x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კატა "ოსკარი" - სიკვდილის წინასწარმეტყველება

კატები ყოველთვის გამოირჩევიან უცნაური საქციელებით. რეალური მოვლენა, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად უცნაური ცხოველები არიან ისინი. თუმცა ერთი მათგანის გამორჩევა აუცილებელია... დღევანდელ სტატიაში საუბარი გვექნება ოსკარზე, რომელმაც წინასწარ იცის ადამიანის გარდაცვალების თარიღი. მისი წინათგრძნობა 24 სააათს არ სცდება.


image






წლების წინ ჯერ გორილამ მსოფლიოს აღსასრულზე ისაუბრა, შემდეგ რვაფეხამ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონაის ზუსტი პროგნოზები გამოიცნო, ახლა კი კატა ოსკარის ჯერია, რომელიც ადამიანის სიკვდილის მოახლოებას 24 საათით ადრე გრძნობს.



კატა სახელად ოსკარი 2005 წლიდან როდ – აილენდის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მას ძალიან საშინელი ნიჭი აქვს... თუ ის რომელიმე მოხუცს მიუახლოვდება და მის საწოლთან დაწვება, , მოხუცი მაქსიმუმ 24 საათში კვდება, გამოდის, რომ ამ კატას რაღაც უცნაური და ამავდროულად საშინელი ნიჭი აქვს.




ოსკარის ამ საქციელის გამო უამრავი თეორია წარმოიშვა... სიკვდილამდე რამოდენიმე საათით ადრე კატა მომაკვდავ ადამიანს უახლოვდება და მას უთანაგრძნობს. აქედან გამომდინარე მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის ამ ნიჭით ღვთისგან არის დაჯილდოვებული.


ცალკე საიდუმლოებას წარმოადგენს ის ფაქტი, თუ როგორ ახერხებს კატა მომაკვდინებელი მოხუცის გამოცნობას. თუმცა როგორც თავშესაფარის დირექტორი ამბობს, ოსკარმა უკვე 25 ადამიანის გარდაცვალება წინასწარ გამოიცნო. როგორც ცნობილია თავშესაფარის მომვლელები წინასწარ იწყებენ მომზადებას, როდესაც ეს კატა რომელიმე მოხუცის ოთახისკენ აპირებს შესვლას.


image




ოსკარის საიდუმლოება დღემდე ამოუხსნელია. კატა საკმაოდ ჯანმრთელია და მის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება. ამ ისტორიას მსოფლიო საზოგადოება ნაკლებ ყურადღებას უთმობს, რადგან ჰგონიათ, რომ თავშესაფარის წარმოამდგენლები სიტუაციას აზვიადებენ. თუმცა მსოფლიოს ცნობილმა ჟურნალებმა ოსკარს უამრავი სტატია მიუძღვნეს, რის გამოც მეცნიერები კიდევ უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი. თქვენ რას ფიქრობთ?

image
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ცხოველები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ადამიანების სახლებს

image


5 ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც შესაძლოა 2021 წელს განხორციელდეს


image


რესტორნები, სადაც მხოლოდ ყველაზე იღბლიან ადამიანებს შეუძლიათ სტუმრობა

image


7 წარმოუდგენელი რამ, რომელიც ოკეანეების სიღრმეშია ნაპოვნი

image


ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები

image


როგორი იქნება 2021 წელი ლომებისთვის?

image


14 შემაშფოთებელი მიზეზი, რის გამოც გარემოს უფრო მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ!

image


მეცნიერებმა დაამტკიცეს: ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ იდეალური სიყვარული შეუძლიათ!

image


როგორი იქნება 2021 წელი მერწყულებისთვიას?

image


მოდით ისტორიას ამ კადრებით შევხედოთ! 25 ფოტო, რომელიც ძალიან აგაღელვებთ...

image

0
582
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0