x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ავიცენას უცნაური ცდა ფსიქოლოფიური წნეხის შესახებ
image
ერთხელ ავიცენამ ორი ცხვარი ერთმანეთის გვერდიგვერდ ორ სხვადასხვა გალიაში ჩასვა. ????????
ცდის დასაწყისში ცხვრებს ასაკი, წონა, სქესი ერთიდა იგივე ჰქონდათ, გარდა ამისა გალიაში ყოფნის პერიოდში საკვებსაც ანალოგიურს აძლევდა და ორივე მათგანს თანასწორ პირობებში უვლიდა.
თუმცა გვერდით კიდევ ერთი გალია იდგა, სადაც მგელი იყო გამომწყვდეული და მას მხოლოდ ერთი ცხვარი ხედავდა.
რამდენიმე თვის შემდეგ ცხვარი, რომელიც ყოველ დღე მგელს ხედავდა, დარდით დასუსტდება, გახდება და ბოლოს მოკვდება კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მგელს არანაირად არ შეეძლო ცხვრისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენება, ცხვარი განცდილი შიშისა და სტრესის გამო მოკვდება. მაგრამ ის ცხვარი, რომელიც მგელს ვერ ხედავდა, თვეების შემდეგ საკმაოდ მსუქანი, მშვიდი და მოვლილი გამოვა გალიიდან.
ამ ცდით ავიცენამ გამოიკვლია თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ფსიქოლოგიურმა წნეხმა ადამიანის ჯანმრთელობასა და ხასიათზე.
ადამიანის ბუნებას იმაზე უფრო დიდ დარტყმას ვერაფერი მიაყენებს, რამდენსაც უსაფუძვლო შიში, სტრესი და სასოწარკვეთილება.
0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0