x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა აფხაზეთის ღრმა წყლების 2212 მეტრის სიღრმის გამოქვაბულში?

image





მამაცი და გამორჩეული ხალხის წყალობით, რომლებიც ცდილობენ შეისწავლონ გარშემო სამყარო, კაცობრიობას დღეს აქვს ყველა ის მიღწევა, რომლითაც წარსული თაობების წარმომადგენლები ვერ დაიკვეხნიდნენ. ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და მათი წყალობით დაიწერა ყველანაირი აღმოჩენის ისტორია.





სპელეოლოგები ცდილობენ შეისწავლონ მიწისქვეშა სამყარო, გაეცნონ მის მცხოვრებლებს, გააცნობიერონ კონკრეტული მღვიმის წარმოშობის მიზეზი და დახაზონ მისი გრძელი დერეფნების მარშრუტი სქემების სახით. აფხაზეთში არის გამოქვაბული, რომლის ფსკერზე დაშვებისას მკვლევარებმა მეცნიერებისათვის საკმაოდ საინტერესო რამ აღმოაჩინეს.





ვერევკინის გამოქვაბული- ამ გამოქვაბულს სპელეოლოგ ალექსანდრე ვერევკინის სახელი ეწოდა. მას მისი სახელი მიენიჭა მას შემდეგ, რაც 2018 წელს სიღრმეზე ჩასვლის მსოფლიო რეკორდსმენად აღიარეს.





მღვიმეში შესასვლელი საკმაოდ მაღლა მდებარეობს - ზღვის დონიდან 2285 მეტრზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მღვიმე მდებარეობს აფხაზეთში, უფრო სწორედ გაგრინსკის ქედზე. მისი შესასვლელი ძნელად შესამჩნევია, ის საკმაოდ ფართოა - 3x4 მეტრი.





ვერევკინის გამოქვაბული აღმოაჩინეს ჯერ კიდევ 1968 წელს. შემდეგ კრასნოიარსკის სპელეოლოგებმა შეძლეს ბუნებრივი მაღაროს მხოლოდ 115 მეტრის დათვალიერება. მათ ვერ შეძლეს ფარული გადასასვლელის პოვნა, ამიტომ ისინი გაუყვნენ გზას, რომელმაც ჩიხში შეიყვანათ.





მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს, რომ მაღაროს მოკვლევა ამ ნიშნით დასრულდა, მღვიმეს მალე დაარქვეს სახელი - "S-115". ამასთან, ინფორმაცია ჭაში შესვლის შესახებ არასწორად იყო მითითებული, სასურველი კოორდინატებიდან 2 კმ-ის დაშორებით. ამიტომ, მღვიმე დიდი ხანი არავის გამოუკვლევია.





image




1982 წელს იგი თითქმის თავიდან გაიხსნა პეროვსკის სპელეოლოგების კლუბის წევრების მიერ, თუმცა, ამასთან, იქ არავინ ჩასულა.




1983 წელს პეროვსკის სპელეოლოგებმა მღვიმის დათვალიერება გადაწყვიტეს. ერთ-ერთმა ოლეგ პარფენოვმა, მოულოდნელად გამოქვაბულში სხვა გასასვლელი აღმოაჩინა.




მან ამ ადგილს "ჟდანოვის შარვალი" უწოდა. გუნდმა დაიწყო ახალი გასასავლელის შესწავლა. მაგრამ იმ წელს სპელეოლოგებმა ვერ შეძლეს ერთი ვიწრო მონაკვეთის გადალახვა 120 მეტრის სიღრმეზე.





1985 წელს ექსპედიციამ 330 მეტრზე გადაინაცვლა, მაგრამ ისინი დაიღუპნენ. 1986 წელს გუნდმა 440 მეტრის სიღრმეს მიაღწია, მაგრამ ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო, მღვიმე კარგა ხანს დარჩა ბოლომდე შეუსწავლელი.




დაბოლოს, 30 წლის შემდეგ, სპელეოლგებმა შეძლეს 1350 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა. ხოლო 2017 წლის აგვისტოში ექსპედიციის წევრებმა მოახერხეს 2204 მეტრამდე ჩასვლა. ამასთან, თითქმის ერთი წლის შემდეგ, "პეროვო-სპელეოს" კლუბის სპელეოლოგებმა გამოიკვლიეს რამდენად ღრმა ტბა იყო გამოქვაბულის ძირას.




აღმოჩნდა, რომ სიღრმე 8, 5 მეტრია. ამიტომ, მთელი მღვიმის სიგრძე 2212 მეტრი იყო.



ეს ბუნებრივი მაღარო ყველაზე ღრმაა დღემდე. ადრე ყველაზე ღრმა იყო კრუბერა-ვორონიას მღვიმე (2196 მეტრი).



როგორ მოხდა დაშვება? - ასეთი უნიკალური გამოქვაბულის ფსკერზე დაშვება ადვილი არ იყო. ჯგუფი შედგებოდა 4 სპელეოლოგისგან, ისინი შახტში თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეშვებოდნენ. თითოეულ მათგანს თან ჰქონდა 10 კგ წონის ორი ტომარა, რომელშიც იყო საჭირო ტექნიკა, საკვები და გაზის სანთურები.




ღამის გასათევად ბიჭებს შახტის კედელში საკმაოდ ფართო ნიშის პოვნა მოუწიათ. ვინც ზედაპირზე იყო, მათთან ქონდათ კომუნიკაცია სატელეფონო კაბელის დახმარებით, რომელიც მღვიმეში ჩაიტანეს.




image




როდესაც გუნდმა გამოქვაბულის ძირას მიაღწია, აღმოჩნდა, რომ იგი წყლით იყო დატბორილი. უფრო მეტიც, შავი ზღვის დონიდან 300 მეტრზე ფსკერის მდებარეობის გამო მკვლევარებმა დაუშვეს, რომ მღვიმის წყლები არ არის იზოლირებული ზღვის აკვატორიიდან. ყოველივე ეს გამოქვაბულს უნიკალურს ხდის.






რა იპოვეს მღვიმის ფსკერზე? - სპელეოლოგების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, 2 კმ სიღრმეზე მდებარე გამოქვაბულს საკმაოდ მრავალფეროვანი ფაუნა ჰქონდა. საერთო ჯამში, გუნდმა მოახერხა შეგროვება და ზედაპირზე გადატანა 20-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა არსების, რომლებიც ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში აქ ცხოვრობდნენ სრულ იზოლაციაში. ადრე ისინი მეცნიერებისთვის ცნობილი არ იყო, ვინაიდან ასეთი ორგანიზმები მსოფლიოში არსად გვხვდება.



ასეთი აღმოჩენა ძალზე ღირებულია სამეცნიერო მკვლევარებისთვის. გასაკვირია, რომ მზის სხივის ნაკლებობა და ზოგიერთი სხვა პირობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ცოცხალი არსებისთვის, ამ მწერების და ჭიებისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

0
798
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
798
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0