მცენარეული და საკვები დანამატების გამოყენება დაკავშირებულია ღვიძლის დაზიანებასთან
იზრდება მტკიცებულებების ხარისხი, რომლის მიხედვითაც მცენარეული და საკვები დანამატები არათუ სარგებელს იძლევა, არამედ ხშირ შემთხვევაში აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს და შესაბამისად უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. კვლევით დადგინდა რომ ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული (chemical-induced) ღვიძლის დაზიანების 5 შემთხვევიდან 1-ში გამომწვევი სწორედ მცენარეული და საკვები დანამატები გახლდათ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტებია მწვანე ჩაი, ვიტამინები და საკვები დანამატები.
Non-steroid supplements included green tea, mixtures labeled as "Chinese herbs, " "Korean herbs, " or "Ayurvedic medications, " as well as vitamins and dietary supplements.
FDA-ის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით 776 დანამატი რომელიც შეისწავლეს 2007-2016 წლებში, ისინი შეიცავდნენ - sildenafil, sibutramine, steroids და fluoxetine.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთ ქვეყანაში დანამატები არ კონტროლდება ისე ხვდება გაყიდვაში. ასევე ცალკე საკითხია ის, რომ არ არსებობს მტკიცებულება მათი ეფექტურობისა.
აქედან გამომდინარე თუ ვინმე გირჩევთ რომელიმე დანამატის მიღებას, ის ან არ ფლობს სარწმუნო ინფორმაციას მათ შესახებ, ან ფინანსური დაინტერესება ამოძრავებს.
A recent analysis of US Food and Drug Administration (FDA) warnings issued to manufacturers of 776 supplements from 2007 to 2016 found that they contained prescription drugs such as sildenafil, sibutramine, steroids, and fluoxetine.
საკვები დანამატები, რეცეპტის გარეშე გასაცემი (OTC) მცენარეული მედიკამენტები და ვიტამინები - არაკონტროლირებადი და რისკის შემცველი
დღეისათვის საზოგადოებაში ძალზედ პოპულარულია სხვადასხვა სახის საკვები დანამატები, მცენარეული მედიკამენტები და ვიტამინები, რომლებსაც მოსახლეობა სისტემატიურად მოიხმარს ხშირად რჩევით და/ან ექიმის დანიშნულებით.
სამწუხაროდ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ბაზარზე, გაყიდვაში ისე ხვდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან რეგულაციას არ საჭიროებს, ანუ არ ხდება მათი შემოწმება. მაგალითად მედიცინის დონით ყველაზე მაღლა მდგომ ქვეყანაში, აშშ-ში ეს პროდუქცია არ მოწმდება FDA-ს მიერ, ის მხოლოდ გამოსცემს რეკომენდაციებსა და გაფრთხილებას დანამატებთან მიმართებაში.
ჩატარებული კვლევის შედეგები საგანგაშოა: საკვები დანამატები, ვიტამინები და მცენარეული პროდუქცია ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს. ასევე ძალზედ ხშირია ამ პროდუქციის არასწორი ეტიკეტირება (mislabeling), რაც იმას ნიშნავს რომ ისინი შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს რაც ეტიკეტზე არ არის აღნიშნული.
არასწორი ეტიკეტირება დაფიქსირდა: ჰორმონალურ პროდუქციაში - 80%; ვიტამინები - 54%; მცენარეული მედიკამენტები - 48%.
ყველაზე ხშირად არასწორი ეტიკეტირება დადასტურდა: ბოდიბილდინგის პროდუქცია - 79%; წონის კლების პროდუქცია - 72%; ენერგეტიკები - 60%; ზოგადი ჯანმრთელობის/well- being პროდუქცია - 51%.
2000-2001 წლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად (ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო კომისიის მიერ) ლაბორატორიულად შესწავლილ იქნა საცალო გაყიდვაში არსებული 215 ბრენდის (მწარმოებელი კომპანიის), 634 საკვები დანამატი, 14 სხვადასხვა ქვეყანაში, რომელმაც დაადასტურა რომ ნახევარზე მეტი 57% შეიცავდა ისეთ ნივთიერებებს, რომელიც არ იყო აღნიშნული ეტიკეტზე (ჰორმონებს/ სტეროიდებს, პროჰორმონებს, სტიმულანტებს და სხვა სახის აკრძალულ ნივთიერებებს).
აქედან გამომდინარე სანამ რომელიმე ჩვენთაგანი გადაწყვეტს ვინმეს რჩევით ან ექიმის დანიშნულებით ან ფარმაცევტის რჩევით მიიღოს კონკრეტული დანამატი, ვიტამინი, თუ მცენარეული მედიკამენტი აუცილებლად დასვას რამოდენიმე შეკითხვა და მიიღოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხი:
1. თუ ლაბორატორიულად ან ჩივილების მხრივ არ არის დადასტურებული კონკრეტული ვიტამინის დეფიციტი, საჭიროა თუ არა მისი დანამატის სახით მიღება? (როგორც ვიტამინების დეფიციტი შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო, ასევე მისი მომატება ორგანიზმში (ჰიპერვიტამინოზი) იწვევს ტოქსიკოზს)
2. რამდენად ეფექტურია დანამატების მიღება და არსებობს თუ არა ამის სარწმუნი მტკიცებულება, მიღებული მაღალი ხარისხის კვლევების დასკვნით?
3. უსაფრთხოა თუ არა? ანუ დარწმუნებით შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეტიკეტირება ასახავს რეალურ შემადგენლობას?
ამას ემატება ერთი ფაქტორი, პროფესიონალ სპორტსმენებში, კერძოდ რისკი დოპინგ-კონტროლზე ჩავარდნისა, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ პროდუქციის რეგულაცია/შემოწმება სამწუხაროდ არ ხდება, ისეთ ქვეყანაშიც კი როგორიც აშშ-ია.
მრავალი ფაქტია დაფიქსირებული სპორტში როდესაც სპორტსმენი მოიხმარდა სხვადსხვა სახის საკვებ დანამატს და ის დოპინგზე ჩავარდა.