საზოგადოება „ბიძინამ დამირეკა მოვალ შენს დაბადების დღეზე და რა გაჩუქოო“ - კოტე ყუბანეიშვილი 2021, 10 თებერვალი, 21:12 პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრაზე პირდაპირ ეთერში ილაპარაკა: .
„55 წლის ვხდებოდი. დამირეკა, შენ და ლაშა თაბუკაშვილი ტელევიზორში მყავხართ ნანახი და თუ შეიძლება, რომ მოვიდე შენს დაბადების დღეზეო. მოდი-მეთქი. მართლაც მოვიდნენ, მწვადები შევწვით. დაემთხვა და ყველა მოვიდა. რა მოგიტანოო და ჯუმას ლექსიკონი-მეთქი. მართლა ჩამოაფრენინა ლენინგრადიდან. იმ პერიდოში რუსული მწერლები ჩამომყავდა საქართველოში, მე ჩემი რუსები მყავს…
. მაშინ ათეისტი ვარო, ამბობდა. მიშას ურეკავდა. მე ისე მომეშალა ნერვები, ვუთხარი, კარგი, რა, მიშას დედაც მოვტ@-მეთქი. ეს ვთქვი მიშას გასაგებად. ბიძინამ მითხრა, შენზე ისიც ასე ლაპარაკობსო. მაშინ მიშა პრეზიდენტი იყო“, - განაცხადა გადაცემა „რეაქციაში“ ყუბანეიშვილმა. . პოეტი და მთარგმნელი კოტე ყუბანეიშვილი დაიბადა 1951 წელს, თბილისში. აქტიურად მოღვაწეობს მე-20 საუკუნის ბოლოდან. სამოღვაწეო სარბიელზე გამოჩნდა 1990 წელს, როდესაც გამოვიდა “რეაქტიული კლუბის” კრებული. 1999 წელს გამოსცა წიგნი “დამოუკიდებილობა”, ა. დარჩიაშვლთან ერთად. მისი პოეზია საქართველოსთვის და გარე სამყაროსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ეხება. კოტე ყუბანეიშვილის ლექსებიდან ამონარიდებით და სლოგანებით გაფორმებული მაისურები დიდხანს პოპულარული იყო ქართველ ახალგაზრდებში. სხვადასხვა დროს ნათარგმნი აქვს ამერიკელი, ინგლისელი და რუსი პოეტების ლექსები, ასევე გერმანული ბალადები. მის საუკეთესო თარგმანთა შორისაა ედგარ პოს, ვლადიმერ მაიაკოვსკის და ოსიპ მანდელშტამის პოეზია. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ “XX საუკუნეში”.463 შეფასება არ არის
|