x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი რუსი ფეხბურთელის ცოლმა ალანა მამაევამ თვითმკვლელობის მიზნით 40 აბი საძილე საშუალება მიიღო

image როგორს რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინება, ცნობილი რუსი ფეხბურთელის პაველ მამაევის ცოლი ალანა მამაევა მოსკოვის ცენტრში მათივე საცხოვრებელ ბინაში უგონო მდგომარეობაში იქნა ნაპოვნი.
ალანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება და ასე ვთქვათ სიკვდილს გმოგლიჯეს ხელებიდან.
როგორც აღმოჩნდა ალანას თვითმკვლელობის მიზნით მიღებული ჰქონდა 40 აბი საძილე საშუალება. თვითმკვლელობის მიზეზი კი გახდა ქმრის ღალატი რომელიც ცნობილი გახდა ალანასათვის გახდა.
ალანამ სოცილური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ასე ცხოვრება არ შეეძლო (იგულისხმება ქმრის ხშირი ღალატი) და დაასახელა მეუღლის მეგობარი ქალიც.
სტატუსის დაწერის შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. სტატუსის ნახვისთანავე მისი მეგობრები ეცადნენ მას დაკავშირებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მისმა მეგობრებმა დახმარებისათვის მიმართეს საგანგებო დახმარების ცენტრს, რომლის თანამშრომლებმაც ბინის კარების გაღებისას ნახეს უგონო მდგომარეობაში მყოფი მოდელი.
კლინიკიდან გამოწერილმა ალანამ სცადა საკუთარი და ქმრის იმიჯის დაცვა და მომხდარი უარყო, თუმცა ფაქტი ფაქტადვე დარჩა-ძალიან ბევრი ადამიანი შეესწრო უგონო მდგომარეობაში მყოფი ალანას გადაყვანას სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ფაქტს კლინიკის ხელმძღვანელობა მართალია არ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფა უცდიათ.
ოპერატორებმა კი გადაიღეს კლინიკის ის განყოფილება და საწოლიც კი, სადაც ალანას გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage









0
458
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
458