x
image
თუთიკო ბერძენა
როცა სიზმარში გარდაცვლილი გარწმუნებს, რომ ის ცოცხალია... მეცნიერთა ორი მოსაზრება
image


სიზმარში ჩვენ ვხედავთ გარდაცვლილ ადამიანებს - და გვახსოვს, რომ ისინი დაიღუპნენ. ჩვეულებრივ, ასეთი სიზმრები გვაქვს ახლობლებზე, მნიშვნელოვან ადამიანებზე, რომელთა დაკარგვა ჩვენთვის ძალიან რთული იყო.

სიზმარში გარდაცვლილი ისევ ახლოს არის. იგივეა, რაც სიცოცხლეში, ზოგჯერ მის სუნსაც გრძნობ, მის ინდივიდუალურ სურნელს, მის ინდივიდუალურ სითბოს. თუმცა სიზმარშიც გვახსოვს, რომ ის გარდაცვლილია, ისეთი ძლიერი ტკივილი განვიცადეთ მისი დაკარგვით. ჩვენ ვეუბნებით: ”შენ ხომ გარდაიცვალე?!”

გარდაცვლილი კი გვეუბნება, რომ ის არ მომკვდარა. ის ცოცხალია "აქ ვარ, აი!"


თუ ადამიანი ძალიან გვიყვარდა, ძალიან გვიხარია. ყველაფერი თითქოს ისევ ისეა, როგორც ოდესღაც, გვაბედნიერებს, რომ თურმე ცოცხალია, ჩვენ კი გარდაცვლილი გვეგონა, ის ისევ ახლოსაა, ჩვენ გვერდით!

შემდეგ კი ვიღვიძებთ და კიდევ უფრო მტკივნეული ხდება, რომ ეს ბედნიერება მხოლოდ სიზმარი იყო და არა რეალობა, გვახსენდება მასთან დაკავშირებული წარსული, მოვიწყენთმ ვტირით, გვეხსნება ძველი იარა.

რატომ თქვა განსვენებულმა, რომ ის ცოცხალია?

არსებობს ორი მოსაზრება. ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ჩვენი ქვეცნობიერი არ იღებს დანაკარგს. ჩვენ თავს ვიტყუებთ. სასურველი რეალობა სიზმარში გადაინაცვლებს. სიზმარში ხდება ის, რაც ჩვენ გვინდა და გვსურს. ჩვენი ქვეცნობიერი უარყოფს გარდაცვალების ფაქტს და გარდაცვლილს ცოცხლად ვხედავთ.

და სხვა მოსაზრებაც არსებობს:


გარდაცვლილს, გარდა იმისა, რომ ძილში გესტუმროთ, კონტაქტის სხვა გზა არ აქვს. ის ჩვენს სიზმარში მოდის. ესაა მისი ერთადერთ საკომუნიკაცოი არხი, ჩვენთან მოსასვლელი გზა, ერთადერთი პორტალი ჩვენთან ურთიერთობის, რადგან მას სხეული აღარ აქვს. მაგრამ მისი მიწიერი გარეგნობა ჩვენს მეხსიერებაში დარჩა.

და გარდაცვლილი სიზმარში საუბრობს მიწიერი სიტყვებით, ჩვეულებრივი, მარტივი გასაგები ენით. გადმოგვცემს, რისი თქმაც უნდა, უმარტივეს და გარკვეულ ინფორმაციას. რატომ ართულებენ მეცნიერები ყველაფერს ქვეცნობიერის თამაშით? მიცვალებული გვატყობინებს: „მე მკვდარი არ ვარ! ცოცხალი ვარ!". ეს არის ის, რისი გადმოცემაც მას სურს.

ის არ მომკვდარა როგორც პიროვნება. ის ცხოვრებას აგრძელებს. ის ფიქრობს ჩვენზე და სურს დაგვამშვიდოს, აგვიხსნას, რომ ის არ არის მკვდარი. სიკვდილი არ არსებობს! ყველაფერი გრძელდება; და სიყვარული გრძელდება და სიცოცხლე გრძელდება სხვა ფორმით, სხვა განზმომილებებში, სხვანაირად, უბრალოდ, სხვანაირად.

ის, რომ ადამიანები, რომლებმაც განიცადეს კლინიკური სიკვდილი და სიცოცხლეს დაუბრუნდნენ, ამბობენ, რომ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ დაემსვიდებინათ ატირებული ნათესავები, რომ ცოცხლები არიან, მაგრამ მათ არ შეეძლოთ. არ ამოსდიოდათ ხმა და ვერ ამოძრავებდნენ ხელებს, რომ შეეტყობინებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილა ასეთი შემთხვევებიც - უცნაური შეტყობინებები მიცვალებულთაგან.
image

სიზმარში მიცვალებულები ჩვენთან უბრალო გზავნილით მოდიან - "ცოცხალი ვარ!" რადგან ცოცხალია....

ასეთი სიზმრები არის შეტყობინება იმ ადამიანისგან, ვისაც ვგლოვობთ და რომელსაც სამუდამოდ დავემშვიდობეთ.

"მე არ ვარ მკვდარი! "მე ცოცხალი ვარ!" - ბუკვალურად უნდა გავიგოთ. სიკვდილი არ არსებობს. მხოლოდ დროებითი განშორება არსებობს. ჩვენ ყველანი ცოცხლები ვართ და "ჩვენ ვერასდროს შევწყვეტთ არსებობას", როგორც ძველმა ბრძენმა და მასწავლებელმა თქვა ...

0
230
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0