x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რატომ არ მიდიხართ მისგან? მარტოობის გეშინიათ თუ მართლა მასთან გინდათ ყოფნა? - 13 ნიშანი, რომ ურთიერთობა გწამლავთ
image


"ის, რაც დასანგრევია, უნდა დაინგრეს, ახალი ფურცლიდან დაწყება, არასოდესაა გვიან"


ფსიქოლოგები ურთიერთობის 13 ასპექტს გამოყოფენ, რომლებიც ერთად ყოფნას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევენ ხოლმე:


სრულყოფილი, რა თქმა უნდა, არაფერია ამქვეყნად, მაგრამ ხშირად ისეთ ურთიერთობაში აღმოვჩნდებით ხოლმე, რომელიც მთლიანად გვწამლავს და განვითარების ნაცვლად ჩვენს დეგრადირებას იწყებს. ძალიან რთულია სასიყვარულო ურთიერთობაში ყოფნისას საკუთარი თავიდან გამოხვიდე და გარედან შეხედო ყველაფერს. ამ დროს ჩვენ ადეკვატური შეფასებების გაკეთების უნარს სრულიად მოკლებულები ვართ.


შეპყრობილებივით მივექანებით უფსკრულისკენ, კატეგორიულად არ გვსურს გავახილოთ თვალები და ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში, რადგან სიმართლის გვეშინია… რადგან გვეშინია, რომ ეს სიმართლე გვეტკინება. არადა ის შედეგები, სადამდეც ამ ურთიერთობას მივყავართ გაცილებით მტკივნეულია. ის, რაც დასანგრევია, უნდა დაინგრეს და რაც უფრო მალე დაინგრევა მით უფრო მალე მოახერხებთ ახლის აშენებას. გახსოვდეთ, რომ ახალი ფურცლიდან დაწყება, არასოდესაა გვიან.



ურთიერთობა რომ წამლავს, ამას ყველა გრძნობს, თუნდაც ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინოს, თუმცა გაცნობიერება ბევრს უჭირს. ფსიქოლოგები ურთიერთობის 13 ასპექტს გამოყოფენ, რომლებიც ერთად ყოფნას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევენ ხოლმე:



  • პასიური აგრესია


  • "ვერ ვიტან როცა ამას აკეთებ, მაგრამ არაფერს ვიტყვი, მზერითაც საკმარისს გეუბნები". თუკი გულწრფელი და პირდაპირი არ იქნებით პარტნიორთან, თუკი პირდაპირ არ ეტყვით, რასაც ფიქრობთ, ან გრძნობთ, მალე ყველაფერი კოშმარს დაემსგავსება.


  • ეჭვიანობა და ერთმანეთზე რაღაცეების დაბრალება


  • ცოტ-ცოტას ყველა ვეჭვობთ რაღაცას, მაგრამ ურთიერთობა, სადაც ნდობა არ არსებობს, ჰაერშია, მას საყრდენი არ აქვს და საკუთარ ეჭვებში დახრჩობისთვის ვართ განწირულები.


  • კრიტიკა და აბუჩად აგდება/უპატივცემულობა


  • არავინ ვართ სრულყოფილები და რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ვინმეს, მით უფრო კარგად ვხედავთ ამას. პოზიტიური კრიტიკა მისაღებია, ჩვენ ხომ ერთმანეთს ნაკლის გამოსწორებაში უნდა დავეხმაროთ, მაგრამ კრიტიკა, როგორც ვინმეს სასაცილოდ აგდების ხერხი, ან ვინმესთან საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მცდელობა, ურთიერთობას წამლავს.


  • ჩხუბი კომუნიკაციის გარეშე


  • ადამიანები მაშინ ყვირიან, როცა გულები ერთმანეთს სცილდება, ეს გულები ყვირიან, რომ ერთმანეთს რამე გააგებინონო, მაგრამ ამ ყვირილში ორივე ყრუვდება. კამათი, უთანხმოებები ძალიან ბუნებრივია, მაგრამ თუკი არ ისაუბრეთ და არ გააგებინეთ ერთმანეთს, ყვირილი არასოდეს დამთავრდება და ეს თქვენს სასიცოცხლო ენერგიას ხარჯავს.


  • ნეგატიური ენერგია


  • თუკი მის გვერდით თავს დაძაბულად გრძნობთ, ან იღლებით, ან უბრალოდ ცუდად ხართ, ეს თქვენი სხეული რეაგირებს იმ ნეგატიურ ენერგიაზე, რომელიც თქვენი ერთამანეთთან ყოფნისას იქმნება. იუნგი წერდა - ორი ადამიანის ურთიერთობა ორი ქიმიური ნივთიერების ურთიერთობას ჰგავსო, თუკი რეაქცია მოხდა, ორივე მათგანი გარდაიქმნებაო. კარგად დააკვირდით როგორი ხდებით მის გვერდით. ეს ენერგია ემოციურ, ფიზიკურ თუ მენტალურ დონეზე ერთნაირად გაგანადგურებთ.


  • ერთმანეთისთვის თავის არიდება


  • ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანებს ერთმანეთთან სასაუბროდ მხოლოდ სექსი აქვთ. თუკი თქვენ ერთმანეთის კომპანიაში ყოფნა არ გიხარიათ და სადმე სხვაგან გარბიხართ განტვირთვისთვის, ესე იგი ეს ურთიერთობა გწამლავთ.


  • თქვენ თქვენს თავს არ ჰგავხართ


  • ცვლილებას აუცილებლად შეამჩნევთ. ურთიერთობა, ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ორივე ადამიანს ცვლის, მაგრამ ეს ცვლილება უკეთესს უნდა გხდიდეთ. თუკი თქვენ თავს კარგავთ და ვეღარ ცნობთ ერთმანეთს, ეს ჯანსაღი ურთიერთობა არ არის.


  • განცდა იმისა, რომ არაფერს აქვს აზრი


  • საკუთარი თავისთვის გიკითხავთ რატომ არ მიდიხართ მისგან? იმიტომ რომ წასვლის გეშინიათ/ კომფორტის ზონიდან გასვლა არ გინდათ, თუ იმიტომ რომ მართლა მასთან გინდათ ყოფნა? თუკი ვერ ხვდებით რატომ ხართ მასთან, დროს რატომ კარგავთ? ამ წუთებს ვერ დაიბრუნებთ და ისე უნდა იცხოვროთ, როგორც გინდათ რომ ცხოვრობდეთ.


  • თქვენ მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, როგორ მიანიჭოთ მას ბედნიერება


  • ყველას სურს ბედნიერების და სიხარულის მინიჭება საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ თუკი ეს ორმხრივი არ გახლავთ, თუკი მისი ბედნიერება თქვენი ბედნიერება არაა და პირიქით, მაშინ თქვენ როგორც წყვილმა ვერ გაამართლეთ. თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ მუდამ მის გაბედნიერებაზე ზრუნავთ, სულ რაღაცას აკეთებთ მისთვის და სანაცვლოდ ვერაფერს იღებთ, თავს იწამლავთ. ბედნიერება საერთო უნდა იყოს.


  • გგონიათ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ


  • თუკი გეჩვენებათ რომ როგორც არ უნდა მოიქცეთ, ეს მის გაღიზიანებას იწვევს და სულ თითის წვერებზე სიარული გიწევთ ურთიერთობაში, როგორმე უნდა მოახერხოთ გაცნობიერება, რომ თქვენ არაფერ შუაში არ ხართ. ინგლისურში არის ასეთი გამოთქმა “we don’t work together” რაც ზუსტად გამოხატავს ურთიერთობის არსს. თუკი ურთიერთობაში არის პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარება არ შეუძლია წყვილს, ეს წყვილის ბრალია და არა რომელიმე მხარის. თქვენ ერთად ყოფნისთვის არ ხართ შექმნილები და ახლა ერთმანეთს წამლავთ.


  • ზრდის და ცვლილებები ნეგატიურად აღიქმება


  • ურთიერთობამ ევოლუცია უნდა განიცადოს იმისთვის რომ გაგრძელდეს. სტატიკურად არაფერი არსებობს ამ სამყაროში. საჭიროა მუდმივი გარდაქმნები. “რა იქნება სულ ასე რომ იყოს” - ეს ოცნება ხანგრძლივი ურთიერთობისთვის არ გამოგადგებათ. ვიღაცას აუცილებლად მოუნდება უფრო მეტი. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ორივე ერთ საფეხურზე უნდა იდგეთ და ნაბიჯებიც ერთად უნდა გადადგათ.


  • უფრო მოგონებებით ვცხოვრობთ ვიდრე აწმყოთი და სამომავლო გეგმებით


  • თაფლობისთვის მოგონებები დიდხანს არ გეყოფათ, თქვენ ახალი მოგონებები გაქვთ შესაქმნელი, რომ გაიზარდოთ და განვითარდეთ. თუკი თქვენ სასიამოვნო მოგონებებისთვის ძალიან ღრმა წარსულში გიწევთ ქექვა, ესე იგი ურთიერთობა ნელ-ნელა ჭაობს ემსგავსება.


  • თქვენ ბედნიერი არ ხართ


  • ეს უკვე ყველაფერს ამბობს. ურთიერთობის იდეა ბედნიერებაა და თუ თქვენ უბედურად გრძნობთ თავს, ნუ დაიწყებთ რამე სხვა გარეშე მიზეზების მოძიებას საკუთარი უბედურების გასამართლებლად. რა თქმა უნდა, სულ პეპლები ვერ გეყოლებათ მუცელში, მაგრამ საერთო ჯამში მის გვერდით ბედნიერი უნდა იყოთ. უფრო მეტიც, ის ადამიანი ბედნიერებისთვის ბრძოლაში მუდამ გვერდით უნდა გყავდეთ, მუდამ უნდა გაიძულებდეთ თქვენი ოცნებების ასრულებისკენ ისწრაფოთ. იგი ბედნიერებისკენ უნდა გიბიძგებდეთ.


    თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტს ვერ გააკონტროლებთ, მაგრამ საყვარელი ადამიანი ჩვენი დასაყრდენი უნდა იყოს, სახლი - სადაც მშვიდად, კომფორტულად ვგრძნობთ თავს, სადაც ზუსტად ის ვართ, რაც ვართ, სადაც ვისვენებთ, ვიტვირთებით და სადაც ბედნიერად ვგრძნობთ თავს. თუკი ეს ყველაფერი არ გაქვთ, რა გინდათ მასთან? ამდენ წვალებად გიღირთ?



    ასევე დაგაინტერესებთ:



    ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი

    "შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

    15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდება


    მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება


    7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში

    8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!

    რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა

    5 სიტყვა, რომელსაც ქორწინება და სასიყვარულო ურთიერთობები დანგრევამდე მიჰყავს



    შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

    1
    1700
    შეფასება არ არის
    ავტორი:მაია 24
    მაია 24
    1700
      
    2021, 8 მარტი, 21:24
    Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
    ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
    Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
    ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
    Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
    ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
    Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
    ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
    Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
    ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
    Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
    0 1 1