x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სხეულის სიგნალები: როგორ გავარკვიოთ შეგვეფერება თუ არა კონკრეტული ადამიანი სექსუალურ პარტნიორად

image


სპეციალისტების აზრით, იმის გასარკვევად შეგეფერებათ თუ არა ესა თუ ის ადამიანი სექსუალურ პარტნიორად ამისთვის მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო. საინტერესოა, რომ ეს პროცესი ქვეცნობიერის დონეზე ხდება და არც ისე რთულია იმის გარკვება რომელმა ფაქტორებმა მოახდინა თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა. მაშ ასე, მოდით ვნახოთ, რომელ 3 მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული შეგვეფერება თუ არა პარტნიორი სასიყვარულო ურთიერთობისთვის.



სუნი


image


საუბარია ადამიანის ბუნებრივ სურნელზე, სუნამოსა და დეოდორანტის გარეშე. კვლევის შედეგების მიხედვით, გაირკვა რომ ქალებს ისეთი იმუნური სისტემის მქონე მამაკაცები იზიდავთ, რომლებიც მათ სრულებით არ შეესაბამებიან, ხოლო თუ მათში იმავე იმუნურ სისტემას გრძნობენ, მაშინ ისინი ადამიანს როგორც დას ან ძმას ისე აღიქვამენ, და მათ მიმართ ვერანაირ მოზიდულობას ვერ გრძნობენ.




სხეულის ენა


image


როდესაც ადამიანი გვიზიდავს, ჩვენ მის წინაშე ბოლომდე ვიხსნებით და ეს ქვეცნობიერის დონეზე ვლინდება. დააკვირდით თქვენს ქცევას, სიმპათიური ბიჭის გაცნობისას.




სახე


image


ბავშვობაში ჩვენი ემოციები და შთაბეჭდილებები უფრო მძაფრია, შესაბამისად, სხვადასხვა პიროვნებებთან ჩვენი შეხვედრა მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდება, და როდესაც მომავალში ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც მათ გარეგნულად ან ემოციურად გვახსენებენ, ისინი სხვებთან შედარებით უფრო მეტად გვიზიდავენ.







0
343
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
343