x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ვიდეო: სოფელი ხალხით, უცხოპლანეტელი და "აპოლონ 11"ის - წარმოუდგენელი აღმოჩენები ზღვის სიღრმიდან
image

ჩვენს სამყაროში ამოუცნობი მოვლენების ყველაზე უდიდესი კონცენტრაცია არის წყლის ქვეშ. ოკეანის სიღრმეები ჯერ კიდევ კარგად არ არის მოკვლეული. საინტერსო არა მხოლოდ წყალქვეშა მოვლენებია მყვინთავებისა და მეცნიერებისათვის, არამედ, საკმაოდ თანამედროვე ნივთებიც, რომელიც წყალშია ჩაძირული. ასე რომ, გთავაზობთ, ყველაზე უჩვეულო წყალქვეშა აღმოჩენებს:






image




1. 2017 წელს მიჩიგანში ჩაძირული სტოუნჰენჯი ( პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი)იპოვნეს 12 მ სიღრმეზე. უზარმაზარი ქვები წყლის ქვეშ განლაგებული იყო გარკვეული თანმიმდევრობით, რაც ქვის ცნობილ სტრუქტურას მოგაგონებთ. ერთ-ერთ ქვაზე გამოსახული იყო ძველი ხალხის ნახატები. აღმოჩენის კოორდინატები საიდუმლოდ ინახება ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით.






image





2. ანტარქტიდის ცივ წყლებში ზღვის ცხოველების ახალი სახეობებია აღმოჩენილი. ეს ობობებია! ზღვის ბინადრები დაახლოებით 2 კილომეტრის სიღრმეზე ცხოვრობენ და განსაკუთრებით დიდი ზომისაა.






3. ფილიპინებში მყვინთავებმა შემთხვევით აღმოაჩინეს F-4 გამანადგურებელი. რის გამო მოხდა ავარია, არ არის ცნობილი, ვინაიდან, თვითმფრინავი თითქმის ხელუხლებელია.





4. ფლორიდადან არც ისე შორს არის ძველი მანქანის საბურავების უზარმაზარი ნაგავსაყრელია. მიწისქვეშა სასაფლაო 1970 – იან წლებში ჩამოყალიბდა ხელოვნური რიფის შექმნის წარუმატებელი ეკოლოგიური ოპერაციის გამო. ახლა საბურავები უბრალოდ ლპება წყლის ქვეშ. 20 წლის წინ დაიწყო წყლის ქვედა ფენის წმენდა.






5. 1985 წელს წყალის ქვეშ ნაპოვნი იქნა გასული საუკუნის მატარებლები. უცნობია ზუსტი მიზეზი იმისა, თუ როგორ მოხვდა ვაგონები წყლის ქვეშ. ერთ-ერთი ვერსიით, სამხედრო ლოკომოტივები გადაიტანეს გემზე, რომელიც ტვირთთან ერთად ჩაიძირა.






image






6. ბოლო დრომდე გადაშენებულად ითვლებოდა ლატიმერია ( მტევანფარფლიანების ქვეკლასის თევზი). აფრიკის სანაპიროზე მეთევზეებმა ამ ოჯახის წარმომადგენლები უკვე ორჯერ დააჭირეს. ლატიმერია არ დაემორჩილა ევოლუციას და შეინარჩუნა თავდაპირველი თვისებები.





image




7.შავი ჰიდროთერმული ხვრელები - ზღვის წყლისა და მაგმის საინტერსო წარმონაქმნი. ისინი ჩნდებიან წყაროების ადგილებში, სადაც მაგმა იშლება ზედაპირზე და მყარდება წყალთან კონტაქტისას.





8. ფილმის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი რეჟისორი ფილმის ქანდაკებებს ტოვებს წყალქვეშა მუზეუმებში. იგივე მოხდა ფილმის "უცხოპლანეტელი" მოდელის შემთხვევაში. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა!





image





9. "კოსმოსურ ხომალდ აპოლონ 11" ის ნაშთები ნაპოვნი იქნა სავარაუდო ავარიის ადგილზე ძრავებთან ერთად. ნაშთები 60 წლის განმავლობაში წყალქვეშ კარგად იყო დაცული. ყველა აღმოჩენა ამოღებულია ოკეანის სიღრმიდან და აღდგენილია.





10. ისრაელში არის დატბორილი სოფლის ნანგრევები. სახლები, ადამიანის ნეშტები, საყოფაცხოვრებო ნივთები - ყველაფერი დაცულია. სოფლის ცენტრში მტკნარი წყლის ჭაც არის, რომელიც ტოტემებით იყო გარშემორტყმული. სოფელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე ათასწლეულებით თარიღდება.









0
434
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0