x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ნიჭიერი ფოტოგრაფის ენი ლეიბოვიცის მიერ გადაღებული ვარსკვლავების საოცარი ფოტოები
image


თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი და წარმატებული ამერიკელი ფოტოგრაფი, ენი ლეიბოვიცი ფოტოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ცნობილი პორტრეტისტია, რომლის ფოტოობიექტივში თითქმის ყველა ცნობილი ადამიანი მოხვდა.


image


ენი საჰაერო ძალების ოფიცრის ოჯახში 1949 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა, ის ექვსი შვილიდან მესამე იყო, მამის სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ოჯახი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა, სწორედ ასე მოხვდა "ფოტოგრაფიის დედოფლად" აღიარებული ენი ლეიბოვიცი ფილიპინებზე, სადაც თავისი პირველი კადრები გადაიღო.


image


სწორედ სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის ამ კუნძულოვან სახელმწიფოში გახლდათ მამამისი ვიეტნამის ომის დროს დროებით მივლენილი. მოგვიანებით ენიმ სან - ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, 1970 წლიდან კი, ხელოვანმა ჟურნალ "Rolling Stone"- ში ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა, ხოლო 1983 წლიდან მან თანამშრომლობა გამოცემა "Vanity Fair" - თან გააგრძელა, რომლისთვისაც ცნობილი ადამიანების პორტრეტული ფოტოების დაუვიწყარი სერიაც შექმნა. წარმოგიდგენთ ფოტოგრაფიის ლეგენდის საოცარ ნამუშევრებს, რომელთა ნახვაც ვფიქრობ რომ ნამდვილად ღირს.


image


მსახიობი მერილ სტრიპი


image


კალიფორნიის მომავალი 38-ე გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი, 1975 წელი


image


დედოფალი ელისაბედი



image


პოპ - კერპი მაიკლ ჯექსონი



image


ამომავალი ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო



image


საბჭოთა, მოგვიანებით კი, ამერიკული ბალეტის მოცეკვავე მიხეილ ბარიშნიკოვი და რობ ბესერერი, 1990 წელი


image


90-იანი წლების ყველაზე პოპულარული მოდელი სინდი კროუფორდი, 1993 წელი


image


ანჯელინა ჯოლი ვაჟთან, მედოქსთან ერთად



image



ქეით ბლანშეტი, 2004 წელი


image


პენელოპე კრუსი და ვუდი ალენი


image


ბარბადოსელი პოპ-ვარსკვლავი რიანა ჟურნალ "Vogue" – სთვის პოზირებს



image


მისტერ და მისის ობამები, 2013 წლის აპრილი



ახლა კი წარმოგიდგენთ ყველაზე სკანდალურ კადრებს, რომლებმაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია:


image


დემი მური "Vanity Fair" - ის გერეკანისთვის სრულიად შიშველი პოზირებს, მსახიობს სხეულზე არც მეტი, არც ნაკლები კლასიკური კოსტიუმი აქვს მიხატული.



image


და კვლავ დემი მური, გამოცემა "Vanity Fair" - ის 1991 წლის აგვისტოს ნომერი, ფოტომ ნამდვილი ფურორი მოახდინა.



image


ფოტო "Rolling Stone" - ის ლეგენდარული ყდისთვის, ჯონ ლენონისა და იოკო ონოს მონაწილეობით, აღნიშნული ფოტო ენიმ 1980 წლის 8 დეკემბერს, მუსიკოსის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო.



image


1994 წელს ამერიკელი ფოტოგრაფის ინტერესის ობიექტი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი - სუპერმოდელი ქეით მოსი და ჯონი დეპი გახდა.



image


მსახიობი ვუპი გოლდბერგი



image


მომღერალი სტინგი



image


15 წლის მაილი საირუსი



image


2011 წელს "Vanity Fair"- ის გარეკანისთვის სკარლეტ იოჰანსონი და კირა ნაითლი გაშიშვლდნენ. ენი ლეიბოვიცის საკმაოდ თამამ ფოტოსესიას არაერთი სახალისო შარჟიც მოჰყვა.


image



image


ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ენჯი ფოტოგადაღებებს პრაქტიკულად არ თანხმდებოდა, თუმცა ენის ეს არ ეხებოდა - ისინი კამბოჯაში "Louis Vuitton"- ის სარეკლამო კამპანიისთვის ერთად მუშაობდნენ და ეს თვალწარმტაცი ფოტოც სწორედ მათი ერთობლივი ნამუშევარია.










0
500
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
500