x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
Instagram-ის ბლოგერი გვანახებს, თუ რა იმალება გლამურული ფოტოების მიღმა
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.


image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.


image




Instagram-ი შეიძლება ბევრისთვის ინსპირაციის ადგილია, თუმცა ბევრისთვის დეპრესიის გამომწვევი. ბლოგერების დახვეწილი ფოტოსურათების დათვალიერებისას, ჩვენში უნებლიე შური ღვივდება და ვნატრობთ გვქონდეს მათნაირი ცხოვრება: მოგზაურობა, სრულყოფილი სხეული, ძვირადღირებული კოსმეტიკა, ტანსაცმელი და ა, შ. ბლოგერმა ჩესი კინგმა გვანახა თუ რა შეიძლება იმალებოდეს სრულყოფილი და გლამურული ფოტოების მიღმა, ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ კარგად შერჩეული რაკურსი და განათება.


გთავაზობთ Instagram-ის ყველაზე მხიარული ბლოგერის, ჩესი კინგის ფოტოებს.




imageimageimageimageimageimageimageimageimageimage





0
912
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
912
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0