x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლუიზიანაში დააკავეს სასულიერო პირი რომელიც ეკლესიაში საკურთხეველთან ორ ქალთან ერთად სექსით იყო დაკავებული

image ლუიზიანაში დააკავეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ტრევის კლარკი, რომელიც როგორც აღმოჩნდა ეკლესიაში ეწეოდა აღვირახსნილ საქმიანობას.
სასულიერო პირი გვიან ღამით ეკლესიაში ხვდებოდა ორ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, რომლებთანაც სექსით საკურთხეველთან კავდებოდა.
სასულიერო პირი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მართლმსაჯულების ხელში, გვიან ღამით გამვლელმა ეკლესიაში შეამჩნია შუქი და იფიქრა, რომ ეკლესიაში ქურდები იყვნენ შესული.
ფრთხილად შეაღო ეკლესიაში შესასვლელი კარი და ეკლესიისათვის სრულიად შეუფერებელ მდგომარეობაში საკურთხეველთან სექსით დაკავებული სასულიერო პირი დაინახა ორ ტიტველ ქალთან ერთად.
მოქალაქემ დაუყოვნებლივ დაურეკა პოლიციას, ეკლესიაში მისულ პოლიციას კი სათამაშოებით გაწყობილი საკურთხეველი და სექსით დაკავებული სასულიერო პირი დახვდა 23 წლის მელისა ჩენთან და 41 წლის მინდი დიქსონთან ერთად.
სამივე პირი ადგილზევე იქნა დაკავებული და პოლიციის დეპარტამენტში გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა მაღალი ხარისხის კამერით აღჭურვილი ფოტოაპარატი რომელიც შტატივზე იყო დამონტაჟებული და სექსუალურ ორგიას ფართო რაკურსით იღებდა.
სასამართლომდე გაყვანამდე სასულიერო პირი თანასაკნელებმა მაგრად "მიბეგვეს" უფლის სახლის წაბილწვის გამო.
კლარკი რომელიც სასულიერი პირი 2013 წელს გახდა მეორე დღესვე იქნა განკვეთილი, სასამართლომ კი 25 000 დოლარი შეუფარდა გირაოდ და ფულის შეტანის შემდეგ მომდევნო განხილვამდე გაანთავისუფლა.
ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე 41 წლის დიქსონმა, რომელიც უფროსი ასაკის მაყურებელზე გათვლილი ფილმების მსახიობია, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა: "მეორე ქალთან ერთად მივდივარ უფლის სახლის წასაბილწად".
სამივე ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ახალი ორლეანის არქიეპისკოპოსმა გრეგორი ეიმონდმა განაცხადა, რომ ის გაცოფებულია ეკლესიაში მომხდარი ფაქტით, მისი თქმით საკურთხეველი რომელიც წაბილწული იყო გარეთ გაატანინა და დააწვევინა, ეკლესიაში კი სათანადო რიტუალის შესრულების შემდეგ ახალი საკურთხეველი შეიტანეს.
imageimageimageimageimageimageimage






0
217
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
217