x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
5 უჩვეულო დაავადება, რომელიც კოცნით გადადის

image

დიახ, კოცნით შეიძლება ბევრი დაავადება გადავიდეს, არამარტო გაციება და გრიპი:


ჰერპესი- ჰერპესის ვირუსს “ტუჩების გაციებასაც" უწოდებენ“ ის თითქმის 100 % ით გადადის კოცნით. მართალია ბევრი ფიქრობს, რომ სერიოზული ამაში არაფერია და ერთ კვირაში თვითონ გაივლის, სინამდვილეში ვირუსი ორგანიზმში სამუდამოდ რჩება და დროდადრო თავს გამოიჩენს ხოლმე.image


მონონუკლეოზი- ტყუილად არ უწოდებენ მონონუკლეოზს "კოცნის დაავადებას". სწორედ ამ გზით გადადის ის ყველაზე ხშირად ერთი ადამიანიდან მეორეზე. გარდა ამისა, ვირუსს შეუძლია მოხვდეს ორგანიზმში, მაშინაც, თუკი ერთი ბოთლიდან სვამთ სასმელს, ან ერთ სიგარეტს ეწევით.

მონონუკლეოზის ძირითადი სიმპტომებია ცხელება, ყელის ძლიერი ტკივილი და ლიმფური კვანძები. ამიტომ, საკმაოდ ხშირად ის ერევათ გრიპსა და გაციებაში. თუ ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონდა მონონუკლეოზი, ის სიცოცხლის ბოლომდე ვირუსის მატარებელია, მაგრამ დაავადების სიმპტომები, როგორც წესი, აღარ ვლინდება.image


ჰელიკობაქტერია- ამ საშინელ ბაქტერიას ფოტოზე შეუძლია მრავალი უსიამოვნო დაავადების გამოწვევა, მათ შორის წყლულის და კუჭის კიბოსიც კი. გაგიკვირდებათ, მაგრამ არც სტრესი და არც ცუდი კვება არ არის ამ დაავადებების ძირითადი მიზეზი, ეს არის ჰელიკობაქტერია, რომელიც იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სხვადასხვა უბნის ინფექციას და ის გადადის ... მხოლოდ კოცნით.image


სტომატიტი- "ბუშტუკები", რომლებიც პერიოდულად ჩნდება ტუჩის შიგნით, არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება - სტომატიტი. ეს დაავადება არ არის საშიში, მაგრამ სასიამოვნოც არაა. იწვევს ღრძილების სისხლდენას და სუნს პირის ღრუდან.image


კარიესი- კარიესს უმეტესობა ბავშვობიდანვე იცნობს. სწორედ ეს დაავადება იწვევს კბილების დაშლას და გვაიძულებს მივმართოთ საყვარელ სტომატოლოგებს. კარიესი იწყება არა მხოლოდ ბევრი ტკბილეულის მიღების გამო, ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია კარიესი აიკიდოს გაურეცხავი ჭურჭლისგან ან კოცნისგან.image

მენინგიტი, პოლიომიელიტი, წითურა, ციტომეგალოვირუსი, ყბაყურა და ღრძილების სხვადასხვა დაავადებები კოცნის საშუალებით გადადის. იმისათვის, რომ შეამციროთ ნებისმიერი პათოგენის ორგანიზმში მოხვედრის რისკი, ყურადღებით დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობას - რეგულარულად ესტუმრეთ სტომატოლოგს, შეამოწმეთ თქვენი კუჭი და დაიცავით პირადი ჰიგიენა.







0
238
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0