x
მეტი
  • 23.10.2021
  • სტატია:115191
  • ვიდეო:354174
  • სურათი:489007
ვინ იყო წმინდა ვალენტინი?რატომ აღინიშნება ვალენტინობა ქრისტიანულ სამყაროში?
imageალბათ ბევრს გსმენიათ სხვადასხვა გამოგონილი ამბავი წმინდა ვალენტინიზე.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მითი ისაა რომ ის ჰომოსექსუალი(გეი) იყო და ჰომოსექსუალ წყვილებს აქორწინებდა.მაგრამ ეს რათქმაუნდა მითია რომელიც ქართველმა ხალხმა შეთხზა და მალევე გავრცელდა საზოგადოებაში.

მრისხანე კლავდიუსს(რომის იმპერატორი)სწამდა რომ დაუოჯახებელი კაცი უფრო მტკიცე იქნებოდა და ბრძოლაში სხვა საფიქრალი არ ექნებოდა ამიტომ მან მეომრებს ქორწინება აუკრძალა.მაგრამ მღვდელი ვალენტინი იმპერატორისგან მალულად აქორწინებდა შეყვარებულ წყვილებს ქრისტიანული წესის თანახმად.ეს ამბავი მალევე გავრცელდა და ვალენტინი ციხეში ჩასვეს.მას იქ ზედამხედველის ქალიშვილი შეყვარებია და ამის ნიშნად სიკვდილამდე მას სასიყვარულო ბარათი გაუგზავნა რაც ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა.14 თებერვალს ის სიკვდილით დასაჯეს სიკვდილამდე მან მალულად უამრავი წყვილის დაქორწინება შეძლო.ამიტომ ის იქცა სიყვარულის გადამრჩენელად.

მართალია სიყვარულს დღე არ უნდა დავუწესოთ მაგრამ წმინდა ვალენტინის, სიყვარულით სავსე გულის, მოგონებაში ცუდი არაფერია ეს დღე გვახსენებს, რომ სიყვარული ეს თავგანწირვაა, ვალენტინმაც სხვების სიყვარულისთვის თავი გაწირა .


პროტესტანტული ეკლესია ამ დღეს ოფიციალურად საეკლესიო წესით აღნიშნავს.

სულ ეს იყო, იმედია ამჯერად არ დაიჯერებთ იმ მითებს რაც, ხალხის ნაწილშია გავრცელებული, თუ მაინც გეტყვიან რომ ცდებით, უთხარით რომ წყაროები მოიძიონ ინტერნეტში ან უბრალოდ ვიკიპედიაში ჩაიხედონ.

მადლობელი ვიქნები თუ გააზიარებთ სტატიას.

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:გიგა გუგუსიანი
გიგა გუგუსიანი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0