x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"იუვენტუსის" ფეხბურთელს ყბა ჩამოუვარდა,როდესაც სპორტული ჟურნალისტის ფიგურას შეხედა(ფოტო)
image"იუვეტუსის" ნახევარმცველი ვესტონ მაკენი რეალობას ცოტა ხნით მოწყდა სერია A- ს 24-ე ტურში "ვერონასთან" მატჩის დროს. როგორც გაირკვა, მომხიბლავი ჟურნალისტის თვალისმომჭრელმა სილამაზემ ფეხბურთელს პირი დააღებინა.


22 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, სათადარიგო სკამზე ყოფნის დროს, თვალი ვერ მოწყვიტა მშვენიერ ჟურნალისტს დილეტა ლეოტას სექსუალურ სხეულს, რომელიც მოედნის სარბენი ბილიკებიდან მაუწყებლობდა. ფეხბურთელს ფაქტიურად ყბა ჩამოუვარდა და თვალები გაუბრწყინდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩათ გარშემომყოფებს.ვესტონ მაკკენის ფოტო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში.

image


ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ 29 წლის დილეტა ლეოტა მოდელი და ტელეწამყვანია, რომელსაც სოციალურ ქსელში 7 მილიონი გამომწერი ჰყავს, დილეტას 2018-19 წლების სეზონიდან მიჰყავს იტალიის სერია A „DAZN“-ზე. მანამდე იტალიურ „Sky Sport“-ზე მიჰყავდა იტალიის სერია B.


image

ლეოტა სწავლობდა სამართალს ლუისის უნივერსიტეტში, რომელიც 2015 წელს დაამთავრა. 2018 წელს ფრანჩესკო ფაჩინეტისთან ერთად მიჰყავდა „მის იტალია 2018“

image

image

0
307
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0