x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ექსპერტებმა დაასახელეს ყველაზე საიმედო ავტომობილები მსოფლიოში
image
რეიტინგი ეფუძნება 2018 წლიდან გამოშვებული ავტომობილების 33 ათასი მფლობელის გამოკითხვის შედეგებს.


სხვადასხვა საავტომობილო ბრენდების საიმედოობაზე კვლევა ჩაატარა ამერიკულმა კომპანია J.D. Power-მა, რომლის შედეგები გამოქვეყნდა მათ ვებგვერდზე.


ექსპერტებმა შეისწავლეს 2018 წლიდან წარმოებული ავტომობილების 33 ათასზე მეტი მფლობელის გამოკითხვის მონაცემები.


ავტომობილების მფლობელებს დაუსვეს კითხვა, თუ რა პრობლემები შეექმნათ მათ მანქანებს ექსპლუატაციის მინიმუმ ბოლო 12 თვის განმავლობაში. შედეგად, გამოვლინდა 177 სპეციფიკური ხარვეზი, რომლებიც გაერთიანდა რვა კატეგორიად.




საბოლოო დასკვნის მიხედვით იაპონური ბრენდი Lexus აღმოჩნდა ყველაზე საიმედო ავტომობილი. მეორე ადგილი დაიკავა Porsche– ს მანქანებმა(გერმანია), ხოლო მესამე ადგილი დაიკავა სამხრეთ კორეულმა KIA– მ. ამასთანავე, ამ უკანასკნელმა უმაღლესი ადგილი დაიკავა მასობრივი სექტორის მანქანებს შორის. სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ბრენდის ავტომობილი უმაღლეს ადგილს იკავებს ამ კატეგორიაში.ასევე საუკეთესო ავტომობილების სიაში მოხვდნენ Toyota, Buick და Cadillac-ი



რაც შეეხება ცალკეულ მოდელს.ამ კატეგორიაში Porsche 911 აღმოჩნდა ყველაზე საიმედო ავტომობილი.კომპანიის თქმით, საიმედოობის დონე მხოლოდ წლების განმავლობაში იზრდება.

0
271
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0