x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121618
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493742
საშინელება,პორნო და ბოევიკები-როგორ დაიწყო საბჭოთა კავშირში ვიდეობუმი
image

65 წლის წინ, 1956 წლის 14 მარტს, ამერიკულმა კომპანია Ampex- მა წარმოადგინა მსოფლიოში პირველი სერიული ვიდეომაგნიტოფონი. VR-1000– მა მაგნიტური ლენტი გამოიყენა ვიდეო სიგნალის ჩასაწერად.

image

მე -20 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საოცრებაზე და 1980-იანი წლების ვიდეობუმზე, ჯგუფურ ყურებაზე, პირველი ფირებზე და ეროტიკაზე, პორნოზე, საშინელებაზე და იმაზე, თუ როგორ გაანადგურა საშინაო ვიდეომ "კომუნიზმის ახალგაზრდა მშენებლების ზნეობრივი კოდექსი სსრკ-ში" დღევანდელ სტატიაში გაეცნობით.





იმისათვის, რომ გავიგოთ და გავაცნობიეროთ 1980-იანი წლების დასაწყისის ვიდეობუმის მნიშვნელობა, საბჭოთა იდეოლოგიის განადგურებაში და საბჭოთა ადამიანის ტვინის გამორეცხვაში, უნდა ვიცოდეთ როგორც ჰქონდათ საბჭოთა კავშირში წარმოდგენილი დასავლეთი.


უნდა გავიხსენოთ ინფორმაციული სივრცე, რომელშიც იმ დროს ქვეყანა არსებობდა და როგორ წარმოიდგენდა ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქე რკინის ფარდის მეორე მხარეს ცხოვრება.


70-იანი წლების ბოლოს სსრკ-ში დასავლური ცხოვრების შესახებ მწირი და არაზუსტი ინფორმაცია იყო. ჩვეულებრივი ხალხი იშვიათად მოგზაურობდა კაპიტალისტურ ქვეყნებში, ისიც ყოველთვის სერიოზული შემოწმების შემდეგ და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. მანამდე, ჩვეულებრივ, "ვიზა" მოწმდებოდა მეგობრული სოციალისტური ქვეყნებში. საეჭვოს ბულგარეთშიც კი არ უშვებდნენ.


თითოეულ ტურისტულ ჯგუფში იჯდა "კურატორი" კგბ-დან, რომელსაც თვალყური უნდა ედევნებინა "რუსო ტურისტო ობლიკო მორალე"-სთვის" და სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოხსენება უნდა ჩაებარებინა შესაბამის ორგანოში. ყოველი მოგზაურობის დაწყებამდე საჭირო იყო პროფკავშირიდან, პარტკომიდან, კომკავშირიდან დახასიათებების შეგროვება, შემდეგ გასაუბრების გავლა და თუ თანხმობას მიიღებდი, ამის შემდეგ ჩაგიტარებდნენ შესაბამის ინსტრუქტაჟს.

image

დასავლეთის პრესა სსრკ-ში სრულიად მიუწვდომელი იყო. უცხოელი ტურისტების წასვლის შემდეგ, კომპეტენტური ორგანოები სასტუმროს ოთახებს სასწრაფოდ ასუფთავებდნენ " მავნე გაზეთებისა და ჟურნალებისგან", რომ დამლაგებლებს ისინი სახლში არ წაეღოთ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან არაფორმალური კომუნიკაცია მკაცრად იყო აკრძალული. მტრის რადიოხმებს სახელმწიფო ახშობდა, თუმცა უმეტესად უშედეგოდ.


მილიცია და მოხალისეები რეგულარულად ახორციელებდნენ იმ ადგილების დარბევას სადაც უცხოური ჩანაწერებს ყიდდნენ ან ცვლიდნენ .დაკავებულ მელომანების სასწავლებელში ან სამუშაოზე წერილებს უგზავნიდნენ, რომელიც თავიდან გაფრთხილებით, შემდეგ კი სასწავლებლიდან ან სამუშაოდან დათხოვნითაც შეიძლება დამთავრებულიყო.

image

საბჭოთა პრესიდან საბჭოთა ხალხმა იცოდა კუ კლუქს კლანზე, უელსში მაღაროელთა და საფრანგეთში რკინიგზის მუშათა გაფიცვაზე, მოშიმშილე ინდოელ პელტიეზე და უშიშარ ანგელა დევისზე, ასევ ის, რომ ამერიკული ბასლიტიკური რაკეტა "პერშინგი" საფრთხეს უქმნის მსოფლიოში მშვიდობას.


კინო, როგორც "ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი", დარგი განსაკუთრებით მკაცრ ცენზურას განიცდიდა. შიდა დისტრიბუციისთვის დასავლური ფილმები გულდასმით ირჩეოდა. უპირატესობა ენიჭებოდა დასავლური ცხოვრების წესისა და მათი ნორმების კრიტიკას. დუბლირებას სანდო სპეციალისტებს ანდობდნენ, საეჭვო სცენებს კი ჭრიდნენ.


რაღაცის ნახვა შეიძლებოდა მაგალითად საბჭოთა კავშირში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე (ინდური, პოლონური, ნაკლებად ხშირად ფრანგული ან იტალიური). მაგრამ იქაც პროგრამა გულდასმით იყო შერჩეული



პირველი საყოფაცხოვრებო(საოჯახო) ვიდეომაგნიტოფონი ჯერ კიდევ 1969 წელს შეიქმნა, თუმცა მასიურად საბჭოთა კავშირში ვიდეობუმი 80-იანი წლების შუა ხანებში იწყება, როდესაც საზღვარგარეთულის გარდა, შესაძლებელი იყო უკვე საბჭოთა ვიდეომაგნიტოფონი Электроника ВМ-12-ით სარგებლობა(ძირითადად ქირით აღება), რადგან არა თუ ვიდოემაგნიტოფონი, ვიდეოკასეტაც კი ინჟინრის ნახევარი ხელფასი ღირდა .იმ პერიოდში ხდებოდა ჯგუფურად ფილმების ნახვა.რა ფილმები ტრიალებდა?რადგან საბჭოთა კავშირში "სექსი არ იყო"კოლექტიური ნახვა იწყებოდა ძირითადად ეროტიკა-პორნოგრაფიით.


ეს იყო "ემანუელა", "ბერძნული ლეღვის ხე", "ღრმა ყელი". ისტორიულ პორნოგრაფიული დრამა "კალიგულა"რადგან კასეტების შოვნა არც ისე ადვილი იყო, ხშირად ერთი და იგივე ფილმს 10-ჯერ და მეტჯერ ნახულობდნენ.

image

შემდეგ რა თქმა უნდა საშინელებათა ფილმები "გაბოროტებული მკვდრები", "სახლი სასაფლაოს პირას", "ომენი", "მკვდრების განთიადი" და სხვა.

image

და რა თქმა უნდა ბოევიკები "რემბო", "ტერმინატორი""დრაკონის გზა" და სხვები.

image


ასევე "ერთხელ ამერიკაში", "ნაიარევი სახე", "გუგულის ბუდეს ვიღაცამ გადაუფრინა" და სხვები.

image



და თქვენ რომელი ფილმი გახსენდებათ?

0
768
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
768
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0