სხვა როგორ გამოიყურებოდნენ მხევალი ქალები ოსმალეთის იმპერიის ჰარამხანაში 2021, 5 მარტი, 18:52 ![]() ყველაზე ლამაზი მონები სულთანთან განსაკუთრებით დაახლოებულნი იყვნენ.სულთანი მათგან ოთხს მსახურებად ირჩევდა, ოთხი კი - გიუზიდე (ფავორიტი) ხდებოდა. სულთანი საჩუქარს უგზავნიდა იმ მონას, რომელთანაც ღამის გატარებას აპირებდა. საღამოს რჩეულს აბანოში უშვებდნენ, თავისუფალ და სუფთა სამოსს აცმევდნენ და სულთნის სამყოფელში მიაბრძანებდნენ. იქ ის კართან იცდიდა, სანამ სულთანი დაწოლას არ ინებებდა. საძინებელში შესული, მუხლებზე დაჩოქილი მიდიოდა მის საწოლამდე და მხოლოდ მერე დგებოდა ფეხზე და სულთნის გვერდზე წვებოდა. მეორე დილას სულთანი აბაზანას იღებდა, გამოიცვლიდა და თუ მასთან გატარებული ღამე მოეწონებოდა, მონას საჩუქარს უგზვავნიდა. ეს მონა შემდეგში შეიძლებოდა ფავორიტადაც ქცეულიყო. თუ რომელიმე ფავორიტი დაფეხმძიმდებოდა, ის იკბალების (ბედნიერების) რანგში გადადიოდა, ხოლო თუ ასეთი რამდენიმე იყო, მაშინ მათ რანგები ენიჭებოდათ: მთვარე, მეორე, მესამე... თანდათანობით იკბალები ჰარამხანის ყველაზე მნიშვნელოვან ქალებად იქცნენ და სულთნის სიკვდილის შემდეგაც ინარჩუნებდნენ პრივილეგებს. კადინ-ეფენდების (სულთნის ცოლების) რიცხვი ოთხიდან რვამდე იყო. პირველი ცოლი მთავარი იყო, დანარჩენები შესაბამისად - მეორე, მესამე..., რომელიმე ცოლის გარდაცვალების შემთხვევაში, სხვა ცოლი ან იკბალი მის რანგში გადადიოდა, სულთანი ამ გადაწყვეტილებას პირადად იღებდა. სულთნები ღამეებს იმასთან ატარებდნენ, ვისთანაც სურდათ, მაგრამ ღამე პარასკევიდან შაბათმდე - აუცილებლად ერთ-ერთ ცოლთან უნდა გაეტარებინათ. ასეთი იყო ისლამის ტრადიციებით დადგენილი წესრიგი. არც ერთ ცოლს არ მოსდიოდა თავში აზრად, რომ სულთანს ისინი ერთნაირად უყვარდა. ყველამ იცოდა - ზოგიერთს სულთანი აღმერთებდა, ზოგს კი უბრალოდ იყენებდა. ცნობილია შემთხვევებში, როდესაც სულთნის ცოლები ისეთ ძლიერ გავლენას ახდენდნენ სულთნებზე, რომ სახელმწიფო საქმეებშიც კი ერეოდნენ. 1-ასე გამოიყურებოდა ოდალიკი ოსმანთა ჰარამხანაში-1890 წელი ![]() 2-ქალი ყალიონით თურქულ ჰარამხანაში-1891 წელი ![]() 3-ჰარამხანაში ქალებს ზოგჯერ გასეირნების უფლებას აძლევდნენ, მაგრამ მათი სხეულის ყველა ნაწილი საგულდაგულოდ უნდა ყოფილიყო დაფარული ![]() 4-მხევალი ჰარამხანაში-ოსმალეთი 1875 წელი ![]() 5-ასე გამოიყურებოდა გვაშემაშა კადინ ეფენდი, სულთან აბდულ ჰამიდ II– ის ცოლი.ჩერქეზული წარმოშობის პრინცესა ![]() ![]() ![]() ![]() 8-ქალი ყალიონით, თურქული ჰარამხანა 1916 წელი ![]() ![]() ![]() 1083 4-ს მოსწონს
|