x
მეტი
  • 26.09.2022
  • სტატია:122534
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494806
ფსიქოლოგი თავის საყვარელთან ერთად აწამებდა პატარა ბავშვს თავისი თეორიის დასამტკიცებლად

იცით ბიჰევიორიზმის თეორიის შესახებ? ის ამტკიცებს, რომ ადამიანის ქცევის შეცვლა ან მართვა სრულიად შესაძლებელია, თუკი სწორ გარე სტიმულებს გამოიყენებთ. ამ თეორიის დასამტკიცებლად მრავალი მეცნიერი ატარებდა კვლევებს სხვადასხვა ცხოველებზე. მაგრამ რა მოხდება, თუ ვინმე ამ თეორიას ადამიანზე გამოცდის? სწორედ ასე მოიქცა ფსიქოლოგი ჯონ ბ. უოსტონი, საცდელად კი მან პატარა ბავშვი აირჩია.

უოტსონი ამერიკელი ფსიქოლოგი იყო, სწორედ მას უკავშირდება ამ თეორიის დაარსება.image
თავის თეორიაში ის ამბობდა, რომ ქცევის მანიპულირება მარტივად შეიძლება. ერთხელაც მოითხოვა, რომ კვლევებისთვის მასთან მიეყვანანათ 12 გონებრივად განვითარებული ბავშვი, რომელთაგანაც ერთს აარჩევდა და კვლევების მიხედვით ყველაფერს ასწავლიდა, ამგვარად ბავშვი ნებისმიერ სფეროში ნამდვილი პროფესიონალი იქნებოდა და წარმატებასაც მიაღწევდა, იქნებოდა ეს ექიმის, ადვოკატის, ბიზნესმენის თუ პროფესიონალი ქურდის პროფესია.

უოტსონი პირობას დებდა, რომ ნებისმიერი ასაკის, რასის და ტალანტის ბავშვს პროფესიონალს გახდიდა. მისი სწავლების პრინციპი კი შექება და დასჯა იყო. თუკი საცდელი ობიექტი იმას გააკეთებდა, რასაც მეცნიერი ეტყოდა, მასინ შეაქებდნენ, თუ არა- დასჯიდნენ. თეორიის დასამტკიცებლად კი მან 11 თვის ბიჭი აირჩია და ალბერტ ბ. დაარქვა.

ძირითადი კითხვები კი ასეთი იყო:

-შესაძლებელია თუ არა ბავშვში შიშის გრძნობა გამოიწვიო, თუკი ერთდროულად დაინახავს კონკრეტულ ცხოველს და გაიგონებს ხმამაღალ ბგერებს?

-დარჩება თუ არა შიში, თუკ ცხოველი ჩანაცვლდება უსულო საგნით?

-დარჩება თუ არა შიში ბავშვს ცხოვრების ბოლომდე?image

ფსიქოლოგთან ერთად ექსპერიმენტს ატარებდა ასევე მისი საყვარელიც- როზალი რეინერი, რომელიც ამავდროულად მისი დამხმარეც იყო. ის ალბერტის წინ სვამდა თეთრ ვირთხას, როდესაც ბავშვი მის მოფერებას დააპირებდა, უოტსონი მეტალზე ხმამაღლა არტყამდა, ბავშვს ეშინოდა და კრთებოდა, რაღაც დროის შემდეგ, როდესაც მოფერებას ისევ დააპირებდა, უოტსონი მეტალს ისევ ურტყამდა. საბოლოოდ ბავშვმა ცხოველის მოფერება შეწყვიტა, მეტიც, მისი დანახვისას იბღვირებოდა და ზიზღიც კი გაუჩნდა. ამგვარად, პირველ კითხვაზე პასუხი მიიღეს.

რამდენიმე დღის შემდეგ ფსიქოლოგმა კვლავ განაგრძო კვლევები, ბავშვს ისეთ ნივთებს აჩვენებდნენ, რომლებიც იმ თეთრ ვირთხას მოაგონებდა. მათი დანახვისას ბავშვი ტირილს იწყებდა. ამგვარად მეორე კითხვაზე პასუხიც მიიღეს.

ექსპერიმენტებს ყოველთვის ვიდეოთი იღებდნენ, მათ შესახებ იცოდნენ უნივერსიტეტში, იცოდნენ ფქიქოლოგის და მისი დამხმარის ურთიერთობის შესახებაც. ბევრ მათგანს არ მოსწონდა ექსპერიმენტები ბავშვებზე. სწორედ ეს მიზეზები გახდა ფსიქოლპგის ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტიდან გათავისუფლება.

ექსპერიმენტის მესამე კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა. ბევრი დაინტერესდა, თუ რა შეემთხვა ალბერტს ამ ექსპერიმენტების შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, ბიჭი 5 წლის შემდეგ დაიღუპა, მიზეზი კი თანდაყოლილი ჰიდროცეფალია იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ფსიქოლოგმა ბავშვის დაავადების შესახებ იცოდა და სწორედ ამიტომ აირჩიეს ის. ფსიქოლოგი კი არაჰუმანურობაში დაადანაშაულეს, რაადგან პატარას დიდი ხნის სიცოცხლე ისედაც არ ეწერა, მათ კი ყველაფრის შიში ჩაუნერგეს.










0
259
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0