x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რაზე მიუთითებს გარდაცვლილის ღიმილი, ღია თვალები და ცრემლები
image

ძველად, როდესაც ადამიანის ფიზიოლოგია ნაკლებად იყო შესწავლილი, გარდაცვლილის სხეულთან მომხდარი ყველა მეტამორფოზა ასოცირდებოდა სხვა სამყაროს ძალების მოქმედებებთან. არ ესმოდათ ამ ფენომენის ხასიათი, ამიტომ წინაპრებმა მათში დაინახეს სხვადასხვა ნიშნები, რომლებიც საუკუნეების შემდეგ დამკვიდრდნენ ცრურწმენების სახით. გარდაცვლილთან დაკავშირებული ზოგიერთი ნიშანი განიმარტებოდა როგორც კარგი, ზოგი კი, მაგალითად, მიცვალებულის ღიმილი, გარდაცვლილის ახლობლებს კარგს არაფერს ჰპირდებოდა.


გავრცელებული შეხედულებისამებრ, კუბოში მიცვალებულის ღიმილი წინასწარმეტყველებდა, რომ უახლოეს მომავალში ოჯახს ახალი უბედურება დაატყდებოდა თავს, რომელთაგან ყველაზე საშინელი შეიძლება ყოფილიყო კიდევ ექვსი წევრის სიკვდილი. ცრუმორწმუნე ხალხს სჯეროდა ნიშნისა და საშინლად ეშინოდა გაღიმებული გარდაცვლილი.


გარდაცვლილი, რომელიც არა მხოლოდ იღიმოდა, არამედ თვალები ნახევრად ღია ჰქონდა, ხალხს შიშის ზარს სცემდა, რადგან ეს გარემოება არა მხოლოდ უბედურებას, დაავადებებსა და სიკვდილს ჰპირდებოდა, არამედ იმასაც მოწმობდა, რომ გარდაცვლილი სიცოცხლის განმავლობაში შავ მაგიას ეწეოდა. ადამიანები ცდილობდნენ განრიდებოდნენ ასეთ გარდაცვლილებს, რადგან არსებობდა მოსაზრება, რომ მათ უსიცოცხლო სხეულსაც კი შეეძლო ზიანი მიეყენებინა ადამიანისთვის, რადგან მასში უარყოფითი ენერგია იყო კონცენტრირებული.



ნეგატიური შედეგების შესამცირებლად, მოხუცი ქალები, რომლებიც ამჩნევდნენ, რომ გარდაცვლილი ღიმილს იწყებდა, მაშინვე სახეზე ქსობილის ნაჭერს აფარებდნენ: არ ჩანდა სიცილი - უსიამოვნებებიც აღარ იყო.


მართლმადიდებლური შეხედულება

მართლმადიდებლური რწმენით, გარდაცვლილის სახეს ღიმილით ანათებს არა ბოროტი ძალები, არამედ ის, რომ ადამიანის სულმა დაასრულა მიწიერი მოგზაურობა და სიხარულით მიდის ღმერთთან შესახვედრად.


რაკი გარდაცვლილის ღიმილი მხოლოდ კარგ ნიშანს ატარებდა, სასულიერო პირები მოუწოდებდნენ ერს, უარი ეთქვათ საშინელ ცრურწმენებზე და დაიჯერონ ის ფაქტი, რომ გახარებული ადამიანი შედის მარადიულ ცხოვრებაში და არ ინარჩუნებს რისხვასა და უკმაყოფილებას ცოცხლების მიმართ.


თუ გარდაცვლილს თვალები ღია რჩებოდა, გავრცელებული შეხედულებისამებრ, გარდაცვლილი ეძებდა სისხლიან ნათესავს, რომლის წაყვანაც სურდა თან. ითვლებოდა, რომ მან მარჯვენა თვალით მიაკვლია მამაკაცს, ხოლო მარცხენათი - ქალს. მიაჩნდათ, რომ 40 დღის მანძილზე ეს უბედური ადამიანი დატოვებდა დედამიწას. გაჩნდა გზა ახალი უბედურების თავიდან ასაცილებლად - როგორც კი მათ შეამჩნევდნენ, რომ გარდაცვლილს ქუთუთოები აქვს აწეული, დაუყოვნებლივ ათავსებდნენ მონეტებს.


გარდაცვლილის ცრემლები

მიცვალებულის ცრემლები ცუდი ნიშანი იყო, რაც მოსალოდნელი უბედურების გაფრთხილებად ითვლებოდა და ისინი უდიდეს საფრთხეს უქმნიდნენ მათ, ვინც კუბოს უშუალო სიახლოვეს იმყოფებოდნენ.


ზოგჯერ, სიკვდილის შემდეგ ცრემლები მიანიშნებდა, რომ დაკრძალვის ცერემონია მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა, ზოგჯერ კი თვლიდნენ, რომ გარდაცვლილის ერთ-ერთ ახლობელს თავში ცუდი აზრები უტრიალებდა, რის გამოც გარდაცვლილი ტიროდა.


კიდურის მოძრაობა
ცუდი ნიშანი იყო მიცვალებულის კიდურის ამოძრავება. ითვლებოდა, რომ ამის შემდეგ, ბოროტი ძალებით, გარდაცვლილის სულს შეეძლო ცოცხალი ადამიანის სხეულში მოხვედრა, რომელიც კუბოსთან იდგა. გარდაცვლილის სულის სხეულზე გადატანის თავიდან აცილების მიზნით, მიცვალებულს კიდურებს ბორკილებით უკრავდნენ, რომლებსაც დაკრძალვისთანავე ამოიღებდნენ

სამედიცინო განმარტება

გარდაცვლილის სხეულში მომხდარ ყველა ცვლილებას აქვს რაციონალური ახსნა და არ წარმოადგენს უბედურებას.


გარდაცვლილის სახეზე ღიმილი შეიძლება გაჩნდეს სახის კუნთების მკვდარი ნერვული დაბოლოების პოზიციის შეცვლის გამო, რასაც ხელს უწყობს ულტრაიისფერი სინათლე, რომელსაც შეიცავს მზის შუქი, მაღალი ტემპერატურა და სოკოვანი ჩირქოვანი ინფექციები, რომლებიც ვითარდება ეპიდერმისის ფორებში.


კიდურების მოძრაობა და თვალების ღიაობა აიხსნება კუნთების შეკუმშვითი მოქმედებით, რომლებიც "ცოცხლდებიან" ქსოვილების დაშლის დროს სხეულში დაგროვილი გაზების გავლენით.


ცრემლები არ არის საცრემლე ჯირკვლების მუშაობის "პროდუქტი", რომლებმაც შეწყვიტეს ფუნქციონირება. მასში მიმდინარე ქიმიური რეაქციების გამო სხეულში დაგროვილი სითხე არა მხოლოდ თვალების, არამედ სწორი ნაწლავის, ფორების და საშარდე გზების საშუალებით შეიძლება გამოიყოს.


გააღიმე ფულისთვის


image

ამჟამად მორგებში პოპულარობას იძენს პროცედურა "გარდაცვლილის სახეზე ღიმილის შექმნა". ეს კოსმეტოლოგიური მომსახურება ფასიანია. გარდაცვლილის სახეზე დამამშვიდებელი ღიმილი იქმნება ბოტოქსის ინექციების, აერომიკისა და სახის კუნთის წებოს საშუალებით.

0
480
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0