x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
უსახლკარო წყვილი საქორწილო ფოტოსესიისთვის ისე გარდასახეს, რომ მათი ცნობა შეუძლებელი გახდა

image

ქორწილი მნიშვნელოვანი მომენტია ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში და მაშინაც კი, თუ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება, ისინი ამ დღეს სამუდამოდ დაიმახსოვრებენ. წყვილი როზალინ ფერერი და რომელ ბასკო აუცილებლად გაიხსენებენ თავიანთ ქორწილს. წყვილს 6 შვილი ჰყავს, ერთად 24 წელიწადი გაატარეს ქუჩასი და საერთო ჯამში ორივეს ალბათ, 32 კბილიც არ ექნებათ შერჩენილი. მაგრამ, მათი სიყვარული ისევ ისეთი ძლიერია.


ისინი 24 წლის განმავლობაში ცხოვრობენ ქუჩაში, ფილიპინების პროვინცია პამპანგაში.image

წყვილს 6 შვილი ჰყავს, ბოლო წლები კი კარავში ცხოვრობენ.image


წყვილი ფულს შოულობს პლასტმასის, ბოთლებისა და ჯართის შეგროვებით, რომელსაც მოგვიანებით ყიდიან და ერთი დღის საკვების ფულიც აქვთ.image


მოკლედ რომ ვთქვათ, წყვილს არანაირი შემოსავალი არ აქვს და ქორწილისთვისაც ფული რა თქმა უნდა არ ექნებოდათ.image

ერთ დღესაც წყვილი ვინმე რიჩარდ სტრანდეზმა შენიშნა, რომელსაც შორიახლოს თავისი სილამაზის სალონი ჰქონდა.image


როდესაც მათი ისტორია მოისმინა და გაიგო, რომ ერთად უკვე 20 წელზე მეტია არიან, ხოლო ქორწინების საშუალება არ აქვთ, დახმარება გადაწყვიტა.image

რიჩარდმა დახმარების თხოვნით მიმართა მეგობრებს, რომლებსაც საქორწინო აქსესუარების ბიზნესი ჰქონდათ. ამგვარად, ყველამ გადაწყვიტა წყვილის დახმარება.imageimage


როზალინი და რომელი მეცხრე ცაზე იყვნენ, როდესაც გაიგს, რომ მალე იქორწინებდნენ.image

რიჩარდმა და მისმა მეგობრემა წყვილს ჯერ საქორწილო ფოტოსესია მოუწყვეს. საქორწილო ტანისამოსი ჩააცვეს და გაალამაზეს. ოფიციალური ქორწინება კი წლის ბოლოს ექნებათ ეკლესიაში. ნახეთ ფოტოსურათები ფოტოსესიიდან:imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



















1
427
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
427
  
2021, 12 მარტი, 12:11
დამეწვა გული :-(
0 1 1