x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115353
  • ვიდეო:352803
  • სურათი:489320
"შავი ბრილიანტი" - უნიკალური ფერის ვაშლი, რომელსაც სუპერმარკეტებში მარტივად ვერ მოიხელთებთ
image




მსოფლიოში მრავალფეროვანი ვაშლის ბაღები არსებობს. ისინი განსხვავდებიან

ჯიშით, ხარისხით, ფერით, ფორმით, ზომითა და გემოთი. ცნობილი ვაშლის

ჯიშის "შავი ბრილიანტის" წინამორბედი იყო "ჰუა ნიუ", რომელიც მოჰყავდათ ახალზელანდიელ სელექციონერებს. ჩინეთში

ფერმერებმა "ჰუა ნიუ"-საგან შექმნეს ახალი ჯიში, რომელსაც აქვს იშვიათი მუქი იისფერი კანი და სასიამოვნო ტექსტურა. "შავი ალმასი" სხვა ვაშლებზე გაცილებით სასარგებლოა, რამდენადაც შეიცავს

მეტ ვიტამინებს, შაქარს, მაკრო და მიკრო ელემენტებს. "შავი ალმასები" გემრიელი, ხრაშუნა და წვნიანია. ეს ვაშლი მწიფე მდგომარეობაში რამდენადმე ალმასს მოგაგონებთ, რის გამოც "შავი ბრილიანტი" უწოდეს.





image





"შავი ბრილიანტის" ბაღები პირველად გააშენეს ტიბეტის მაღალმთიანეთში,


ზღვის დონიდან 3100-3500 მეტრ სიმაღლეზე, სადაც დღისა და ღამის ტემპერატურას შორის მკვეთრი

ცვლილებაა. სწორედ ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენით, ამ ჯიშის ვაშლი

ჩინეთში იღებს დიდი ოდენობით ულტრაიისფერ გამოსხივებას და ხილი იძენს უნიკალურად მუქ ფერს.





image



"შავი ბრილიანტის" ხეები ყინვაგამძლეა. არც მავნებელები ეტანება დიდად. მისი პირველი ბაღი გააშენეს ტიბეტის მთიანეთში ჯერ კიდევ 2011 წელს 50 ჰექტარ ფართობზე.





image




ოთხი წლის განმავლობაში ტიბეტში "შავი ბრილიანტის" 20 000 ხე დაირგო და დაახლოებით 50 000 კგ. მოსავალი აიღეს. ამასთანავე, მოწეული მსოავლის მხოლოდ 30 % აქვს სპეციფიკური მუქი იისფერი შეფერილობის კანი და ხარჯებიც საკმაოდ დიდია.



image

აქვს ჩვეულებრივ თეთრი რბილობი. ჩინელმა მარკეტოლოგებმა გადაწყვიტეს "შავი ბრილიანტი" ბაზარზე მცირე რაოდენობით გაეტანათ და იგი შეიტანეს

ექსკლუზიური პროდუქტების ვიპ-კლასში.





image




ახალი ჯიშის ვაშლი იყიდება ყუთებში. ერთ ყუთში დევს 6-8 "შავი ბრილიანრტი".

1 ცალი შავი ბრილიანტი 7-დან 20 დოლარამდე ღირს.

მწიფე ნაყოფს ყიდიან ოქტომბრიდან ორი თვის განმავლობაში. ამ გზით

მწარმოებლებმა და დისტრიბუტორებმა შექმნეს აჟიოტაჟი ბაზარზე, რამდენადაც "შავი ბრილიანტი" ძირითადად იყიდება წინასწარი შეკვეთითა და წინასწარი

გადახდით.

0
278
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0