x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ ექცევიან ცუდად კარგ ადამიანებს. ოთხი მიზეზი
image

თუ ადამიანი ცუდია მაშინ მის მიმართ ცუდი დამოკიდებულების მიზეზი აშკარაა.

და თუ ადამიანი კარგია? თუ ის არავის ზიანს არ აყენებს, ცდილობს ყველასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდეს, მშვიდად იცხოვროს, დაეხმაროს და სიკეთე გაუკეთოს, მაშინ რატომ ექცევიან მას ცუდად? ეს არის კითხვა, რომელსაც კარგი ადამიანები ხშირად უსვამენ საკუთარ თავს.

მოდით, ვნახოთ, რა არის ასეთი ცუდი დამოკიდებულების მიზეზი


არსებობს გამოთქმა " მსგავსი მსგავსთან განისვენებს". ადამიანები მუდამ თავისნაირებს იზიდავენ და თავისნაირებისკენ მიილტვიან. გაურბიან მათ, ვისაც სხვა მსოფლმხედველობა, სხვა პრიორიტეტები და მათთვის მიუღებელი შეხედულებები ან ქცევები აქვთ.

1.თუ კარგი ადამიანი ყველას მოსწონს, როგორც უფასო მოსამსახურე და გვერდით მდგომი, მაშინ იგი მიიზიდავს პატრონს. მონათმფლობელი.

2. თუ ადამიანი მზადაა ყველაფერი გააჩუქოს უფასოდ, მიიზიდავს მომხმარებლებს, რომელთაც არ შერცხვებათ დაუმსახურებლად იჩუქონ და სამაგიეროდ არაფერი გასცენ.

3.თუ ადამიანი სხვის აზრზეა დამოკიდებული და გაუცნობიერებლად ითხოვს ამ მოსაზრებებს სხვებისგან, მის ირგვლივ თავს მოიყრიან მოსაზრებების გამომთქმელები. დაესევა კრიტიკოსების გუნდი.

4.თუ ადამიანს არ შეუძლია უარის თქმა, ის მოიზიდავს მათ, ვინც დაინტერესებულია ამ სისუსტით. ვის სჭირდება უპასუხო "კრივის მსხალი".

ეს არის კარგი ადამიანის ოთხი თვისება, რომელიც იწვევს მის მიმართ ცუდ დამოკიდებულებას. ზუსტად ასეთი ადამიანები იზიდავენ მათ, ვინც ცუდად ექცევიან.

ასეთი კარგი ადამიანები უბრალოდ არ აფასებენ საკუთარ თავს საკმარისად, ძალიან დამოკიდებული არიან სხვა ადამიანების მოსაზრებებზე და საკუთარ თავს დაცვის უფლებასაც არ აძლევენ.

ადამიანები ცუდად ექცევიან კარგ ადამიანს, რომელიც ცუდად ექცევა საკუთარ თავს.

საკუთარ თავზე ზრუნვა, საკუთარი თავის დაცვა, საკუთარი თავის მიმართ კარგად მოპყრობა განაპირობებს, თუ როგორ იზრუნებენ, დაგიცავენ და მოგეპყრობიან სხვები.

იყავით უფრო ტოლერანტული საკუთარი თავის მიმართ და თქვენ მიმართ სხვების დამოკიდებულებაც თანდათან შეიცვლება სასიკეთოდ...

0
214
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0