საზოგადოებრივი ჩინეთში 5 ათასი წელის წინანდელი ქალაქი და უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს 2021, 16 თებერვალი, 10:28 ჩინელმა არქეოლოგებმა შუს ცივილიზაციის ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელიც 5 ათასი წლის წინ არსებობდა. ძველი შენობების ფრაგმენტები სანქსინგდუის (ქალაქი ძვ. წ. აღრ. 2800–800 წწ.) მახლობლად არის აღმოჩენილი. ნანგრევების შორის, მკვლევარებმა დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი არტეფაქტები — კერამიკული, ლითონის და ქვის ნაკეთობებიც აღმოაჩინეს: «ჩვენ პირველად შევძელით სანქსინგდუის კულტურის უწყვეტობის ფაქტის აღმოჩენა. აქ საუბარია შუს ცივილიზაციის ქალაქზეა, რომელიც სულ მცირე, 5 ათასი წლის წინ არსებობდა. აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლს კოლოსალური მნიშვნელობა აქვს, როგორც ძველი ცივილიზაციის, ისე ამ ადგილების ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით», — განაცხადა სიჩუანის კულტურული რელიქვიების და არქეოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა სინ ჩჟუნხუმ. 347 5-ს მოსწონს
|