x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ბავშვი (2021)

image


ახალი მილიონერების და მილიარდერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მშობლების საკუთრებაში არსებული სიმდიდრის უმეტესობა ჩვეულებრივ შვილებს გადაეცემათ და ისინი მდიდრდებიან მაშინაც კი, სანამ სკოლაში ფეხს დააბიჯებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათი თინეიჯერი ცხოვრების გემოზე. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდები დომინირებენ მსოფლიოში მდიდარი ადამიანების სიაში, საჭიროა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბავშვების იდენტიფიცირება, ეს პირადი ძალისხმევით, მიღწევებით, ჯილდოთი თუ მშობლებისგან მემკვიდრეობით ხდება.


მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბავშვი არის პრინცი ჯორჯ ალექსანდრე ლუი





1. პრინცი ჯორჯ ალექსანდრე-ლუი - $1 მილიარდი

image



2013 წლის 22 ივლისს დაბადებული პრინცი ჯორჯი ასევე ცნობილია როგორც კემბრიჯის პრინცი ჯორჯი, რომელიც არის ყველაზე მდიდარი ბავშვი მსოფლიოში. მან არც მეტი არც ნაკლები 1 მილიარდი დოლარი მემეკვიდრეობით მიიღო. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს როგორც - ჰონორარი სამეფო ოჯახში დაბადებისთვის.





2. ფაბი ადელ გეიტსი - $1 მილიარდი

image


ფიბი ბილ გეიტსის ყველაზე უმცროსი შვილია. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან ოჯახს ურჩევნია მისი პირადი ცხოვრება დაიცვან. მას ეს ქონება მემკვიდრეობით ერგება.






3. ბლუ ივ კარტერი - $1 მილიარდი

image


ბიონსესა და ჯეიზის ქალიშვილი ბლუ ივ კარტერი ამერიკის უმდიდრესი ბავშვების სიას სათავეში უდგას.

ითვლება, რომ მისი ქონება 1 მილიარდ დოლარზე მეტს აღემატება და თანდათან იზრდება ეს ქონება.






4. სური კრუზი - $800 მილიონი

image


სური არის ტომ კრუზისა და ქეთი ჰოლმსის ქალიშვილი. ისევე როგორც დანარჩენი ყველაზე მდიდარი ბავშვები, მისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი მემკვიდრეობის შედეგია, რომელიც დარჩება მშობლების სიკვდილის შემდეგ.



5. ნოქს ჯოლი პიტი და ვივიენ ჯოლი პიტი - $200 მილიონი

image


ალბათ ყველამ იცის რომ ნოქსი და ვივიენი ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ტყუპები არიან. ტყუპების სიმდიდრე ჯერ კიდევ დაბადებიდანვე დაიწყო, როცა მათი პირველი ფოტოსურათი გაიყიდა უზარმაზარ 1 მილიონი დოლარად, რაც დღემდე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ფოტოა.






6. ემა და მაქსიმილიან მუნიზები - $200 მილიონი

image


ჯენიფერ ლოპესისა და მარტკ ენტონის შვილები ემე და მაქსიც ტყუპები არიან.

დაბადების პირველივე დღიდან მედია კამერები მათკენ იყო მიმართული და დღემდე გულშემატკივრების ინტერესის ობიექტები არიან.

ამას ემატება მათი დედის, ჯენიფერ ლოპესის პოპულარობა, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერალია ამერიკაში.

ტყუპების კუმულაციური სიმდიდრე დაახლოებით 200 მილიონი დოლარია.






7. დანიელინ ბირკჰედი - $59 მილიონი

image


დანიელინ ბირკჰედიმ მემკვიდრეობა მას შემდეგ მიიღო დედა, ცნობილი ამერიკელი მოდელი ანა ნიკოლ სმიტი გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.






8. ნიკ დალოისიო - $30 მილიონი

image


ნიკი არის მილიონერი დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც თვითონ გამოიმუშავებს ფულს. მისი სიმდიდრე უკავშირდება კომპიუტერულ პროგრამირებას.

და იმ ომპანიას, რომელიც დააარსა, როდესაც სულ რაღაც 15 წლის იყო. როგორც ტექნოლოგიურმა გენიალობამ, ნიკმა გამოიგონა Summly, iOS პროგრამა, რომელიც შემდეგ 30 მილიონ დოლარად მიჰყიდა ტექნიკურ გიგანტ Yahoo-ს.


ერთხელ Wallstreet Journal– მა ნიკი "წლის ინოვატორად" დაასახელა, ხოლო და ჟურნალ Time–ის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი თინეიჯერების სიაში მოხვდა. 2014 წელს მას მიენიჭა Apple Design Award.

ამჟამად ის კომპიუტერულ მეცნიერებასა და ფილოსოფიას სწავლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ჰერტფორდის კოლეჯში.







9. აბიგაილ ბრესლინი - $12 მილიონი

image


აბიგაილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობია, რომელმაც კარიერა 3 წლისამ დაიწყო.

ამჟამად ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარ მსახიობთა შორისაა. მისი პირველი ფილმის დებიუტი 2002 წელს შედგა, სახელწოდებით “Signs.” ფილმმა მასშტაბური წარმატება ჰპოვა მთელს მსოფლიოში.

მან კიდევ უფრო გააუმჯობესა თავისი წარმატება კომედიურ-დრამაში "Little Miss Sunshine" მონაწილეობით, რითაც მილიონები გამოიმუშავა.






10. ჯეიდენ სმიტი - $8 მილიონი

image


ამერიკელი მსახიობის უილ სმიტის ვაჟი ჯედიენ სმიტი მამის კვალს გაჰყვა და საკმაოდ წარმატებულადაც.

მისი დებიუტი 2006 წელს შედგა, როდესაც მამამისისთან ერთად ითამაშა ფილმში "ბედნიერების დევნა"-ში. მან მოიგო MTV პრემია ამ ფილმში წარმოუდგენელი შესრულებისთვის. შემდეგ იყო "კარატე ბავშვი" და "დედამიწა კვლავ გაჩერდა".









0
151
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0