x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
სამხრეთ პოლუსზე სასაათო სარტყელი არ არსებობს


image


ეს იმიტომ, რომ იქ პლანეტის ყველა გრძედის შემკრები წერტილია. სამხრეთ პოლუსზე მდებარე სადგურებზე კი, ჩვეულებრივ, იმ სასარტყლე დროს იყენებენ, რომელშიც მათი ქვეყა მდებარეობს.


3D-ფილმი გასული საუკუნის 20-იან წლებში უკვე არსებობდა


image


ფილმი «სიყვარულის ძალა» (1922 წ.) — მუნჯი კინო იყო, მოცულობითი გამოსახულებებით. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მაყურებელს, რომელიმე თვალის დახუჭვით, თავად შეეძლო ფილმის ფინალის ამორჩევა. სამწუხაროდ, ფილმმა ჩვენამდე ვერ მოაღწია და ეს ინფორმაცია მხოლოდ საგაზეთო ქრონიკებშია დაფიქსირებული.



ბურჯ ხალიფადან დაისის ნახვა 2-ჯერ შეიძლება


image


ყველაზე მაღალი შენობა დედამიწაზე (ბოლო სართული – 688 მ, ანტენის ქიმი –828 მ.) იმდენად დიდია, რომ თუ დაისს პირველ სართულზე ნახავთ, ხოლო შემდეგ ზევით ახვალთ, მის ნახვას კიდევ ერთხელ შეძლებთ.


კოსმოსური ხომალდების სასაფლაო


image


წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ხმელეთიდან ყველაზე დაშორებულ ადგილზე, «ნემოს წერტილი» მდებარეობს, სადაც 300-მდე კოსმოსური აპარატის ნარჩენია.


ბროკოლი ადამიანის მიერ არის შექმნილი


image


სახელი «ბროკოლი» იტალიური მრავლობითი რიცხვის სიტყვისგან «ბროკოლოს» –გან წარმოსდგება და «კომბოსტოს ყვავილოვან გვირგვინს» ნიშნავს. ბროკოლი ბუნებაში არასდროს არსებობდა — ის ადამიანმა კომბოსტოს სხვადასხვა სახეობის შეჯვარების გზით გამოიყვანა და ექსპერიმენტები ამ მიმართულებით ძვ. წ. აღრ. VI ს-დან დაიწუო.


მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თავდაპირველად მამაკაცებს ეცვათ


image


მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხმარებაში ძვ. წ. აღრ. I საუკუნეში შემოვიდა და ის სპარსული კავალერიის მეომრებს ეცვათ, რომ ცხენოსნობის დროს, ფეხეი უზანგიდან არ გამძვრალიყო.


ყველაზე დიდი უდაბნოა დედამიწაზე ანტარქტიკაზეა


image


ანტარქტიკის პოლარული უდაბნო ანტარქტიკის კონტინენის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მისი ფართობი, დაახლოებით, 13 829 430 კვ. კმ-ია. ხოლო, საჰარის უდაბნო, 9 100 000 კვ. კმ-ის ფართობით, მხოლოდ მეორე ადგილზეა.


მინი დინოზავრი


image


მფრინავ ქვეწარმავალს, რომლის ნაშთებიც ჩინეთში აღმოაჩინეს, მინიმალური ზომის გამო, Microraptor-ი უწოდეს. მისი ზომა 40 სმ-ს ოდნავ აღემატება.


ინგლისში მტრედის სკინტლი გვირგვინის (მეფის, დედოფლის) საკუთრებაა


image


ეს იმის გამო, რომ მისგან დენთის დამზადება შეიძლება და კანონის მიხედვით, ამ ორგანული ნარჩენების გამოყენების უფლება არავის აქვს.


ჩინეთში ბატები პოლიციაში მსახურობენ


image


ჩინეთის ბევრ სოფელში პოლიცია ძაღლების ნაცვლად, გუშაგებად ბატებს იყენებს, რადგან ეს ფრინველები ძალიან ყურადღებიანები არიან და დიდი ხმაურის გამოწვევა შეუძლიათ.

imageimageimageimageimageimageimage







0
649
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0