x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ამ ბიჭუნას წინასწარმეტყველება აწყმოზე და მომავალზე ახლაც აშინებს საზოგადოებას
imageბიჭმა სლავიკმა მხოლოდ 10 წელი იცოცხლა. მაგრამ ის ათასობით ადამიანის მეხსიერებაში დარჩა, როგორც წმინდანი. საქმე იმაშია, რომ იგი ნათელმხილველი იყო. მისი პროგნოზები შემაშფოთებელი სიზუსტით ახდა.


ვიაჩესლავ კრაშენინიკოვი 1982 წლის 22 მარტს დაიბადა კემეროვოს მხარეში და მხოლოდ 10 წელი იცოცხლა. იგი გარდაიცვალა ლეიკემიით 1993 წლის 17 მარტს.



თავის სიცოცხლის ხანმოკლე პერიოდში ბიჭუნამ მრავალი რამ იწინასწარმეტყველა, რომელიც აბსოლუტურად ახდა. მან ისაუბრა ახალი ვალუტის, ევროს გაჩენის შესახებ, იცოდა, რომ "ორი იდენტური სახლი" აფეთქდებოდა აშშ-ში. მან იწინასწარმეტყველა გორბაჩოვის გადადგომა და ის, რომ მომავალში ჩინეთს, რუსეთს და შეერთებულ შტატები მტრული ურთიერთობა ექნებოდათ.

image


ბიჭის დედამ ვალენტინა კრაშენინიკოვამ დაწერა წიგნები "ყრმა სლავიკის სასწაულები და წინასწარმეტყველებები" და "ღმერთის მიერ გაგზავნილი".


სლავიკი ამბობდა, რომ მომავალში ხალხს შეეშინდება ლაპარაკის, რადგან მათზე გამუდმებული თვალთვალი იქნება დაწესებული . ის აფრთხილებდა, რომ მოვა პერიოდი, როდესაც ”არც მუსიკოსები, არც მხატვრები და არც სპორტსმენები" აღარ იქნებიან საჭირონი". ეს მოხდება გვალვის გამო. დაიწყება მასიური შიმშილობა.


ბიჭი ამტკიცებდა, რომ მომავალში პასპორტებს შეცვლიდა ნაცრისფერი ფირფიტა, რომელსაც ჩაუნერგავდნენ ადამიანებს ხელში ან შუბლში.


სლავიკი ამტკიცებდა, რომ დედამიწის ქვეშ უზარმაზარი სიცარიელეა, მათში არის სიცოცხლე, რომელიც მეცნიერებმა ჯერ ვერ აღმოაჩინეს.

მისივე თქმით მომავალში ცა შეიცვლის ფერს და ცისფერის ნაცვლად მოწითალო ფერის იქნება.

სლავიკი ამბობდა, რომ მომავალში დედამიწაზე უცხოპლანეტელები გამოჩნდებოდნენ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანებივით იქნებიან და შეეცდებიან აქაურები მოისყიდონ ყველა დაავადებისგან განსაკურნი სასწაულებრივი სამკურნალო საშუალებებით, მაგრამ სინამდვილეში მათ აქაურების დამონება ენდომებათ.

image

ზოგი ადამიანი სლავიკს მიიჩნევს მკურნალსა და ნათელმხილველს, რომელიც სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სასწაულებს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფასებს მას, როგორც "ცრუწმინდანს".

image

2002 წლიდან მოყოლებული ბიჭზე დაიწერა რამდენიმე წიგნი, პირველი იყო გენადი ბისტროვის "ახ დედა, დედიკო", ბიჭის დედამ ვალენტინა კრაშენინიკოვამ დაწერა წიგნები "ყრმა სლავიკის სასწაულები და წინასწარმეტყველებები" და "ღმერთის მიერ გაგზავნილი".ლიდია ემილინოვამ გამოუშვა ორი წიგნი "ყრმა ვიაჩესლავი" და "ღმერთი თავის რჩეულს ესაუბრება"

image

2010 წელს გამოვიდა 4-ნაწილიანი დოკუმენტური ფილმი „რუსი ანგელოზი. ყრმა ვიაჩესლავი ”(რეჟისორი სერგეი ბოგდანოვი). 2011 წელს გამოვიდა მეორე ფილმი (ასევე 4 ეპიზოდი), რომელიც ეძღვნება ვიაჩესლავის წინასწარმეტყველებებს.

0
845
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
845
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0