x
image
მაიკო ქავთარაძე
ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნას!..
ტარიელ ფუტკარაძე-ენათმეცნიერი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, პროფესორი, სამშობლოს მოამაგე და დიდი მამულიშვილია...


image


მისი გარდაცვალება "მეხის გავარდნასავით" იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით მისი მძიმე მდგომარეობა, არც კი გვიფიქრია ასეთი დასასრული...

40 დღე გავიდა, არ მინდა ვთქვა, რომ ეს დღეები მის გარეშე გავატარეთ, რადგან ეს ასე არ ყოფილა-მისი დაუშრეტელი (კოსმიური) ენერგია, სიცოცხლის სიყვარული დღესაც ჩვენთან ერთადაა და იქნება სამარადჟამოდ.


მისი მიზანი საქართველოს საკეთილდღეოდ ახალგაზრდების აღზრდა იყო, რომლებსაც ეცოდინებოდათ შავისა და თეთრის გარჩევა, ექნებოდათ თავისუფლად აზროვნების უნარი, საკუთარი პიროვნულობის შემეცნების ძალა... თუ წამით მაინც შეიხედავთ მის ფეისბუკ გვერდზე, რომელიც მოგონებების დღიურად იქცა, მიხვდებით, რომ მან შეძლო საკუთარი მისიის აღსრულება.


image


ფასდაუდებელია ღვაწლი, რომელიც მან ფერეიდნელი, ტაო-კლარჯელი ქართველებისათვის გაიღო, მისი დიალექტოლოგიური ექსპედიციები აკავშირებდა საქართველოსა და "სხვა" საქართველოს; მისი დახმარებით უამრავმა ახალგაზრდამ შეძლო გაცნობოდა ხანძთის, ტბეთის, შატბერდის, იშხნის, ბანას... დიდებულებას.


image

მახსოვს, როდესაც ერთ-ერთმა ტაოელმა მკითხაა თუ რა დაემართა ბატონ ტარიელს, პასუხის გაგების შემდეგ მომწერე-"voimennn", მხოლოდ მომწერა, თუმცა მე ახლაც ყურებში ჩამესმის

მისი ოხვრა, ტკივილის განცდა, რომელიც ამ შორისდებულში ჩაატია.

ძნელია ისაუბრო მის პიროვნებაზე, თითქოს ყველა გრძნობა იკარგება სიტყვებში, რადგან არც ერთ ფრაზას არ შეუძლია მისი პიროვნებისა და ღვაწლის აღწერა, მაგრამ ერთი რამ მაიმედებს-დრო, ისტორია ყველაზე კარგი მოუბარია, დრო გავა და ტარიელ ფუტკარაძეზე

მხოლოდ მისი სტუდენტები, მეგობრები, თანამოაზრეები არ ისაუბრებენ, არამედ მთელი საქართველო... როგორც გვჩვევია (მხოლოდ ქართველებს-არა, მსოფლიოს სენია), გარდაცვალება, სხვა კოსმიურ სამყაროში გადანაცვლება ადამიანისა, თვალს გვიხელს, ლაფის მსროლელნიც დაინახავენ მის თავდაუზოგავ შრომას, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსა და ქართველების კეთილდღეობას.

image


0
82
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0