x
image
knusi
Mediator image
წიგნი და ხმალი

image თბილისი მაშინ მაჰმადიანებს ეპყრათ, როცა დავით აღმაშენებელს ერთი უცნაური ამბავი შეემთხვა. განჯიდან თბილისს დიდი ქარავანი მოადგა, ქარავანს მრავალი თურქი ახლდა. დავითმა თხუთმეტი რჩეული მსახური ნახირის გამოსადევნად ლოჭინს გააგზავნა, რათა თურქებს საქონელი არ მოეტაცებინათ. სამასი მეომარი ავჭალაშიც დააყენა. თვითონ კი, ერთადერთი ხმლის ამარა მარტოდმარტო გამობრუნდა. გზად ცხენიდან ჩამოხტა და წიგნის კითხვას შეუდგა. ისე გაერთო, რომ ნახირისა და თურქების ამბავი სულ გადაავიწყდა. მსახურებმა ნახირი გამოდევნეს. მაგრამ მათ ასამდე თურქი მოეწია და ბრძოლა გაიმართა. თურქებმა ქართველებს ცხენები დაუხოცეს. ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ თხუთმეტი ქვეითი ას მხედარს როდემდე გაუძლებდა. დავითს ხმაური შემოესმა უცებ იაზრა, რაც მომხდარიყო. წიგნი დახურა, ხმას მიჰყვა. ავჭალის ღელესთან დაბანაკებულ სამას მეომარს აცნობებდა, მაგრამ ამასობაში თურქები მსახურებს დაუხოცავდნენ. დავითი მეომრებში არწივივით ჩაშრიალდა, თურქები კაკბებივით მიმოაბნია და უმალვე იმდენი თურქი მოჰკლა, რომ მსახურები მათ ცხენებზე ამხედრდნენ. მაშინ კი იმარჯვეს და მეფის მხარდამხარ თურქებს დაერივნენ. ხმალი ცემამ ისე დაღვრაჭნა, რომ დავითმა ქარქაშში ვეღარ ჩააგო.

13
312
22-ს მოსწონს
ავტორი:knusi
knusi
Mediator image
312
  
2012, 3 სექტემბერი, 18:40
ეგ დიდგორის ბრძოლა რომ დამთავრდა მაშინ თქვა მემატიანემ: და მეტისა ცემისაგან, ხმალმან დაღვარჭნილმან უარყო ქარქაში თვისიოოოოო!;)
2012, 3 სექტემბერი, 17:25
ეს ამბავი არ მომხდარა აქ კოლაჟის სახითაა შეკრებილი რამდენიმე ეპიზოდი წმინდა კეთილმსახური მეფის დავითის ბრძოლებიდან(ერწუხის ბრძოლა, სულტან მუჰამედთან მეორე ბრძოლა)ხოლო ზოგიერთი დეტალი ავტორის მოგონილია.
2012, 2 სექტემბერი, 22:26
+1
2012, 2 სექტემბერი, 19:51
+10
2012, 2 სექტემბერი, 19:34
მადლობა ყველას პრეზენტაციაზე მობრძანებისთვის და შეფასებისთვის:))
2012, 2 სექტემბერი, 19:20
მაგარია, ბრატ! =) ეს ერთი და სხვა მრავალი!
2012, 2 სექტემბერი, 19:11
+1000000
2012, 2 სექტემბერი, 19:01
მადლობ
2012, 2 სექტემბერი, 18:59
+1000000000000
მაგარი სტატიაა.
მარტივი ენა გაქვს, რაც ტექსტს ადვილად გასაგებსა და საინტერესოს ხდის.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10