეროს ადამიანები მეტად შეძლებენ საკუთარი თავის სცენაზე გამოყვანას. თქვენ გახდებით პოპულარული, ხალხი დაინტერესდება თქვენი პერსონით. იყავით მიზნამიმართული და განახორციელეთ ახალი იდეები. ეს ახალმთვარეობა გაძლევთ ძალას და ნუ მოგერიდებათ, რომ იყოთ მეოცნებე, ქველმოქმედი. გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა, განწყობა. ზოგიერთი მიიღებს საინტერესო შემოთავაზებას.



ასევე ნახეთ:



როგორი იქნება გაზაფხულის 1-ლი თვე ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის - მარტის ასტროპროგნოზი ვერძის, ლომისა და მშვილდოსნითვის

როგორი იქნება მარტი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი წყლის ნიშნებისთვის



ზოდიაქოს ნიშნები, ვისთვისაც 20 მარტამზე წარმატებული პერიოდია - "ამ თვეში რამდენიმე ფარულ ამბავს აეხდება ფარდა, ძალიან საინტერსო ამბები გველის"


როგორი მარტი ელით მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს - პროგნოზი კუროს, ქალწულისა და თხის რქისთვის




ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
1422
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1422
  
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
0 1 1