x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოში ყველაზე მაღალი უკაცრიელი ნაგებობა, რომლის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევამ შეაჩერა და დღემდე არ გახსნილა

image

ფხენიანის სასტუმრო "hotel of doom" დღეს



1987 წელს, ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში გრანდიოზული ნაგებობის მშენებლობა დაიწყო.



ეს იყო პირამიდის ფორმის, ცათამბჯენი სასტუმრო, რომელიც უნდა ყოფილიყო 330 მეტრის სიმაღლის, 3000 ოთახიანი, ჰქონოდა ხუთი მბრუნავი რესტორანი პანორამული ხედით, და რაც მთავარია, უნდა გახსნილიყო 2 წლის შემდეგ. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა და მისი მშენებლობა თითქმის 25 წესლ გაგრძელდა.



მიზეზი კი საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად ჩრდილოეთ კორეაში გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი აღმოჩნდა. რადგან ამ უზარმაზარი შენობისთვის აღარ არსებობდა სახსრები.




მისი ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობა 1992 წელს დასრულდა და შემდეგი 16 წლის განმავლობაში უფანჯრებო და შიშველი ბეტონი იდგა შუაგულ ქალაქში. მხოლოდ 2011 წელს დაიწყეს მინების ჩასმა, უფრო მოგვიანებით კი შენობაზე დაამაგრეს ლედ განათება, რომ იგი ფერადი ღამის სანახაობად გადაქცეულიყო. სამშენებლო სამუშაოები ბევრჯერ დაიწყო და შეჩერდა, რაც მუდმივად სპეკულაციის საგანი იყო.



ამ ყველაფრის გამო სასტუმროს მეტ სახელად "განწირული სასტუმრო" / Hotel of Doom უწოდეს.








ცათამბჯენი, როგორც ცივი ომის ნაყოფი



ფხენიანის სასტუმრო წმინდა წყლის ცივი ომის მეტოქეობის პროდუქტს წარმოადგენდა, - აშშ-ს მხარდაჭერით სამხრეთ კორეაში და საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში.




image




მშენებლობის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, სამხრეთ-კორეულმა ფირმამ ააშენა სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო "ვესტინ სტამფორდი" (226 მეტრი სიმაღლის, 1252 ნომრიანი).





ამავდროულად სამხრეთის დედაქალაქი სეული ემზადებოდა 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის, ქვეყანა კაპიტალისტურ- დემოკრატიაში გადავიდა.





სინგაპურის სასტუმრო "ვესტინ სტამფორდი"


ამის საპასუხოდ ფხენიანმა მოაწყო 1989 წლის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალი, ოლიმპიადის ერთგვარი სოციალისტური ვარიანტი. ქვეყანა გეგმავდა მასიური სასტუმროს აშენებას ღონისძიების დროულად ჩატარებისთვის.



მთავრობამ შეადგინა მილიარდების ხარჯის ღონისძიება, ააშენა ახალი სტადიონი, გააფართოვა პიონგის აეროპორტი და მოაწყო ახალი გზები. ამან სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლამ, ის განწირულ პროექტად აქცია და დარჩა ინვესტირების გარეშე.




ჩრდილოეთ კორეა ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დასრულდა გარე კონსტრუქცია, 1992 წელს მშენებლობა შეჩერდა და შენობის თავზე ამწე დატოვეს.



მართალია, დღეს ის შემინულია და გამოიყურება, როგორც დასრულებული, მაგრამ შიგნით ისევ უკაცრიელი კარკასია და გაიხსნება თუ არა იგი ოდესმე სტუმრებისთვის არავინ იცის.

ასე იდგა ცარიელი კარკასი 16 წლის მანძილზე

image



ასე გამოიყურება დღეს

imageimageimageimageimageimage
ღამის ლედ განათებით
image

image

0
984
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
984
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0