x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
უახლესი დასკვნა: უცხოპლანეტელები შესაძლოა ვარსკვლავთა ბინარული სისტემების ირგვლივ ცხოვრობდნენ?
მეცნიერები წინათ ფიქრობდნენ, რომ ბინარული ვარსკვლავური სისტემები ცუდი და არახელსაყრელი ადგილები იყო მათ ირგვლივ სიცოცხლის აღმოცენებისა და განვითარებისთვის, თუმცა დრო შეიცვალა და ეს შეხედულებაც დაექვემდებარა გადახედვას. დღეს ყველაზე მეწინავე ასტრობიოლოგები ფიქრობენ, რომ სწორედ ბინარული სისტემებია ის ლოკაცია, სადაც სიცოცხლისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო შეიძლება არსებობდეს. მართლაც, განა ორი ვარსკვლავის ირგვლივ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ზონა უფრო ფართო არ იქნება, ვიდრე ერთის ირგვლივ?


ბევრი კამათის და სხვადასხვა მოდელების გამოცდის შემდეგ ასტრონომები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ორი ვარსკვლავი, რომელთაგან თითოეულის მასა 80 %-ით მეტია მზის მასაზე, თუ ისინი საკმარისად ახლოს მდებარეობენ ერთმანეთთან, იდეალურ პირობებს შექმნიან მათ ირგვლივ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტების ჩამოსაყალიბებლად.


თუმცა თურმე იმისათვის, რათა სიცოცხლისთვის ყველაზე ოპტიმალური პირობები შეიქმნას, ბინარული სისტემის ორივე ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო ერთი წრის შემოხაზვას 10 დღეს უნდა ანდომებდეს. უფრო შორს არსებული ვარსკვლავების პლანეტების ორბიტები არასტაბილური იქნება. ასეთ შემთხვევაში პლანეტა ოდესმე ერთ-ერთი ვარსკვლავის სახიფათო ზონაში მოხვდება, რაც სიცოცხლეს წარმოშობის შესაძლებლობას არ მისცემს.


თუმცა მეცნიერები სრულიად განსხვავებულ პირობებში სიცოცხლის აღმოცენების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ. საბოლოო ჯამში კი ჩვენ მხოლოდ ერთ დასახლებულ პლანეტას ვიცნობთ - დედამიწას და ამრიგად ჩვენი ცოდნა სამყაროში სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ჯერჯერობით სამწუხაროდ უმეტესწილად მხოლოდ ვარაუდების და ჰიპოთეზების დონეზეა.



ეგზოპლანეტა

0
176
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0